პარასკევს [15 ივლისი] ფასების ზრდა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ აქციებისთვის გასული კვირა დადებით ზონად მივიჩნიოთ, რადგან Dow Jones Industrial Average და S&P 500 1%-ზე ნაკლებით დაეცა. ინდექსები რეკორდულ მინიმალურ მაჩვენებლებს დაშორდა, მაგრამ 2022 წლის განმავლობაში ისინი მაინც ნეგატიურ ტერიტორიაზე რჩება.
მეორე კვარტლის მოგების სეზონმა, შესაძლოა, დააჩქაროს ეს კლება ან, პირიქით, გაზარდოს ისინი, თუ ინფლაციის პირობებში მომხმარებელთა დანახარჯების შესახებ კარგი ამბები გაჟღერდება. ამის გათვალისწინებით, მოდით, გადავხედოთ კომპანიებს, რომლებიც ამ კვირაში კვარტალურ ანგარიშებს წარადგენს.
Netflix
Netflix-მა უოლ სტრიტი თავისი ბოლო კვარტალური ანგარიშით შოკში ჩააგდო და მოლოდინი არც ამ ანგარიშთან დაკავშირებით არის ბევრად უკეთესი.
სტრიმინგ ვიდეო გიგანტი მოელის, რომ გამომწერების რაოდენობა 2 მილიონით შემცირდება. ამ ვარდნის ნაწილი, შეიძლება, 2020 და 2021 წლებში მზარდი მიღწევების შემდეგ ზრდის დაღმასვლის ბრალი იყოს. თუმცა, ნეტფლიქსი, ასევე, კარგავს ბაზრის წილს უფრო იაფი ფასების მქონე კონკურენტებთან, რომლებიც ბაზარზე მომრავლდნენ.
ყურადღება მიაქციეთ, თუ რას იტყვიან თანააღმასრულებელი დირექტორი – რიდ ჰასტინგსი და მისი გუნდი კომპანიის ახალი, რეკლამით მხარდაჭერილი გაყიდვების მოდელზე, რომელიც ამჟამად მუშავდება. სამშაბათს [19 ივლისი] ასევე გავიგებთ, დაეხმარა თუ არა Stranget Things-ის ახალი სეზონი კომპანიას მეტი მომხმარებლების მოზიდვაში.
Domino’s
სახლში მიტანის მოთხოვნა იშვიათად იყო უფრო მაღალი, მაგრამ Domino’s ცდილობს, რომ თავის ბაზარზე მზარდი დარჩეს. პიცის მიწოდების ლიდერის წარმომადგენლებმა ბოლო მოხსენებაში განაცხადეს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე მხოლოდ მეორედ დაეცა, ნაწილობრივ, სივრცეში მზარდი კონკურენციის გამო.
ხუთშაბათის მოგების ანგარიში აჩვენებს, დაუბრუნდა თუ არა Domino’s სტაბილური ზრდის პროფილს ახლა, როდესაც წინა წლის პერიოდთან შედარება უფრო ადვილი ხდება. სწრაფი კვების ქსელი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ინდუსტრიაში, მისი, შედარებით, მცირე მაღაზიების წყალობით, რომლებიც წასაღებ შეკვეთებზე არის ორიენტირებულნი.
თუ გაყიდვების ტენდენციები დასტაბილურდება, კომპანიის აქციებმა, შესაძლოა, აღდგენა დაიწყოს. მაგრამ ეს გაუმჯობესებული ტენდენციები სტაბილურ მომგებიანობასთან და მუდმივ პოზიტიურ ფულად ნაკადებთან უნდა იყოს შერწყმული, რათა ინვესტორებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, რომ ბიზნესი, პოსტპანდემიური ვარდნის შემდეგ 2022 წლის დასაწყისში უფრო მტკიცე საფეხურზე დაბრუნდა.
Boston Beer
უოლ სტრიტი წელს Boston Beer-ის აქციების მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, ისეთ კონკურენტებთან შედარებით, როგორიც არის Constellation Brands. Boston Beer-მა აპრილის ბოლოს თავის ბოლო ანგარიშში სამომხმარებლო ანგარიშში 7%-იანი ვარდნა დააფიქსირა.
ხუთშაბათის განახლებამ უნდა აჩვენოს გაუმჯობესების ტენდენციები, რადგან მენეჯმენტი მთელი 2022 წლისთვის ზრდის დაბრუნებას ისახავს მიზნად. მაგრამ წლიურმა პროგნოზმა, შეიძლება, ამ კვირაში დიდი განახლება მიიღოს, რაც Truly ფრანშიზისთვის უახლეს გაყიდვებს ასახავს.
Boston Beer ასევე პროგნოზირებს დიდ დარტყმას მის მომგებიანობაზე, რადგან კომპანია უფრო მკაცრი გაყიდვების გარემოში ადაპტირებას აგრძელებს. სავარაუდოდ, აქცია ვერ დაუბრუნდება უწინდელ მდგომარეობას მანამ, სანამ მთლიანი მოგების მარჟის ტენდენცია არ აღდგება.