რა მოხდა?
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, The Children’s Place-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 21%-ზე მეტით შემცირდა.
საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების საცალო ვაჭრობის კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 11.2%-ით — $321.6 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $338.46 მილიონი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე $2 შეადგინა (პროგნოზი — $1.83).
და რა?
ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) დაახლოებით 8%-ით დაიკლო. წლიდან წლამდე ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მთლიანი მოგების მარჟა 39.2%-დან 30%-მდე.
The Children’s Place-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური წინააღმდეგობები ემუქრება და მომხმარებლები ხარჯებს ამცირებენ. ამ ზეწოლის საპასუხოდ, ხელმძღვანელობამ 2023 წლის პროგნოზები შეამცირა.
ახლა რა?
The Children’s Place-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში EPS (მოგება თითო აქციაზე) $1-$1.5-ს მიაღწევს, ხოლო შემოსავალი — $1.575-$1.59 მილიარდს. ეს წარმოადგენს არსებით კლებას კომპანიის წინა პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც, შესაბამისად, $2.50-$3-ს და $1.62-$1.66 მილიარდს შეადგენდა. გარდა ამისა, ახალი მოლოდინები ბევრად ჩამოუვარდებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს: EPS-ს — $2.34; შემოსავალი — $1.65 მილიარდი.
მოსალოდნელია, რომ ბიზნესის წარმადობა მიმდინარე კვარტალში არასახარბიელო იქნება, მაგრამ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდება.