• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Five Below-ის აქციების ფასი?

დეკემბერი 2, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Five Below-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

საცალო ვაჭრობის კომპანიის — Five Below-ს აქციების ფასი ხუთშაბათს მას შემდეგ გაიზარდა, რაც მენეჯმენტმა 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები და მეოთხე კვარტლის პროგნოზები წარადგინა. აღმოსავლეთის დროით 13:45 საათისთვის Five Below-ს აქციების ფასი 14%-ით იყო გაზრდილი.

და რა?

მესამე კვარტალში Five Below-მ $645 მილიონის ოდენობით წმინდა გაყიდვები გამოიმუშავა. ერთის მხრივ, ეს შესანიშნავია, წლის განმავლობაში შემოსავალი 6.2%-ით გაიზარდა და მენეჯმენტის ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზს — $619 მილიონს გადააჭარბა. მეორეს მხრივ, ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) — გადამწყვეტი მეტრიკა საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის კომპანიებისთვის  — გასულ წელთან შედარებით 2.7%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4.1%-ით დაეცა.

Five Below Stock

რაც შეეხება მოგებას, Five Below-ის მესამე კვარტლის შედეგები ასევე მოსალოდნელზე უკეთესი იყო, მაგრამ შარშანდელთან შედარებით შემცირდა. კომპანიამ $16.1 მილიონის ოდენობით წმინდა შემოსავალი გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ კვარტალში დაფიქსირებულ $24.2 მილიონზე საგრძნობლად ნაკლებია, მაგრამ მენეჯმენტის პროგნოზს — $4-$11 მილიონს ბევრად აღემატება.

ახლა რა?

ამ შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ Five Below-ის აქციების ფასი გუშინ ასე მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მოლოდინებთან არის დაკავშირებული. უოლ სტრიტის მოლოდინები შემცირდა, რადგან კომპანიის მენეჯმენტს მესამე კვარტლისთვის სუსტი პროგნოზები ჰქონდა. თუმცა, გადამწყვეტი სადღესასწაულო სეზონის დაწყებამდე Five Below-ის ძლიერი შედეგებმა ანალიტიკოსების დადებითი განწყობა და მათ მიერ აქციის სამიზნე ფასების გაზრდა გამოიწვია.

მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში გაყიდვები გაუმჯობესდა, რაც მეოთხე კვარტლისთვის იმედისმომცემი დასაწყისია. წმინდა გაყიდვებისთვის პროგნოზი $1,085-$1.11-ს მილიარდს შეადგენს. თუმცა, ამ ზრდას ახალი მაღაზიები გამოიწვევს, comps, სავარაუდოდ, გასულ წელთან შედარებით სუსტი იქნება.

ახლა, როდესაც შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა, Five Below-ს დასჭირდება 2023 წელს comps-ისა და მოგების ზრდა, თუ მენეჯმენტს აქციების ფასის ამაღლება სურს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Designer Brands-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Designer Brands-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Designer Brands-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved