ამ სტატიაში ვისაუბრებთ აქციაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი გააჩნია და მისი ღირებულება $20-ზე ნაკლებია. ეს არის კომპანია Farmland Partners, რომელიც ორგანიზებულია, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT) და ის ფოკუსირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, კონკრეტულად შეერთებულ შტატებში. პარასკევს, ვაჭრობის დახურვის შემდეგ, კომპანიის თითო აქციის ფასი $14.11-ს შეადგენდა.
არსებობს მხოლოდ ორი სასოფლო-სამეურნეო მიწების REIT, რომელიც საჯარო ასპარეზზე მოღვაწეობს: ზემოთ უკვე აღნიშნული Farmland Partners და Gladstone Land.
სანამ საკითხს ჩავუღრმავდებით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ დაბალ ფასებში შესაძლებელია შედარებით გამოუცნობი ძვირფასი ქვების პოვნა, მთლიანობაში ეს სივრცე საკმაოდ სარისკოა.
რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია REIT-ში?
უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები მიმზიდველია, რადგან ისინი სოლიდურ დივიდენდებს იხდის. მათ მიერ მიღებული სპეციალური საგადახდო მოპყრობის სანაცვლოდ, REIT-ებს მოეთხოვება, რომ დივიდენდების სახით თავიანთი წლიური შემოსავლის მინიმუმ 90% გადაიხადოს.
Farmland Partners-ის დივიდენდური ანაზღაურება ამჟამად დაახლოებით 1.7%-ს შეადგენს. სხვა REIT-ებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს აქცია, შესაძლოა, კარგი არჩევანი იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც მიმდინარე შემოსავალზე მეტად კაპიტალის გრძელვადიანი ზრდით არიან დაინტერესებულნი.
რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია Farmland Partners-ში?
მზარდი განვითარებისა და კლიმატური ცვლილებების გამო, რომელიც აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ძლიერი გვალვების სიხშირის ზრდას იწვევს, დროთა განმავლობაში, სახნავი მიწების მარაგი, უნდა შემცირდეს. მეორეს მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოყვანილ კულტურებზე მოთხოვნა უნდა გაგრძელდეს. მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება და განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის საშუალო ფენაში.
უფრო მეტიც, პანდემიამ და რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ხაზი გაუსვა უპირატესობას ისეთი კომპანიებისა (და მთლიანად ქვეყნებისა), რომლებსაც შიდა მიწოდების ჯაჭვები გააჩნია. ეს განსაკუთრებით ძირითადი საქონლის მიწოდების ქსელებს ეხება.
ამჟამინდელი ინფლაციური გარემო არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ახლა სასოფლო-სამეურნეო მიწაში ინვესტირება ღირს. ამის გაკეთება კი სასოფლო-სამეურნეო REIT-ების აქციების შეძენით არის შესაძლებელი. მაღალი ინფლაციის დროს, ფიზიკურ აქტივებში ჩადებული ინვესტიციები, როგორც წესი, სხვა კატეგორიის ინვესტიციებს აღემატება.
Farmland Partners-ის ბიზნესი და საკვანძო სტატისტიკა
Farmland Partners, რომელიც 2014 წელს გახდა საჯარო, აშშ-ში მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო მიწებს ყიდულობს და სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად მათ ფერმერებზე იჯარით გასცემს. კომპანია ასევე უზრუნველყოფ აუქციონს, ბროკერაჟს და ფერმის მართვის მესამე მხარის მომსახურებას.
პირველი კვარტლის ბოლოსთვის, Farmland Partners-ის პორტფელი 19 შტატის მასშტაბით 160,700 ჰექტარ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და 25,000 ჰექტარ მართულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მოიცავდა. კომპანიის მოიჯარეების რაოდენობა 100-ს აღწევს, ხოლო მარცვლეულების სახეობები – 26-ს. გეოგრაფიული, მოიჯარეების და მარცვლეული კულტურების თვალსაზრისით Farmland Partners კარგად არის დივერსიფიცირებული.
კომპანია | საბაზრო კაპიტალიზაცია | დივიდენდური ანაზღაურება | ფორვარდული ფასი/კომპანიის 2022 წლის მითითებებზე დაფუძნებული AFFO* | აქციის მთლიანი ანაზღაურება მოცემული 2022 წლისთვის | აქციის 5-წლიანი მთლიანი შემოსავალი |
Farmland Partners | $706 მილიონი | 1.7% | 50-64 | 18.5% | 83.8% |
S&P 500 Index | — | 1.59% | — | (22.3) | 65.2% |
AFFO – კორექტირებული FFO (სარიელტორო და სხსაინვესტიციო ტრასტების ფულადი შემოსავალი სატრასტო ოპერაციებიდან).
გასულ თვეში Farmland Partners-ის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ კომპანია კვარტალურ დივიდენდს 20%-ით – $0.06-მდე ზრდიდა. აღმასრულებელმა დირექტორმა – პოლ პიტმანმა ეს შემოსავლების ძლიერ ზრდას, აქტივების მნიშვნელოვან ზრდას, ვალების შემცირებას და ხარჯების უკეთეს ხილვადობას მიაწერა.
დივიდენდის ეს ზრდა 2018 წლის შემდეგ პირველია. 20%-იანი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მენეჯმენტი კომპანიის მომავალ წარმატებულ წარმადობაში დარწმუნებულია.
Farmland Partners-ის აქციების ფასი 50-64-ჯერ აღემატება 2022 წლის AFFO-ს დიაპაზონს, რომლითაც მენეჯმენტი ხელმძღვანელობს. ეს შედარებით მაღალი შეფასებაა, მაგრამ მიმზიდველი აქციები იაფად იშვიათად იყიდება.
და ბოლოს, სასოფლო-სამეურნეო მიწების REIT-ებთან მიმართებაში ინვესტორები გარკვეულ ციკლურობას უნდა ელოდონ, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების განხილული მიზეზების გამო, სავარაუდოდ, საქონელზე გრძელვადიანი ტენდენცია გაიზრდება. თუ ეს თეზისი ზუსტი აღმოჩნდა, Farmland Partners, გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებას მოიპოვებს.