• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამდენად შესაფერისი დროა ახლა აშშ-ის ბანკების აქციების შესაძენად?

აგვისტო 12, 2022
in სიახლეები
რამდენად შესაფერისი დროა ახლა აშშ-ის ბანკების აქციების შესაძენად?
გაზიარება

ივლისმა უკვე ჩაიარა და შეერთებული შტატების მსხვილი ბანკების უმეტესობამ უკვე წარადგინა კვარტალური ანგარიშები. შედეგები შერეული იყო, რადგან საბანკო სექტორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა პროგნოზებს აჯობა, ზოგიერთი კი პირიქით – ჩამორჩა მათ.

მოდით, გადავხედოთ ზოგიერთ ტენდენციას, რომელიც მეორე კვარტლის შედეგებმა წარმოშვა და გავიგოთ, რა ინფორმაციას გვაძლევს ის ინდუსტრიის შესახებ. რამდენად ღირს ამჟამად ბანკების აქციების შეძენა?

საპროცენტო შემოსავალი გაიზარდა

ბანკები თავიანთი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სესხებზე მიღებული პროცენტებით გამოიმუშავებენ, ამიტომ რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთები, მით უფრო მეტ წმინდა საპროცენტო შემოსავალს (NII – net interest income) გამოიმუშავებენ ისინი, თუ სასესხო აქტივობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება. საინტერესო მაჩვენებელია წმინდა საპროცენტო მარჟა (NIM – net interest margin), რომელიც ბანკების მიერ გაცემული სესხების პროცენტებს დეპოზიტებში გადახდილ პროცენტებს ადარებს. როდესაც NIM უფრო მაღალია, ბანკი უფრო მეტ პროცენტს იღებს, ვიდრე იხდის.

მეორე კვარტალში აშშ-ის ტოპ 100 ბანკს შორის, NII წელიწადში დაახლოებით 17%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით – 9%-ით, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად აგრესიულად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით არის გამოწვეული. NIM ერთი წლის წინ 2.2%-ს შეადგენდა, წინა კვარტალში კი 2.32%-ს. ახლა ამ მაჩვენებელმა 2.53%-ს მიაღწია, რაც, Ban Reg Data-ის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

Federal Reserve Board

ბანკებისთვის ეს ტენდენციები კარგია და როდესაც Fed მიანიშნებს, რომ ინფლაციის დონის შემცირებამდე (და შესაძლოა უფრო მეტხანს) განაკვეთების გაზრდას განაგრძობს, ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ბანკები მომავალ წელს და, შესაძლოა, მის შემდგომ პერიოდშიც, მეტ წმინდა საპროცენტო შემოსავალს გამოიმუშავებს.

რეცესიის გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა საპროცენტო შემოსავლის ტენდენცია დადებითია, მონეტის მეორე მხარე არის სასესხო აქტივობა. თუ ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილი განაკვეთების ან სუსტი ეკონომიკის გამო შენელდება, ეს მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება.

მარტივად რომ ვთქვათ, ბანკების აქციები ციკლურია. მათ დადებითი წარმადობა ახასიათებს მაშინ, როდესაც ეკონომიკა ძლიერია, რადგან ბიზნესი და მომხმარებლები უფრო მეტს სესხულობენ და ხარჯავენ, რეცესიის პირობებში კი ყველაფერი პირიქითაა.

ამჟამად აშშ იმყოფება ეკონომიკაში, რომელიც ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირდა, რადგან მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) პირველ კვარტალში 1.6%-ით დაიკლო, ხოლო მეორეში – 0.9%-ით. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ აშშ უკვე რეცესიაშია, თუმცა ეს დასკვნა ოფიციალური არ არის. ამის მიზეზი კი არის ის, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა წარსულ რეცესიებს არ ჰგავს, რადგან სამომხმარებლო ხარჯები კვლავ მყარია და 3.5%-ის ტოლი უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ბანკებს, სასესხო აქტივობა არ შენელებულა, სინამდვილეში, ბოლო კვარტალში მსხვილი ბანკების უმეტესობის სესხების ბალანსი ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის გაიზარდა. ყველაზე მეტად ბანკებზე, უპირველეს ყოვლისა, მსხვილ მეგაბანკებზე, გავლენა იქონია M&A (კომპანიების შერწყმა და შესყიდვა) აქტივობის შემცირებამ, ისევე როგორც მათი აქტივების მართვის ბიზნესის კლებამ საფონდო ბირჟის ვარდნიდან გამომდინარე.

რამდენად შესაფერისი დროა ახლა ბანკებში ინვესტირებისთვის?

ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ეკონომიკაა. ეკონომისტებს სხვადასხვა პროგნოზები გააჩნიათ, ბევრი მათგანი ამბობს, რომ რეცესიის ალბათობა 50%-ზე დაბალია. საყურადღებო ინდიკატორი არის ინფლაცია და ის ფაქტი, თუ რამდენად შედეგიანია Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის დონის შესამცირებლად.

ზოგადად, ეს კარგი დროა ბანკებში ინვესტირებისთვის, რადგან მათ ვარდნის ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში, სამუშაო ბაზარზე არსებული დადებითი ფაქტორებისა და ძლიერი სამომხმარებლო ხარჯების გათვალისწინებით, ნავიგაციის უნარი აჩვენეს.

გარდა ამისა, ამ bear market-ის დროს ბანკების აქციების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ მათი შეფასებები გაცილებით დაბალია, რაც განისაზღვრება ძირითადი მეტრიკებით, როგორებიც არის P/E (ფასი/მოგება) და P/B (ფასი/საბალანსო ღირებულება) კოეფიციენტები. იმავდროულად, მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა ბანკებს მეტი წმინდა საპროცენტო შემოსავალი უნდა მოუტანოს.

რა თქმა უნდა, ყველა ბანკი ერთნაირი არ არის, ასე რომ, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ.

წინა

3 მიზეზი Apple-ში ახლავე ინვესტირებისთვის

შემდეგი

რამდენად ღირს ინვესტირება თუ ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რამდენად ღირს ინვესტირება თუ ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება?

რამდენად ღირს ინვესტირება თუ ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved