სამშაბათს, 9 აგვისტოს საქართველოს ბანკი ონლაინ ვებინარს ატარებს, თემაზე „როგორ გავხდეთ აქციონერი“. G&T-ის საბროკერო მიმართულების უფროსი ანალიტიკოსი ნიკა მაზანაშვილი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი გახდეთ, როგორიცაა Tesla, Google, Microsoft და სხვა. ამასთანავე, გაიგებთ, როგორ უნდა ჩაატაროთ კვლევა ინვესტირებამდე და რა საინვესტიციო პროდუქტებში შეგიძლია თანხის დაბანდება.
ვებინარზე დასასწრებად კი წინასწარი რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ამისათვის ეწვიეთ ბმულს.