• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Disney კვლავ ძლიერი დივიდენდური აქციაა?

ივლისი 27, 2022
in სიახლეები
Disney კვლავ ძლიერი დივიდენდური აქციაა?
გაზიარება

როდესაც განსაზღვრავთ, არის თუ არა კომპანია კვალიფიცირებული, როგორც კარგი დივიდენდური აქცია, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: იხდის თუ არა კომპანია დივიდენდებს წლების განმავლობაში? შეძლო თუ არა მან გადახდების რეგულარულად გაზრდა? აქვს თუ არა კომპანიას ამ ზრდის გაგრძელების საშუალება?

Disney-მ 2020 წლის მაისში, პანდემიის პირველ დღეებში დივიდენდების გადახდა შეაჩერა და დღემდე არ განუახლებია. მიუხედავად იმისა, რომ, კომპანიის თემატური პარკებისა და სხვა ბიზნესების მიმართულებით შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, ეს გადაწყვეტილება იმ დროისთვის გასაგები იყო, საინტერესოა, შეძლებს თუ არა Disney, როგორც დივიდენდური აქცია, დიდების კვლავ მიღწევას.

მედია იმპერია

დისნეის იმპერია მოიცავს ღირებულ საკუთრებებს, მათ შორის ქსელებს, როგორიც არის ABC, Disney Channel და ESPN; სტრიმინგის სერვისებს, როგორიც არის Disney+, კინოსტუდიები და თემატური პარკებს.

როგორც მისი ბიზნესის ერთობლივი სიძლიერის დასტური, Disney-ის ფისკალური პირველი ნახევრის (დასრულდა 2 აპრილს) შემოსავალი 29%-ით – $41.1 მილიარდამდე გაიზარდა. იმის აღსანიშნად, თუ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდა კომპანია შარშანდელთან შედარებით, როდესაც კოვიდ-19-ის დაწყებამ მისი შედეგები დააზარალა, შევხედოთ კორექტირებულ განზავებულ მოგებას (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება) ერთ აქციაზე (EPS) იმავე პერიოდის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა და $2.14 შეადგინა.

დისნეის პერსპექტივებიც კარგად გამოიყურება. კომპანია მზად არის გამოუშვას პოპულარული ფილმების გაგრძელებები, ასევე, გაუმჯობესდა თემატურ პარკებში მომხმარებლების ხარჯვის მაჩვენებელი. კარგად მუშაობას მისი სტრიმინგ ბიზნესიც აგრძელებს. მეორე კვარტალში Disney+-ის ფასიანი აბონენტების რაოდენობა 33%-ით – $137.7 მილიონამდე გაიზარდა. ეს ხდება უფრო ინტენსიური კონკურენციის დროს. მაგალითად, თვის ბოლოს კვარტალში, Netflix-მა თითქმის 1 მილიონი აბონენტი დაკარგა.

Disneyland Park in Paris

როდესაც Disney-ის ფულადი სახსრების თავისუფალ ნაკადს (FCF) განვიხილავთ, უმჯობესია მთელ წელს გადავხედოთ, რადგან ის სეზონურობას გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში დარჩენა და ლოკდაუნი ბიზნესს ზიანს აყენებს, კომპანიამ გასულ წელს დაახლოებით $2 მილიარდის მოცულობის FCF გამოიმუშავა. თუმცა, ამ მაჩვენებელმა $3.6 მილიარდიდან კლება განიცადა.

დივიდენდების განახლება

სანამ დირექტორთა საბჭო 2020 წელს დივიდენდების გაცემას შეაჩერებდა, დისნეი ნახევარწლიურ გადახდებს ახორციელებდა. მას ასევე გადახდების რეგულარულად გაზრდის ისტორია ჰქონდა. 2012 წელს ის თითო აქციაზე წელიწადში $0.75-ს იხდიდა, გადახდების შეწყვეტამდე კი ეს მაჩვენებელი $1.76-ს აღწევდა.

Disney-ის მენეჯმენტმა ადრე განაცხადა: „გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მოველით, რომ დივიდენდები ჩვენი კაპიტალის განაწილების სტრატეგიის ნაწილი დარჩება.“ თუმცა ისინი არ მოელიან დივიდენდების გაცემის განახლებას მანამ, სანამ „უფრო ნორმალიზებულ გარემოს არ დავუბრუნდებით.“

კომპანიას გააჩნია კარგი ატრიბუტები, რომლებიც ინვესტორებს უდავოდ მიმზიდველად მიაჩნიათ. თუმცა, ფიქსირებული თარიღის ან დივიდენდების უახლოესი დაბრუნების დაპირების გარეშე, შემოსავალზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა ძლიერი დივიდენდური აქციების მოსაძებნად სხვა კომპანიებს უნდა მიმართონ.

სხვა შესაძლებლობები

ინვესტორებს, რომლებიც საუკეთესო დივიდენდურ აქციებს ეძებენ, შეუძლიათ დაიწყონ დივიდენდ არისტოკრატებით, S&P 500-ის წევრებით, რომლებიც დივიდენდებს ზედიზედ მინიმუმ 25 წლის განმავლობაში ზრდის. ასევე, მათ შეუძლიათ მიმართონ უფრო ელიტარულ ჯგუფს – დივიდენდ მეფეებს. ეს არის S&P 500-ის კომპანიები, რომლებმაც დივიდენდური ანაზღაურების გაზრდა მინიმუმ ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოახერხეს.

წინა

რატომ უნდა გვაინტერესებდეს კვარტალური ანგარიშები? – ნიკა მაზანაშვილი

შემდეგი

Hewlett Packard Enterprise-მა ფართო ბაზრის ზრდას გადააჭარბა — რა უნდა იცოდეთ?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Hewlett Packard Enterprise-მა ფართო ბაზრის ზრდას გადააჭარბა — რა უნდა იცოდეთ?

Hewlett Packard Enterprise-მა ფართო ბაზრის ზრდას გადააჭარბა — რა უნდა იცოდეთ?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved