წინ ახალი კვარტალური ანგარიშები გველის და ამ სტატიაში განხილული ორი კომპანია შეიძლება იყოს ინვესტიცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ, თუ გსურთ, რომ თქვენი ფული უსაფრთხოდ იყოს. მოდით თითოეულ მათგანს გადავხედოთ.
Rite Aid
დრო არ ყოფილა კეთილგანწყობილი Rite Aid-ის მიმართ მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარი თქვა შესყიდვის წინადადებაზე, რომელიც თითო აქციისთვის $14.60-ის გადახდას გულისხმობდა. ეს კვირა კი Rate Aid-ის აქციამ $6.20-ით დაიწყო.
გარდა ამისა, კომპანიამ გაცილებით დიდი კვარტალური ზარალი დააფიქსირა, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ. აფთიაქების ქსელი ახალ ფინანსურ მაჩვენებლებს ხუთშაბათ [23 ივნისი] დილით წარადგენს.
Deutsche Bank-მა გააოცა ბაზარი, როდესაც სამი თვის წინ Rite Aid-ის საფასო მიზანი $16-დან $1-მდე შეამცირა. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა – ჯორჯ ჰილმა მას შემდეგ ფასის მიზანი ჯერ $2-მდე, შემდეგ კი $4-მდე გაზარდა. ახლა კი Rite Aid-ს წინ კვარტალური ანგარიში ელის და უკანასკნელი მათგანი კარგად არ დასრულებულა.
CVR Energy
ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომლის აქციების ღირებულებაც 2022 წელს გაორმაგდა არის CVR Energy. კომპანიის აქციების ფასი ფართო ბაზრის დაცემის ფონზე იზრდებოდა.
ნავთობგადამამუშავებელი და აზოტოვანი სასუქის მწარმოებელი წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციებს შორის ბრწყინავს. ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ გაიზარდა CVR Energy-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 105%-ით. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს კარგი პერიოდი დასრულდება. შემოსავალი და მოგება წელს ძალიან იზრდება, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს შემოსავალი 8%-ით შემცირდება, ხოლო მოგება თითქმის განახევრდება. თუ წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ CVR Energy-მა ბოლო სამიდან ორ კვარტალში მოსალოდნელზე დიდი კორექტირებული ზარალი დააფიქსირა. ეს კომპანია ბევრ რამეს აკეთებს სწორად, მაგრამ გამარჯვებულებმაც კი, დროდადრო უნდა ამოისუნთქონ.
ზოგიერთ ამ კომპანიას წინ უსწორმასწორო გზა ელის. თუ ამ კვირაში უსაფრთხო აქციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი Rite Aid-ში ან CVR Energy-ში იპოვოთ.