• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

მარტი 30, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ Amazon-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა, როგორც ჩანს, იმ ცნობების საფუძველზე, რომ კომპანია გასაოცარ შენაძენს გეგმავს.

The Intersect-ის მოხსენების თანახმად, Amazon-ის დამფუძნებელმა — ჯეფ ბეზოსმა AMC Entertainment Holdings-ის, მსოფლიოში უდიდესი კინოთეატრების ქსელის, შესყიდვის შესაძლებლობის გამოსაკვლევად მრჩევლებს მოუხმო.

და რა?

მოხსენების თანახმად, Amazon AMC-ის 600 კინოთეატრს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ხედავს, როგორც შესანიშნავ შესაძლებლობას, სადაც ელექტრონული კომერციის გიგანტს შეუძლია Amazon Prime წევრობის პროგრამას, ტექნოლოგიურ გაჯეტებს, სასურსათო პროდუქტების მიწოდებას და სხვა პროდუქტებს მარკეტინგი გაუწიოს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კინოთეატრებს ასევე გააჩნია პოტენციალი, შეაგროვოს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები თეატრის მაყურებლების პრეფერენციების შესახებ.

AMC საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $2.5 მილიარდს შეადგენს, მაგრამ კომპანიას ბალანსზე $5 მილიარდზე მეტი დავალიანება აქვს და ბიზნესს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც პანდემია დაიწყო.

Amazon Stock

ახლა რა?

ფიზიკური ლოკაციების მქონე უზარმაზარი ბიზნესის შეძენა Amazon-ისთვის შეიძლება უჩვეულო ჩანდეს, მაგრამ კომპანიამ 2017 წელს თითქმის $14 მილიარდი დახარჯა Whole Foods-ის შეერთებაზე და მას შემდეგ დაინტერესდა გასართობი ობიექტებით. შარშან Amazon-მა $8.5 მილიარდი გადაიხადა MGM Studios-ისთვის, ისეთი ფრენჩაიზის პროდიუსერისთვის, როგორიც არის ჯეიმს ბონდის ფილმები და, ამასთან, აგრესიულად ხარჯავს Amazon Prime Video-ზე.

ბეზოსი დიდი ხანია განიხილავს ვიდეო გართობას, როგორც კომპანიის პრიორიტეტს. იგი თვლის, რომ Prime Video მომხმარებლებს Amazon-ზე მეტის დახარჯვისკენ უბიძგებს.

Amazon-ს არასოდეს ეშინია ექსპერიმენტების. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ბეზოსი განიხილავს აქციების ფასის კიდევ უფრო შემცირებამდე ლოდინს ან კინოთეატრის აქტივების გაკოტრების შემდეგ ყიდვას.

იმის გამო, რომ Amazon ორიენტირებულია ხარჯების შემცირებაზე, ფოკუსირება ისეთ ინდუსტრიაზე, როგორიცაა კინოთეატრები, უცნაურია, მაგრამ აქ შეიძლება გარკვეული სტრატეგიული ღირებულება იმალებოდეს. სავარაუდოდ, უფრო მეტს გავიგებთ უახლოეს კვირებში, თუ გარიგების ნიშნები გამოიკვეთება.

წინა

5 ძირითადი რჩევა აქციებში სწორად ინვესტირებისთვის

შემდეგი

საუკეთესო წიგნები დამწყები ინვესტორებისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საუკეთესო წიგნები დამწყები ინვესტორებისთვის

საუკეთესო წიგნები დამწყები ინვესტორებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved