რა მოხდა?
ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტების — Alibaba-სა და JD.com-ის აქციების ფასები გუშინ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებას გეგმავს. სამშაბათს როგორც Alibaba-ს, ისე JD-ის აქციების ფასმა 4%-ზე მეტით მოიმატა.
და რა?
ჩინეთის ეკონომიკას მთელი წელი აზარალებდა ქვეყნის „ნულოვანი-COVID“ პოლიტიკა, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების შეძლებისდაგვარად შეჩერება იყო. იგი მოიცავდა ფართომასშტაბიან ჩაკეტვას დიდ ქალაქებში, რამაც წელს ეკონომიკურ ზრდაზე ნამდვილად უარყოფითი გავლენა იქონია.
თუმცა ბოლო თვეებში ჩინეთის მთავრობამ, ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, ამ პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო.
გუშინ დილით ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანა შემომავალი მოგზაურებისთვის ნუკლეინის მჟავის ტესტის აღებისა და კარანტინის ვალდებულებას აუქმებს. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 8 იანვარს შევა.
ეს ზომები უფრო ფართო ღონისძიების ნაწილია, რომელიც COVID-ის პანდემიაზე ქვეყნის რეაგირების მართვას ისახავს მიზნად. ჩინეთი დაავადების კლასიფიკაციას A-დან B კლასამდე შეამცირებს. გარდა ზემოთ აღნიშნული წესების ცვლილებისა, შემსუბუქდება სხვა შეზღუდვებიც. ეს მოიცავს დაინფიცირებულების კონტაქტების მონიტორინგის აღმოფხვრას, აგრესიულ კარანტინს და რისკის ქვეშ მყოფი ზონების კლასიფიკაციას. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ, შეზღუდვების შემსუბუქების მიზნით, ჩინეთის მთავრობის მიერ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია.
ახლა რა?
ახლა, მიუხედავად ჩინეთში დაინფირებულთა რაოდენობიც ზრდისა, მთავრობა, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს და შეზღუდვების შემსუბუქებისკენ სრული სვლით მიიწევს. ეს, ალბათ, პოზიტიური ამბავია ინვესტორებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგი.
საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გახსნა, სავარაუდოდ, სარგებელს მოუტანს JD-სა და Alibaba-ს, რომლებიც ჩინეთის ორ ყველაზე ცნობილ ტექნოლოგიურ და ელექტრონული კომერციის კომპანიებს წარმოადგენენ.