2021 წლის იმედგაცრუების შემდეგ, ქარის ენერგიის ინვესტორებს უკეთესი 2022 წლის იმედი ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთხელ, დასავლეთის წამყვანი მოთამაშეები, კერძოდ General Elecrtic Renewable Energy, Vestas და Siemens Gamesa ამ წელს მოგების საწყის პროგნოზს ვერ გაამართლებს. არის თუ არა ქარის ენერგიის ინდუსტრია არაინვესტირებადი?
ქარის ენერგიის სამი პრობლემატური საკითხი
2022 წლის გამოწვევები შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს. პირველი ის არის, რომ დეფიციტმა და მიწოდების ჯაჭვის საკითხებმა გლობალური ეკონომიკა გასული წლის განმავლობაში დაარღვია და ამან ნედლეულის ფასები გაზარდა.
ამ სამივე კომპანიას და უფრო ფართო ინდუსტრიულ სექტორს სჯეროდა, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემები (ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და ა. შ.) 2022 წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდებოდა. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა გაგრძელდა. ეს განსაკუთრებით პრობლემური საკითხებია ქარის ტურბინების მწარმოებლებისთვის, რადგან ამ მასიური სტრუქტურების აწყობა და ტრანსპორტირება თავისთავად ლოჯისტიკურ წარმატებებს წარმოადგენს.
მეორე, პოლიტიკური გაურკვევლობა არსებობს იმ საკითხის გარშემო, გაგრძელდება თუ არა წარმოების საგადასახადო ფასდაკლება (PTC) აშშ-ში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია GE Renewable Energy-სთვის, კომპანიის ძირითად ბაზარზე ზემოქმედების გამო.
მესამე, ბოლო წლებში ინდუსტრიაში ფასები ძალიან კონკურენტული იყო და მარჟები მთელი სექტორის მასშტაბით დაეცა. შედეგი იყო მზარდი ხარჯები, რომელიც ისედაც შემცირებულ მოგების მარჟაზე ზემოქმედებდა, ხოლო მოთხოვნა შემცირდა.
GE Renewable Energy, Vestas და Siemens Gamesa 2022 წელს
GE Renewable Energy: პროგნოზირებული იყო შემოსავლის დაბალი ერთნიშნა პროცენტული ზრდა და $500-$700 მილიონის მოცულობის ოპერაციული ზარალი. ახლა მოსალოდნელია, რომ პროგნოზები არ გამართლდება და, ამასთან, წლის მეორე ნახევარში მოგება აღარ გაიზრდება.
Vestas: პროგნოზი იყო €15-€16.5 მილიარდის მოცულობის შემოსავალი და EBIT (მოგება პროცენტების და გადასახადების გადახდამდე) მარჟა 0%-4% დიაპაზონში. მიმდინარე მოლოდინი კი შემდეგია: €14.5-€16 მილიარდის მოცულობის შემოსავალი და EBIT მარჟა 0%-დან უარყოფით 5%-მდე.
Siemens Gamesa: პროგნოზირებული იყო გაყიდვების 2%-7%-ით შემცირება და კორექტირებული EBIT მარჟა უარყოფით 1%-4% დიაპაზონში. განახლებული პროგნოზის მიხედვით, გაყიდვები 2%-9%-ით უნდა შემცირდეს, ხოლო EBIT მარჟამ უარყოფითი 5.5% უნდა შეადგინოს.
ცვლილება მოდის
აქ მთავარი არის ის, რომ 2022 წელს სამივე კომპანია ფულის დაკარგვას მოელის. Siemens Gamesa-ს იმედგამაცრუებელმა წარმადობამ Siemens Energy წაახალისა გაეკეთებინა ნაღდი ფულის სატენდერო შეთავაზება კომპანიის დარჩენილი 32.9%-ისთვის, რომელსაც Siemens Energy არ ფლობს. იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ის შეძლებს Siemens Gamesa-ს მდგომარეობის გაუმჯობესებას Siemens Energy-ში ინტეგრირებით, რითაც ხარჯებს შეამცირებს.
GE ასევე მოქმედებს თავისი მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებით. მენეჯმენტი ცდილობს კომპანიის შემცირებას, რათა მის საბოლოო ბაზარს მოერგოს, იყოს უფრო ორიენტირებული შერჩეულ გეოგრაფიულ ბაზრებზე და ახალი კონტრაქტების ფასწარმოქმნისას მეტი დისციპლინა გამოიჩინოს. 2022 წელს Vestas-მაც შეკვეთის მიღების ფასები გაზარდა.
GE-მ GE Power-ის (ძირითადად გაზის ტურბინები) ბიზნესი, რომელიც 2018 წელს წამგებიანი ბიზნესი იყო დღეს საკმაოდ მომგებიანად აქცია. ეს ერთ ღამეში არ მომხდარა და განაპირობა ფასებთან დაკავშირებით დისციპლინირებულმა მიდგომამ, მენეჯმენტის ეფექტური პრინციპების გამოყენებამ და კომპანიის ნაკლებად მომგებიანი კონტრაქტების თანდათან შემცირებამ. იგივე მეთოდებმა შეიძლება სარგებელი GE Renewable Energy-საც მოუტანოს.
რას უნდა ველოდოთ ქარის ენერგიისგან 2023 წელს?
ფასწარმოქმნისადმი ახალი მიდგომა მარჟებისთვის დადებითი ფაქტორია. მსოფლიო მიწოდების ჯაჭვის პრობლემების შემსუბუქებასთან ერთად, ამან შეიძლება უკეთესი 2023 წელი განაპირობოს.
თუმცა, მიწოდების ჯაჭვის ამ პრობლემების მოგვარებას და ხარჯების ზეწოლასთან გამკლავებას დრო დასჭირდება. ამ კომპანიების მარჟები, 2022 წელს მათ მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, აუცილებლად გაუმჯობესდება, მაგრამ მათ წინაშე არსებული პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა არ არსებობს.