• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ტოპ აქცია მაისში შესაძენად

მაისი 10, 2022
in სიახლეები
3 ტოპ აქცია მაისში შესაძენად
გაზიარება

წლის რთული კვარტლის შემდეგ, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მაისს უკეთესი შედეგების მოტანა შეუძლია. მაისის პირველი ხუთი სავაჭრო დღე ძალიან ცვალებადი იყო, მაგრამ S&P 500-მა კვირა მხოლოდ 0.21%-იანი შემცირებით დაასრულა. ბოლო დროს ბევრმა კომპანიამ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ინვესტორებს ბიზნესის ოპერირების დეტალები გააცნო.

ამ სტატიაში მოცემულია 3 კომპანია, რომელმაც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კვარტალური ანგარიში წარადგინა და მიუხედავად აქციების ბოლოდროინდელი არასახარბიელო წარმადობისა, ძლიერი შედეგები დააფიქსირა. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ ღირს ამ აქციების მაისში შეძენა.

Roku

Roku

მომხმარებელთა უმეტესობა იცნობს Roku-ს, როგორც მოწყობილობების ერთ-ერთ წამყვან არჩევანს ტელევიზიისა და ფილმების სტრიმინგისთვის. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ Roku-ის ბიზნეს გეგმა დაფუძნებულია კონტენტის მომხმარებლების, შემქმნელებისა და რეკლამის განმთავსებლებისთვის გამოსადეგ პლატფორმაზე. 2021 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი მოგება – 12%-ით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ არის სამი ძირითადი საოპერაციო მეტრიკა, რომელსაც Roku საკუთარი წარმატების შესაფასებლად იყენებს.

2022 წლის პირველ კვარტალში Roku-ის აქტიური ანგარიშები წლიდან წლამდე 14%-ით გაიზარდა, სტრიმინგის საათების – 14%-ით, ხოლო საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე (ARPU) – 34%-ით. თითოეული ეს მეტრიკა მონიტორინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტორებს ღირებულ ინფორმაციას აწვდის. აქტიური ანგარიშებისა და სტრიმინგის საათების ზრდა ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში შენელდა, რასაც ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ. მეორეს მხრივ, ARPU რჩება უფრო მაღალი, ვიდრე პანდემიამდე, რაც აჩვენებს Roku-ის უნარს, მომხმარებლების მონეტიზაცია ახალი ანგარიშების გაზრდაზე უფრო მაღალი ტემპებით განახორციელოს.

ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა Roku საკმაოდ გადატვირთულ ბაზარზე გამარჯვებას. კომპანია კონკურენციას უწევს არა მხოლოდ მოწყობილობების მწარმოებლებს, არამედ სტრიმინგ რეკლამის ბაზრის წილის მოსაპოვებლადაც იბრძვის. თუმცა, ამ რისკის ნაწილი გასული წლის განმავლობაში აქციების ფასების ვარდნით შემსუბუქდა. Roku-ის აქციების ფორვარდული P/S (ფასი/გაყიდვა) კოეფიციენტის გათვალისწინებით, ახლა, შეიძლება კარგი შანსი იყოს ამ კომპანიაში ინვესტირებისთვის, თუ ფიქრობთ, რომ Roku-ს ამ სივრცეში გამარჯვების ძალა შესწევს.

Apple

სამომხმარებლო ელექტრონიკის გიგანტმა – Apple-მა 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგები 28 აპრილს წარადგინა და ტექნიკურ საცალო სივრცეში დომინირება განაგრძო. Apple-მა წლიდან წლამდე პროდუქტის ყველა კატეგორიაში ზრდა განიცადა (გარდა iPad-ისა) და საერთო შემოსავალი წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.

Apple-მა შემოსავლის ყველაზე ძლიერი ზრდა თავის სერვისების სეგმენტში განიცადა, რომელიც შედგება გამოწერაზე დაფუძნებული პროდუქტებისგან, როგორიც არის AppleCare, iCloud storage, Apple Arcade და სხვა სერვისები.

Apple ასევე აგრძელებს ნაღდი ფულის გამომუშავებას მის გამოყენებას აქციონერების დაჯილდოებისთვის. ფულადი სახსრების საოპერაციო ნაკადმა მეორე კვარტალში $28 მილიარდი შეადგინა და კომპანიამ $23 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Apple-მა თავისი აქციების რაოდენობა 21%-ზე მეტით შეამცირა.

გასული წლის განმავლობაში Apple-მა S&P 500-ის წარმადობას 20%-ზე მეტით გადააჭარბა და ამჟამად მისი აქციები ბაზარზე 25.5-ის ტოლი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით მიმოიქცევა და S&P 500-ის იმავე მაჩვენებელს (24.1) ოდნავ აღემატება. ეს წარმოადგენს ყიდვის მიმზიდველ შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპანიის წარმატება გაგრძელდება.

Airbnb

ბოლო დროს კიდევ უფრო ძლიერი შედეგები დააფიქსირა Airbnb-მ, რომელმაც 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგები გასულ კვირას გამოაქვეყნა. კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 70%-ით გაიზარდა და კომპანიის წმინდა ზარალმა $19 მილიონი შეადგინა, როდესაც 2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი $1.2 მილიარდს უტოლდებოდა. ასევე, Airbnb-მ ამ კვარტალში $1.2 მილიარდის ტოლი თავისუფალი ფულადი ნაკადები აწარმოა, რაც ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, Airbnb იტყობინება, რომ მისი სტუმრები უფრო მეტ ღამეს ჯავშნიან და უფრო დიდხანს რჩებიან. დაჯავშნილი ღამეები წელიწადში 59%-ით გაიზარდა და 28 ან მეტი დღით დარჩენა კვლავ ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა. ეს გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს, მით მეტი ირჩევს Airbnb-ს.

Airbnb-მ კვარტალი $9 მილიარდზე მეტი ნაღდი ფულით დაასრულა, რაც კომპანიას გასაზრდელად და უფრო დიდი ბაზრის წილის ასათვისებლად უზარმაზარ რესურსს აძლევს.

Airbnb აგრძელებს ძლიერი პოზიციის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც ფართო ბაზარზე მისი აქციების ფასი ეცემა. კომპანიის აქციების P/E კოეფიციენტი 13-ს შეადგენს და ეს ყველა დროის მინიმალური მაჩვენებელია.

წინა

რატომ არის 100-ზე მეტი განსხვავებული ტოპ აქციის ფლობა მომგებიანი?

შემდეგი

2 რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის აქციების შეძენამდე უნდა იცოდნენ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის აქციების შეძენამდე უნდა იცოდნენ

2 რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის აქციების შეძენამდე უნდა იცოდნენ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved