• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Meta Platforms 11,000-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

ნოემბერი 10, 2022
in სიახლეები
Meta Platforms 11,000-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
გაზიარება

რა მოხდა?

Meta Platforms-ის აქციების ფასი ოთხშაბათ დილით მკვეთრად — 8.7%-ით გაიზარდა. აღმოსავლეთის დროით 13:00 საათისთვის ეს მაჩვენებელი 6.8%-ით იყო მომატებული.

სოციალური მედიის ტიტანისთვის ეს სასტიკი წელი იყო, მაგრამ გუშინ აქციების ფასის ზრდა განაპირობა კომპანიის გადაწყვეტილებამ, ხარჯების შესამცირებლად, კადრები გაათავისუფლოს.

Meta Platforms Stock

და რა?

Meta Platforms-ის წარმომადგენლებმა დააანონსეს, რომ გეგმავენ სამუშაო ძალა 11,000-ზე მეტი ადამიანით შეამცირონ, რაც კომპანიის თანამშრომლების დაახლოებით 13%-ს შეადგენს. აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში თქვა, რომ კომპანია თანამშრომლების შემცირებას თავისი ბიზნესის ყველა დონეზე გეგმავს და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად კადრების დაქირავებისა და ბიზნეს გუნდები დაზარალდება.

Meta-ს მენეჯმენტი ასევე გეგმავს საოფისე ფართის თანაზომიერ შემცირებას, ზოგიერთ შემთხვევაში პერსონალს სამუშაო მაგიდის გაზიარება მოუწევს, ამასთან, ახალი კადრების აყვანის პროცესის არსებული გაყინვა 2023 წლის დასაწყისამდე გახანგრძლივდება.

„ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს“ – წერს ცუკერბერგი თანამშრომლებს და თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ ფიქრობდა, პანდემიასთან დაკავშირებული ამაღლებული ონლაინ აქტივობა მომავალშიც გაგრძელდებოდა. „სიტუაცია არასწორად შევაფასე და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.“

Meta-ს მენეჯმენტმა ასევე დააანონსა კომპენსაცია, რომელსაც კომპანია გათავისუფლებულ თანამშრომლებს გადაუხდის — მინიმუმ 16 კვირის ანაზღაურება და დამატებით ორ კვირის ანაზღაურება ყოველი ნამუშევარი წლისთვის. კომპანია ასევე გეგმავს დაზარალებული თანამშრომლებისა და მათზე დამოკიდებული პირების ჯანდაცვის ხარჯების დაფარვას ექვსი თვის განმავლობაში.

ახლა რა?

ჭორები თანამშრომლების გათავისუფლებასთან და სხვა ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც Meta-ს მენეჯმენტმა შეიძლება მდგომარეობის გამოსასწორებლად გადადგას, კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი ჯერჯერობით 70%-ით არის შემცირებული.

ეკონომიკურმა გაურკვევლობამ და მიმდინარე bear market-მა Meta ძალიან დააზარალა, მაგრამ ოპტიმისტური განწყობის მიზეზებიც არსებობს. Meta-მ დახურა 2021 წელი, როგორც სიდიდით მეორე ციფრული რეკლამის განმთავსებელმა, რომელიც მსოფლიო რეკლამის ბაზრის დაახლოებით 24%-ს აკონტროლებს. ის არის მეორე მხოლოდ Alphabet-ის Google-ის შემდეგ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დომინანტური მდგომარეობა შეიცვალოს. ხარჯების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Tripadvisor-ის აქციების ფასი?

შემდეგი

საინვესტიციო ანგარიში — ყველაფერი სწრაფად და მარტივად!

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო ანგარიში  — ყველაფერი სწრაფად და მარტივად!

საინვესტიციო ანგარიში — ყველაფერი სწრაფად და მარტივად!

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved