რა მოხდა?
გუშინ Shopify-ის პერსპექტივების შესახებ ანალიტიკოსებს შორის დუელი შედგა და, ინვესტორების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ დაპირისპირებაში პესიმისტურად განწყობილმა ანალიტიკოსებმა გაიმარჯვეს. ელექტრონული კომერციის სერვისების პროვაიდერის აქციების ფასი დღეში 1.3%-ით დაეცა, რაც ძალიან ახლოს იყო S&P 500 ინდექსის 1.7%-იან კლებასთან.
და რა?
მოდით, ყურადღება პირველ რიგში ოპტიმისტურ პერსპექტივაზე გავამახვილოთ. სამშაბათს, RBC Capital-ის პოლ ტრეიბერმა კვლავ გაუსვა ხაზი თავის დადებით დამოკიდებულებას კომპანიის პერსპექტივის მიმართ და მისი ფასის სამიზნე $60 იყო.
თავის ბოლო კვლევით ჩანაწერში, ტრეიბერმა დაახასიათა Shopify, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ზრდის ისტორია. მან აღნიშნა, რომ სერვისები, როგორიცაა Shopify Plus, Pay და POS, განაგრძობს ზრდას კომპანიის საფუძვლების სასარგებლოდ.
მის კოლეგას Morgan Stanley-ში, კეიტ ვაისს, განსხვავებული აზრი აქვს. სამშაბათს, განახლებისას, ვაისმა Shopify-ის აქციის ფასის სამიზნე $40-მდე შეამცირა. ადრე ეს მაჩვენებელი $44 დოლარს შეადგენდა. როგორც ჩანს, ის მაინც გულგრილად არის ამ აქციის მიმართ განწყობილი, რადგან თავისი ნეიტრალური რეკომენდაცია შეინარჩუნა.
ვაისმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ შეკვეთების შესრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და თქვა: „ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ შეკვეთების შესრულების სისტემის მშენებლობა, სავარაუდოდ, მხოლოდ დასაწყისია მრავალი მილიარდი დოლარის საინვესტიციო ციკლისა, რომელიც იქნება რთული გზა მნიშვნელოვანი საოპერაციო მომგებიანობისკენ“.
ვაისი, ნაცვლად Shopify-ის ბიზნესის ზრდის პერსპექტივაზე ორიენტირებისა, ხაზს უსვამს მზარდ საფრთხეს კონკურენტი კომპანიისგან – Amazon-ისგან.
ახლა რა?
დღესდღეობით, მრავალი ინვესტორისთვის, გლობალური ეკონომიკის შესახებ არსებული ნეგატიური მოლოდინების გამო, ადვილია ტექნოლოგიური კომპანიის აქციის პერსპექტივებთან დაკავშირებით უფრო ნეგატიური ხედვის არსებობა. ინვესტორები აგრძელებენ სექტორის აქციების გაყიდვას, რადგან შიშობენ, რომ შენელებული ბიზნეს გარემო კომპანიების საფუძვლებს დააზარალებს. ეს შეშფოთება, რა თქმა უნდა, მართებულია, თუმცა, Shopify, გამძლე და მზარდი ელექტრონული კომერციის სფეროში მთავარ მოთამაშედ რჩება, ამიტომ, სავარაუდოდ, წინ უკეთესი დღეები გველის.