რა მოხდა?
სამშაბათს, მას შემდეგ, რაც Sotera Health-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მოაგვარა სასამართლო პროცესები, რომლებიც შვილობილი კომპანიის მიერ სავარაუდო არასათანადო მოქმედებამ განაპირობა, ინვესტორები კომპანიის აქციების მიმართ პოზიტიურად განეწყვნენ. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში Sotera Health-ის აქციების ფასი 115%-ზე მეტით გაიზარდა.
და რა?
Sotera-ს შვილობილი კომპანიის — Sterigenics-ის მიმართ ბრალდებებში ნათქვამია, რომ ის პასუხისმგებელი იყო ეთილენის ოქსიდის გამონაბოლქვის გამოყოფაზე, რამაც ილინოისის ქარხნის მახლობლად მცხოვრებთა ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა.
სპეციალიზებული ჯანდაცვის კომპანია თითქმის ყველა მოსარჩელეს მთლიანობაში $408 მილიონს გადაუხდის და სანაცვლოდ იგი არ აიღებს საკუთარ თავზე რაიმე პასუხისმგებლობას.
კომპანია ასევე არ იქნება ვალდებული აღიაროს, რომ გამონაბოლქვმა საფრთხე შეუქმნა უახლოეს არეალში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ტრაგიკულ სიტუაციაში ნამდვილად არავინ იმარჯვებს, შეთანხმება გარკვეულწილად აკმაყოფილებს როგორც ბრალმდებლებს, ასევე ბრალდებულს.
ახლა რა?
Sotera-ს აქციების შეფასებისას ორმა ანალიტიკოსმა განვითარებული მოვლენები გაითვალისწინა. ლუკ სერგოტმა Barclays-დან კომპანიის აქციების გაყიდვის რეკომენდაცია ყიდვით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი ასევე მკვეთრად — $6-დან $22-მდე გაზარდა.
ანალოგიური ნაბიჯი გადადგა Wolfe Research-ის ანალიტიკოსმა — მაიკ პოლარკმა, Sotera-ს აქციებს $25-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა, ხოლო ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა.