• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 27, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე საინტერესო სიახლეები გავრცელდა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Home Depot, Tesla, Meta Platforms, Lucid და Carnival.

Home Depot

გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, Home Depot-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. ბაზრის გახსნამდე, Gordon Haskett-ის ანალიტიკოსმა — ჩაკ გრომმა Home Depot-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $300-დან $315-მდე გაზარდა. ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ-ერთი იყო უკანასკნელ პერიოდში ანალიტიკოსების მიერ სამიზნე ფასების გაზრდის სერიიდან. დადებითი შეფასებები კი მოჰყვა Home Depot-ის მიერ ივნისის შუა რიცხვებში გამოქვეყნებულ განახლებას, რომელშიც კომპანიის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა არსებული მითითებები მთელი ფისკალური 2023 წლისთვის.

Home Depot

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში კვლავ მოელიან გაყიდვების შემცირებას და გასულ წელთან შედარებით ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 2%-5%-იან კლებას, ასევე EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) 7%-13%-ით შემცირებას, მენეჯმენტის თქმით, აშშ-ის მთლიანმა ბაზარმა ზრდა უნდა განაგრძოს.

გარდა ამისა, Jefferies-ის ანალიტიკოსმა — ჯონათან მატუშევსკიმ Home Depot-ის აქციების სამიზნე ფასი $337-დან $349-მდე გაზარდა. კოლეგის — ჩაკ გრომის მსგავსად, კომპანიის აქციებს მანაც ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა.

Tesla

გუშინ ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 123%-ით არის გაზრდილი.

კვირას ღამით Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — მარკ დილენიმ Tesla-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, თუმცა სამიზნე ფასი $185-დან $248-მდე გაზარდა. ეს ზრდა, როგორც ჩანს, განპირობებულია იმით, რომ ანალიტიკოსი არეგულირებს თავის სამიზნე ფასს მკვეთრი მატების შემდეგ, რათა აქციების მიმდინარე ფასი ასახოს. ანალიტიკოსმა განაცხადა: „ჩვენი შეხედულების ცვლილების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი აზრით, ბაზარი ახლა გადამეტებულად აფასებს კომპანიის აქციებს გრძელვადიანი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ რთულ საფასო გარემოს ახალი მანქანებისთვის, რაც, ვფიქრობთ, წელს Tesla-ს საავტომობილო (კორექტირებულ) მთლიან მარჟაზე ზემოქმედებას განაგრძობს“.

Tesla

გარდა ამისა, გასულ კვირას Barclays-ის ანალიტიკოსმა — დენ ლევიმ Tesla-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, თუმცა სამიზნე ფასი $220-დან $260-მდე გაზარდა. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა Tesla-ს აქციების ფასის ბოლოდროინდელ მკვეთრ ზრდას და თქვა, რომ მატება, ახლოვადიან საფუძვლებთან შედარებით, ზედმეტად მკვეთრი იყო. იგი Tesla-ს მოკლევადიან წარმადობაზე პოტენციურად ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებად მარჟებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას და მოთხოვნის მერყეობას ასახელებს. დენი ელექტრომობილების მწარმოებლის გრძელვადიან პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა მას აქვს კითხვები ავტომობილების ბოლო ფასდაკლებასთან დაკავშირებით და აინტერესებს, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება მარჟებზე. ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში Tesla ბაზარს დაახლოებით 455,000 ავტომობილს მიაწვდის. თუმცა იგი, გაურკვეველი მაკროეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, მარაგების დონის ზრდასაც მოელის.

Meta Platforms

გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა ტექნოლოგიური აქციების ფართო გაყიდვის შესაბამისად და მას შემდეგ, რაც კომპანიამ ახალი VR გამოწერის სერვისი წამოიწყო, რომელმაც, როგორც ჩანს, ინვესტორებში აღფრთოვანება ვერ გამოიწვია.

დიდი სიახლე იყო Meta-ს ახალი VR გამოწერის სერვისის, Meta Quest+-ის გამოშვება, რომელიც თვეში $7.99 ან წლიურად $59.99 ღირს. სანაცვლოდ, გამომწერები მიიღებენ ორ შერჩეულ ვირტუალური რეალობის თამაშს ყოველთვიურად სათამაშოდ. Meta გვთავაზობს სერვისის წახალისებას სულ რაღაც $1-ად თვეში 31 ივლისამდე.

Meta Platforms

ეს ნაბიჯი წარმოადგენს Meta-ს უახლეს ბიძგს Quest VR მოწყობილობებზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით. ამ თვის დასაწყისში Meta-მ თავისი Quest 2 მოწყობილობების ფასი $300 დოლარამდე შეამცირა და განაცხადა, რომ მომავალი Quest 3-ის ფასი ამ შემოდგომაზე $500-დან დაიწყება.

გარდა ამისა, Meta-მ უოლ სტრიტის ანალიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ლოიდ უოლმსლიმ UBS-დან კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $300-დან $335-მდე გაზარდა. ამასთან, მან Meta-ს აქცია საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობებს შორის დაასახელა.

პარასკევს, Roth MKM-ის ანალიტიკოსმა — როჰიტ კულკარნიმ Meta ასევე საუკეთესოებს შორის დაასახელა და სამიზნე ფასი $255-დან $315-მდე გაზარდა.

Lucid Group

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ძვირადღირებული ელექტრო სედანების მწარმოებლის — Lucid Group-ის აქციების ფასი დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა.

Lucid-მა გუშინ დილით გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია Aston Martin-ს მიაწვდის ელექტრობატარეებს და დამუხტვის სისტემებს. გრძელვადიანი გარიგების (პერიოდი უცნობია) ღირებულება $450 მილიონს შეადგენს, რომელსაც Aston Martin ნაღდი ფულისა და საკუთარი აქციების საშუალებით გადაიხდის. ტექნოლოგია გამოიყენება Aston Martin-ის პირველი სრულად ელექტრო მანქანის განვითარების მხარდასაჭერად, რომლის დებიუტი 2025 წელს იგეგმება.

Lucid Group

მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექნოლოგიების კონკურენტისთვის ლიცენზირებამ შეიძლება პოტენციურად შეამციროს Lucid-ის Air EV-ების მიმზიდველობა, ახალი პარტნიორობა მთლიანობაში, ალბათ, აქციონერებისთვის პოზიტიური სიახლეა. ტექნოლოგიის ლიცენზირება Lucid-ისთვის უზრუნველყოფს მაღალი მარჟის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და შესაძლებელია, რომ Aston Martin-თან პარტნიორობამ მომავალში განვითარება განაგრძოს.

Carnival Corporation

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, საკრუიზო კომპანიამ — Carnival Corporation-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 83%-ზე მეტით არის გაზრდილი.

Carnival Corporation-ის კვარტალურმა შემოსავალმა $4.9 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.78 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.31 (პროგნოზი — $0.34).

Carnival

Carnival-ი მენეჯმენტი ამბობს, რომ კრუიზებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება და კვარტალში განხორციელებულმა ჯამურმა ჯავშნებმა ყველა დროის ახალ მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა კომპანია ფასებს ზრდის.

თუმცა, მენეჯმენტი ჯერ კიდევ არ პროგნოზირებს მოგებას მთელი წლის განმავლობაში და ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ კომპანია სავარაუდოდ დაკარგავს ფულს 2023 წელს — დაახლოებით $0.30-ს თითო აქციაზე. მაგრამ თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, კომპანია მალე მომგებიანობას უნდა დაუბრუნდეს.

წინა

რას ნიშნავს ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება?

შემდეგი

საინტერესო ფაქტები ჩარლი მანგერის შესახებ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინტერესო ფაქტები ჩარლი მანგერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჩარლი მანგერის შესახებ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved