• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, Morgan Stanley-ის პროგნოზები საბანკო სექტორთან დაკავშირებით

დეკემბერი 9, 2021
in სიახლეები
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, Morgan Stanley-ის პროგნოზები საბანკო სექტორთან დაკავშირებით
გაზიარება

ამერიკულმა მულტინაციონალურმა საინვესტიციო ბანკმა და ფინანსურმა კომპანიამ Morgan Stanley,თავისსავე რეიტინგში, ორი ბანკის მაჩვენებელი გაზარდა. ასევე ოპტიმისტური პროგნოზებიგამოაქვეყნა სხვა მოთამაშეებთან მიმართებაში.

ფინანსური ინსტიტუტის ანალიტიკოსების განცხადებით, სექტორი, მალე, დიდი ალბათობით, საპროცენტო განაკვეთების მატების საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.

მიუხედავად, იმისა რომ COVID-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენამ, ფინანსურ წრეებში დიდი შფოთვა გამოიწვია და შედეგად, ბანკების აქციებზე ფასი დაეცა, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი ბეტსი გრასეკი კლიენტებს ურჩევს, „შეიძინონ ბანკის აქციების კლება“.

რას ნიშნავს ეს?

„ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ეს ფილმი. ვირუსი არსად მიდის, მაგრამ მეცნიერები ქმნიან ვაქცინებს მის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ „ომიკრონისთვის“ ახალი ვაქცინა გახდება საჭირო, Pfizer-ისა და Moderna-ს წარმომადგენლების თქმით, მის წარმოებას (2022 წლის) პირველ კვარტალში, ბაზარზე გამოტანასა და გავრცელებას კი მეორე კვარტალში შეძლებენ. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ეკონომიკური კუთხით, ეს გამოიწვევს ზრდის ტემპის კლებას და არანაირი „ლოქ დაუნი“ (აშშ-ში) აღარ იქნება“.

ბეტსი გრასეკის თქმით, ბანკებმა, მზარდი [საპროცენტო] განაკვეთების პერიოდში, ყველაზე დიდი ზრდა აჩვენეს, ვიდრე S&P 500 SPX-ში შემავალმა ნებისმიერმა სექტორმა.

გარდა ამისა, ანალიტიკოსის თქმით, საბანკო სექტორი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ჩვენა საუკეთესო შედეგები, რეალური შემოსავლების ზრდის პერიოდში. გრასეკი ამბობს, დაახლოებით, 25 საბაზისო პუნქტით საპროცენტო საკომისიოს მომატება, ბანკებს, ერთ აქციაზე, 1.5%-იან ზრდას მისცემს.

Fed-ის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია განაკვეთის ზრდა 1/4 პუნქტზე მეტით.

ბეტსი გრასეკის თქმით,Well Fargo, დაბალი შეწონილობიდან, თანაბარ შეწონილობამდე გაიზარდა და მისი საფასო ტარგეტი $61 გახდა.  ასევე თანაბარ წონამდე გაიზარდა Goldman Sachs Group Inc, რომლის ფასის ტარგეტი, მოცემული მომენტისთვის, $479-ია.

ამავდროულად, გრასეკის თქმით, რეიტინგში იკლო  Citigroup Inc-ის პოზიციებმა და ჭარბი წონიდან, თანაბარ წონამდე დაიწია, შედეგად, მისი ფასის ტარგეტი $82-ით განისაზღვრა.

იგივე შეფასება მისცა  Bank of New York Mellon Corp-ს, რომელიც თანაბარ წონაზე დავიდა, სამიზნე ტარგეტით $59.

ბეტსი გრასეკი ამბობს, რომ  Morgan Stanley უპირატესობას Synchrony Financial-სა და Capital One-ს ანიჭებს, რადგან მათი სავაჭრო ფასისა და მოგების კოეფიციენტის თანაფარდობა მინიმალურ ზღვარს უახლოვდება, რამდენადაც მოსალოდნელია კრედიტების ზრდა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთების მატებას, „აშკარა გამარჯვებულები“ არიან Wells Fargo და State Street, როგორც ანალიტიკოსი ამბობს „მათი კურსის სენსიტიურობისა და მიმზიდველი შეფასებების  გათვალისწინებით.

ბეტსი გრასეკი  Wells Fargo-ს აქციებზე ფასების 28% -იან, State Street-ის აქციებზე კი 42%-იანი ზრდის პოტენციალს ხედავს.

რაც შეეხება კომერციული კრედიტების ზრდას, Morgan Stanley-ის  ყურადღება  Regions Financial-მა მიიქცია, რომელიც უმეტესწილად, კომერციულ და სამრეწველო კრედიტებზეა დამოკიდებული.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს აქტივების ლიმიტების მოხსნისა და და შემდგომი მარეგულირებელი ქმედებების რისკები, მაღალი ტარიფები ამ რისკების ალბათობას ამცირებს“, – ამბობს Wells Fargo-ს შესახებ ბეტსი გრასეკი.

აღსანიშნავია, რომ Wells Fargo-ს აქციებმა (მათი ფასი) რამდენიმე დღის წინ, 4%-ით მოიმატა. 2021 წელს, ეს აქციები, ჯამში, 65%-ით გაიზარდა. S&P 500-ინდექსის მონაცემებით, დაფიქსირდა 22.1%-იანი ზრდა.

რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსის თქმით, Goldman Sachs-ის აქციები  2.5%-ით, Citigroup-ის აქციები კი  0.7%-ით გაიზარდა. ამავე დროს, BNY Mellon-მა 1.5%-იანი, PNC  1.7%-იანი მატება აჩვენა.

წინა

რა არის აქციები?

შემდეგი

რატომ უნდა იფიქროთ ინვესტირებაზე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს ინვესტიციას?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ უნდა იფიქროთ ინვესტირებაზე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს ინვესტიციას?

რატომ უნდა იფიქროთ ინვესტირებაზე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს ინვესტიციას?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved