რა მოხდა?
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ფასდაკლების საცალო ქსელმა — Dollar General-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 19%-ზე მეტით შემცირდა და 52-კვირიან მინიმუმს მიაღწია.
და რა?
პირველ კვარტალში, Dollar General-ის წმინდა გაყიდვები წლიდან წლამდე 6.8%-ით — $9.3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.47 მილიარდი), მაგრამ ეს დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაში 212 ახალი მაღაზია გახსნა. შედარებისთვის, ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) იმ მაღაზიებში, რომლებიც უკვე მინიმუმ 13 თვეა გახსნილია, მხოლოდ 1.6%-ით გაიზარდა.
შემოსავლის მატება თვალსაჩინოა, რადგან ამას ფასების ზრდამ შეუწყო ხელი. ამის საპირისპიროდ, Dollar General-ში ტრაფიკი შემცირდა და ეს პრობლემაა.
Dollar General არ გამოიმუშავებს უფრო მეტ მოგებას ფასების გაზრდით; კომპანია უბრალოდ ცდილობს, ინფლაციის დონე დააბალანსოს. ტრაფიკის შემცირების შედეგად კი მაღაზიები ნაკლებად მომგებიანია. Dollar General-ის განზავებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $2.34 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.39). ეს მაჩვენებელი თითქმის 3%-ით შემცირდა მიუხედავად წმინდა გაყიდვების 6.8%-იანი ზრდისა.
ახლა რა?
Dollar General-ის მენეჯმენტი პირველი კვარტალში ტენდენციების გაგრძელებას მოელის. მან comps-ის პროგნოზი მინიმუმ 3%-იანი ზრდიდან 1%-2%-მდე შეამცირა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ფისკალური 2023 წლის EPS შეიძლება დაახლოებით 8%-ით შემცირდეს, როცა მანამდე მინიმუმ 4%-იანი მატება იყო მოსალოდნელი.
იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი არ მუშაობს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, ფისკალურ 2023 წელს მენეჯმენტი აქციების გამოსყიდვას არ გეგმავს. შედარებისთვის, გასული წლის განმავლობაში Dollar General-მა $2.7 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა. ამასთან კომპანია გახსნის უფრო ნაკლებ ახალ ლოკაციას, ვიდრე ადრე დაგეგმილი იყო.