რა მოხდა?
2023 წლის პოზიტიურად დაწყების შემდეგ, ელექტრომობილების (EV) ჩინური მწარმოებლის — Nio-ს აქციების ფასი იანვრის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით 30%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, გუშინ ეს მაჩვენებელი თითქმის 6%-ით გაიზარდა.
და რა?
Nio-ს მენეჯმენტმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანიამ თებერვალში 12,000-ზე მეტი მანქანა გადაზიდა, რაც თითქმის ორჯერ აჭარბებს ერთი წლის წინანდელ შედეგს. მათგან 7,000-ზე მეტი იყო სედანი, რომელიც Nio-მ გასულ წელს გამოუშვა.
თუმცა მენეჯმენტი პირველ კვარტალში მხოლოდ 31,000-33,000 ავტომობილის მიწოდებას პროგნოზირებდა, რაც მეოთხე კვარტლის 40,000-დან საგრძნობი ვარდნაა. ზოგიერთი ინვესტორი, როგორც ჩანს, Nio-ს აქციების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო Barron-ის ანგარიში გასული კვირის ბოლოს, რომელიც ხაზს უსვამდა ჩინეთში დაფუძნებული ელექტრომობილების მწარმოებლების, მათ შორის Nio-ს სიძლიერეს.
ახლა რა?
Barron-ის მოხსენებაში მოყვანილია ინტერვიუ Wedbush-ის ანალიტიკოსთან — დენ აივსთან, რომელშიც მან განაცხადა, რომ BYD-ს, Tesla-ს, Nio-ს, Xpeng-სა და ელექტრომობილების სხვა მწარმოებლებს შრის ჩინეთში ბაზრის წილის მოსაპოვებლად მწვავე კონკურენცია მიმდინარეობს.
ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბავი Nio-ს ინვესტორებისთვის. ძლიერი კონკურენცია ნიშნავს, რომ წარმატებულ კომპანიებს მოუწევთ ეფექტიანობაზე ორიენტირება და ფასების ომების პოტენციალი არსებობს. თუმცა ეს ასევე არის ისეთი კომპანიების ზრდის აღიარება, როგორიცაა Nio, რომელმაც შარშან ბაზარს 120,000-ზე მეტი ელექტრომობილი მიაწოდა. ასე რომ, მას აღარ უნდა ეწოდოს დამწყები კომპანია.