• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 7, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის ExxonMobil, Alphabet, Wayfair, Sweetgreen და DigitalOcean.

ExxonMobil

გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, ნავთობკომპანიის — ExxonMobil-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-ის კლებამ 0.8% შეადგინა.

ბაზრის რეაქცია გასაგები იყო, რადგან ExxonMobil-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, კომპანია მოსალოდნელზე დაბალ მოგებას დააფიქსირებდა.

ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უამრავმა წინაღობამ ExxonMobil-ის მომგებიანობა წინა პროგნოზებზე დაბლა დასწია. მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ, შესაძლოა, მეორე კვარტალში წმინდა მოგებამ $6.2 მილიარდი შეადგინოს. პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი, GAAP (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) სტანდარტების მიხედვით, $11.4 მილიარდი იყო.

ExxonMobil

მოსალოდნელ კლებაში მთავარი „დამნაშავე” ბუნებრივი აირის ფასების კლების ტენდენციაა. ExxonMobil-ის ახალი პროგნოზის მიხედვით, ამ დინამიკას შეუძლია კომპანიის მთლიანი წმინდა შემოსავალი $4 მილიარდით შეამციროს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ $6.2 მილიარდის ოდენობით მოგება ExxonMobil-ის ახალი ფინანსური მოდელისთვის ყველაზე უარესი სცენარია. საუკეთესო შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად, დერივატივების კონტრაქტებს და ქიმიურ პროდუქტებზე მარჟის ზრდას, $9.6 მილიარდის მოცულობის მოგებას წარმოადგენს.

Alphabet

გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Alphabet-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი.

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ვებგვერდზე — The Information — გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, Alphabet აჭიანურებს პირველი 100% მორგებული ჩიპის გამოშვებას თავისი Pixel სმარტფონისთვის. კომპანია თავდაპირველად მის გამოშვებას მომავალ წელს აპირებდა, მაგრამ დებიუტი 2025 წლამდე გადაიდო.

Google

ამჟამად, ტელეფონის „ტვინი“ არის ნახევრად მორგებული ჩიპი — Tensor, რომელიც Alphabet-ის Google-მა, რომელიც კორეულ ტექნოლოგიურ კონგლომერატთან — Samsung-თან პარტნიორობით შექმნა. The Information-ის სტატიაში ნათქვამია, რომ Alphabet Tensor-ის წარმოებისთვის Samsung-ის Taiwan Semiconductor Manufacturing-ით ჩანაცვლებას გეგმავს. Alphabet, Taiwan Semi და Samsung ჯერ ოფიციალურად არ გამოხმაურებიან სტატიას.

ეს მიმართულება Alphabet/Google-ის მუშაობის მთავარი ხაზი არ არის, მაგრამ მობილური ტელეფონი წარმოადგენს კომპანიის ბიზნესის ბუნებრივ გაფართოებას, რადგან Alphabet ფართოდ მიღებული Android ოპერაციული სისტემის უკან დგას. ასე რომ, ბუნებრივია, ეს შეფერხება გულდასაწყვეტია ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ სფეროში უფრო მეტ და სწრაფ წარმატებას იმედოვნებდნენ.

Wayfair

ამერიკული ელექტრონული კომერციის კომპანიის — Wayfair-ის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა, რაც გამოწვეულია რამდენიმე ინსაიდერის გადაწყვეტილებით, გაეყიდათ კომპანიის აქციები, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდებოდა.

საჯარო კომპანიების უფროსი მენეჯერების უმეტესობა იღებს კომპანიის აქციებს და/ან აქციების ოფციონებს — უფლებას იყიდოს აქციები წინასწარ განსაზღვრულ ფასად მომავალში — როგორც კომპენსაციას. უჩვეულო არ არის, რომ აღმასრულებლები, ნებართვის მიღებისთანავე, რეგულარულად ყიდიან ამ აქციების ნაწილს.

თუმცა, კომპანიისთვის არც ისე სახარბიელოა, როდესაც რამდენიმე ტოპ აღმასრულებელი ერთდროულად შესაძლებლობის გაჩენისთანავე აქციების დიდ რაოდენობას ყიდის.

Wayfair

სწორედ ეს მოხდა Wayfair-თან დაკავშირებით ამ კვირაში. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მონაცემებით, ოთხშაბათს მთავარმა კომერციულმა დირექტორმა — სტივ ობლაკმა, ოპერაციულმა დირექტორმა — თომას ნეცერმა, ფინანსურმა დირექტორმა — ქეით გულივერმა და ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა — ფიონა ტანმა ერთობლივად გაყიდეს კომპანიის 85,223 აქცია, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით $5.5 მილიონს შეადგენს. რამდენიმე შემთხვევაში, ამ აქციების გაყიდვა მხოლოდ ახლახან გახდა შესაძლებელი.

შედეგი ისაა, რომ ამ ოთხმა ინსაიდერმა აქციების რაც შეიძლება ჩქარა გაყიდვა გადაწყვიტა. შესაძლოა ეს Wayfair-ის აქციების ბოლოდროინდელი ზრდით სარგებლობის მცდელობა იყო. თუმცა, ეს სწრაფი გაყიდვები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ აღმასრულებლები კომპანიის პერსპექტივებში ან აქციების პოტენციალში დარწმუნებულნი არ არიან.

Sweetgreen

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, სალათების სარესტორნო ქსელის — Sweetgreen-ის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 74%-ით არის მომატებული.

Sweetgreen საჯარო კომპანია 2021 წლის ბოლოს გახდა და მას შემდეგ მისი აქციების ფასი დაახლოებით 70%-ით შემცირდა. თუმცა, Bank of America-ს ანალიტიკოსი — კეტრინ გრიფინი თვლის, რომ კომპანიას ზრდის პოტენციალი გააჩნია. StreetInsider-ის თანახმად, კეტრინმა სარესტორნო ქსელის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო TipRanks-ის მიხედვით, ანალიტიკოსის ახალი სამიზნე ფასი Sweetgreen-ის აქციებისთვის $17-ს შეადგენს, რაც ამჟამინდელი ნიშნულიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კეტრინი Sweetgreen-ის პოტენციური ზრდის მიზეზად ასახელებს პროგრესს ავტომატიზაციაში. კომპანიას ამჟამად 185-ზე მეტი ლოკაცია აქვს, ის სწრაფად ფართოვდება და ეძებს ტექნოლოგიას, რომელიც ეფექტურად მასშტაბირებაში დაეხმარება.

მაისში Sweetgreen-მა გახსნა საპილოტე ლოკაცია, რომელიც ავტომატიზაციის ტესტირებას ატარებს. კომპანია მომხმარებლებს აპლიკაციის ან ლოკაციაზე არსებული ჯიხურების საშუალებით შეკვეთისკენ მოუწოდებს და მისი Infinite Kitchen მანქანა შეკვეთის დიდ ნაწილს ამზადებს. შემდეგ უკვე თანამშრომლები ასრულებენ შეკვეთებს, სანამ მათ მომხმარებლებს გადასცემენ.

Sweetgreen

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ Sweetgreen-ს შეუძლია, ხარჯები შეამციროს და, ავტომატიზაციის საშუალებით, მომხმარებლებს მიაწოდოს უმაღლესი პროდუქტი, რაც ბიზნესისთვის ხელსაყრელი იქნება. სწორედ ამიტომ არის კეტრინ გრიფინი ოპტიმისტურად განწყობილი.

კონტექსტისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში Sweetgreen-მა $35 მილიონის მოცულობის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა და ყველაზე დიდი ხარჯები დაკავშირებული იყო შრომასთან, რაც შემოსავლის 31%-ს შეადგენდა. ამიტომ, შრომის ხარჯების შემცირებამ შეიძლება Sweetgreen-ს მომგებიანობისკენ გზა გაუხსნას. აქედან გამომდინარე, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მომავალ კვარტლებში ყურადღება მიაქციონ კომპანიის პროგრესს ავტომატიზაციასთან დაკავშირებით.

Sweetgreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15-ს შეადგენს. კომპანიას უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $10.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $14.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sweetgreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

DigitalOcean

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ქლაუდ გამოთვლების კომპანიის — DigitalOcean-ის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 77%-ით არის მომატებული.

გუშინ DigitalOcean-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ქლაუდ ინფრასტრუქტურის კომპანია — Paperspace $111 მილიონად შეიძინა. ეს უკანასკნელი სწრაფ და მძლავრ ქლაუდ გამოთვლებს უზრუნველყოფს და DigitalOcean-ს სჭირდება მისი ინფრასტრუქტურა, რათა მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) უკეთესი ინსტრუმენტები შესთავაზოს. AI დიდ გამოთვლით სიმძლავრეს საჭიროებს და ამ ამოცანას Paperspace-ის გრაფიკული დამუშავების ერთეულები (GPU) უმკლავდება.

არსებობს მიზეზი, რის გამოც ინვესტორებს DigitalOcean-ის მიერ Paperspace-ის შეძენის ფაქტი მოსწონთ. ეს კომპანიები მსგავსია — ორივე მათგანი მცირე და საშუალო ბიზნესებს ქლაუდ გამოთვლით მომსახურებას სთავაზობს. ასე რომ, ამ გარიგების შედეგად, DigitalOcean თავის მომხმარებელთა ბაზას გაზრდის და კომპანიას შეუძლია, Paperspace-ის მომხმარებლები სხვა პროდუქტებითაც დააინტერესოს.

DigitalOcean

უფრო მეტიც, DigitalOcean-ს პოზიტიური თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გააჩნია და მენეჯმენტი მოელის, რომ წელს ეს მაჩვენებელი $150 მილიონს მიაღწევს. ამიტომ, კომპანიას ამ ნაბიჯის გადასადგმელად საკმარისი ფულადი რესურსები გააჩნია. აღსანიშნავია, რომ გარიგება სრულად ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას გულისხმობს, რაც Paperspace-ის აქციონერებისთვის უფრო კომფორტული არჩევანია.

თუმცა, კომპანიების შეძენის საშუალებით ზრდის სტრატეგია არც ისე მარტივია. ერთი წლის წინ DigitalOcean-მა Cloudways-ის შესაძენად $350 მილიონი დახარჯა. ინვესტორები ჯერ კიდევ აფასებენ ამ გარიგებას და ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ DigitalOcean, კომპანიების შეძენის სტრატეგიით, ღირებულებას ქმნის.

ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი იქნება შემოსავლების ზრდა. იდეალურ შემთხვევაში, ეს შენაძენები DigitalOcean-ის ზრდის ტემპს დააჩქარებს და მენეჯმენტი მოელის, რომ Paperspace-ის შემთხვევაში ეს 2024 წელს მოხდება. თუ მომავალ წელს კომპანიის ზრდის ტემპი შენელდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მენეჯმენტი ნაღდ ფულს კარგად ვერ განკარგავს. თუმცა, ინვესტორებს, დასკვნების გამოტანამდე, ლოდინი მოუწევთ.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved