რა მოხდა?
ხუთშაბათი მრავალი აქციისთვის აღმოჩნდა რთული დღე და მათ შორის იყოს Alphabet-იც. გუშინ კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა და ამის მიზეზი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უბრალოდ ბაზრის განწყობა. ცნობილი გახდა, რომ Alphabet-ის საკვანძო ბიზნეს დანაყოფის მრავალწლიანი სტაჟის მქონე ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს.
და რა?
ადამიანი, რომელიც კომპანიიდან მიდის არის სიუზან ვოიჩიცკი, Alphabet-ის YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ვოიჩიცკის წასვლა კომპანიაზე ნამდვილად დიდ გავლენას იქონიებს. ის Alphabet-ის დამფუძნებლების — ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მეგობარია და კომპანიაში 1999 წლიდან მუშაობს, როგორც მისი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი. სიუზანი YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი 2014 წლის თებერვალში გახდა.
თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც YouTube-ის კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა, ვოიჩიცკი წერს, რომ ის ტოვებს YouTube-ს, რათა ფოკუსირდეს ოჯახზე, ჯანმრთელობასა და პირად პროექტებზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ დაამატა, რომ Alphabet-ისა და Google-ის მრჩეველი იქნება.
ახლა რა?
როგორც ჩანს, ახალ ხელმძღვანელობაზე გადასვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვოიჩიცკის, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, YouTube-ის პროდუქტის მთავარი ხელმძღვანელი — ნილ მოჰანი ცვლის, რომელიც ამ უკანასკნელ პოზიციაზე 2015 წლის ნოემბრიდან მუშაობს.
მანამდე ის Google-ის ვიდეო რეკლამების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ნილმა კომპანიაში მუშაობა 2008 წლის მარტში დაიწყო.