ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. მზარდი ურბანული საშუალო ფენისა და საოცარი სამეწარმეო აქტივობის წყალობით, მისი ეკონომიკა სიდიდით მეორე ადგილზეა. ნებისმიერ მოცემულ მომენტში ათეულობით ჩინური აქცია ხშირად საუკეთესო წარმადობის მქონე აქციებს შორის არის.
აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ასობით ჩინური კომპანიის აქციები მიმოიქცევა და ისინი დღესდღეობით გარკვეულ წინაღობებს აწყდება. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.
იმედის სტიმული
Bloomberg-მა 7 ივლისს განაცხადა, რომ ჩინეთი განიხილავს, ნება დართოს ადგილობრივ მთავრობებს გაყიდონ $220 მილიარდამდე ობლიგაციები, რათა ინფრასტრუქტურული ხარჯები დააფინანსონ. ამ ამბებმა მთელს მსოფლიოში ჩინური აქციების, ისევე, როგორც საქონლისა და აქტივების, მდგომარეობა გააუმჯობესა.
იმავდროულად, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ და 16-მა სხვა დეპარტამენტმა 7 ივლისს ერთობლივად გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც მხარს უჭერს ახალი ენერგიის ტრანსპორტის (NEV) შესყიდვებს და განიხილავს მათი გადასახადებისგან გათავისუფლების გაგრძელებას.
14 ივლისს, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Economic Daily-მ განაცხადა, რომ ჩინეთს, ახალი ენერგეტიკული მანქანების პოპულარიზაციისთვის, შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები სჭირდება. სამთავრობო საბჭომ დაადასტურა, რომ EV და plug-in ჰიბრიდული მანქანები მომავალ წელს, 29 ივლისის მოხსენების თანახმად, ავტომობილების შესყიდვის გადასახადებისგან გათავისუფლდება. ეს შეიძლება Li Auto-სთვის, BYD-ისთვის, Tesla-სთვის და სხვა მსგავსი კომპანიებისთვის ძალიან კარგი ამბავი იყოს.
თუმცა, ჩინეთის ეკონომიკას, გარკვეულწილად პრობლემები აქვს. ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ ოდნავ გაიზარდა. 28 ივლისს მთავრობამ 2022 წლისთვის ზრდის მიზნები დასახა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ახლა „საუკეთესო“ წარმადობისკენ ისწრაფვიან.
ჩინეთის ოფიციალური წარმოების ინდექსი ივნისის 50.2-იანი მაჩვენებლიდან ივლისში მოულოდნელად 49-მდე დაეცა. ანალიტიკოსები უმნიშვნელო ზრდას ვარაუდობდნენ 50.4-მდე.
2021 წლის ივლისთან შედარებით ქვეყნის 100 უძრავი ქონების დეველოპერების გაყიდვები 39.7%-ით შემცირდა, ივნისთან შედარებით კი – 28.6%-ით.
ზეწოლა ტექნოლოგიურ აქციებზე
ჩინეთის მთავრობამ ბოლო კვირების განმავლობაში განაცხადა, რომ ინტერნეტ პლატფორმებზე მასშტაბური ზეწოლა საბოლოოდ შემსუბუქდება. თუმცა, პეკინმა გასული წლის განმავლობაში მსგავსი განცხადებები, მხოლოდ მკაცრი ზომების, ზედამხედველობისა და ჯარიმების გასაძლიერებლად გაავრცელა.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, პეკინი ზეწოლას ახორციელებს Alibaba-ს დამფუძნებელ ჯეკ მაზე, რათა ის Ant-ში დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.
იმავდროულად, 29 ივლისს SEC-მა (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) Alibaba დაამატა იმ ჩინური აქციების მზარდ სიას, რომელიც შესაძლოა ლისტინგიდან წაიშალოს, თუ აშშ და ჩინეთი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას იმ ჩინური კომპანიების აუდიტის შესახებ, რომლებიც ნიუ-იორკის ბირჟაზე მიმოიქცევა.
კოვიდ შეზღუდვები გრძელდება
შანხაიმ 1 ივნისს ლოკდაუნი არსებითად დაასრულა. მაგრამ „ნულოვანი კოვიდ“ პოლიტიკისა და არასაკმარისად კარგი ვაქცინების ფონზე შეზღუდვები გრძელდება და ახალი ლოკდაუნი მუდმივ რისკს წარმოადგენს.
საუკეთესო ჩინური აქციები მრავალი ინდუსტრიის მასშტაბით
როგორც მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ ბაზარი, გასაკვირი არ არის, რომ ჩინური აქციები დიდი ზრდა ფოკუსირებულია ელექტრონულ კომერციაზე, შეტყობინებებზე ან მობილურ თამაშებზე. ჩინეთის ცნობილი ინტერნეტ აქციებია:
- Alibaba
- JD.com
- Pinduoduo
- Tencent
- Vipshop
- Baidu
- Tencent Music Entertainment
- NetEase
- Trip.com
- Dada Nexus
- Bilibili
- Joy
- KE Holdings
ელექტრომობილების მიმართულებით, მსოფლიოს უდიდეს ავტობაზარზე Tesla-ს სერიოზული კონკურენტი რამდენიმე ჩინური კომპანია ხდება:
- Nio
- Xpeng Motors
- Li Auto
- BYD Co
რამდენიმე ჩინური ფინანსური ან საბროკერო ფირმა გვხვდება აშშ-ის ბირჟების ლისტინგში:
- Futu Holdings
- Up Fintech Holding
- 360 DigiTech
- Noah Holdings
მზის ენერგიის მწარმოებელი ჩინური კომპანიები:
- Daqo New Energy
- JinkoSolar
განათლების სექტორი:
- New Oriental Education
- TAL Education
- 17 Education & Technology Group
- Gaotu Techedu