ტექნოლოგიური კომპანიების აქციები 2022 წელს მძიმე პერიოდს განიცდის, რადგან ინვესტორებმა, მზარდი ინფლაციისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მკვეთრი ნაბიჯების გამო, ინვესტორები პანიკამ მოიცვა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში კი ბაზარს არასტაბილურობას მატებს.
NASDAQ-100 Technology Sector ამ წელს ჯერჯერობით 18%-ზე მეტით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზრიან ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიების აქციები იაფად მოიპოვონ. Intel და Check Point Software Technologies არის ორი კომპანია, რომლის აქციების შეძენაც, შეიძლება, ინვესტორებს ახლავე სურდეთ. მოდით, მიზეზებს გადავხედოთ.
- Intel
Intel-ის აქციები ბაზარზე იაფად, 9.7-ის ტოლი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით მიმოიქცევა. Intel-ის ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე S&P 500-ის P/E კოეფიციენტი – 25.08. აქედან გამომდინარე, ინვესტორებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ Intel-ის აქციები ახლა იაფად შეიძინონ.
Intel-ის მიზანია 2025 წლისთვის CPU-ს (ცენტრალური დამუშავების ერთეული) ბაზარზე თავისი ტექნოლოგიური ლიდერობა დაიბრუნოს და ამ მიმართულებით კომპანიამ პროგრესირება უკვე დაიწყო. Intel-ის მე-12 თაობის Alder Lake CPU, რომელიც გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა, ეხმარება მას, რომ Advanced Micro Devices-ს (AMD) ბაზრის წილი წაართვას.
პერსონალური კომპიუტერის საორიენტაციო და სატესტო პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერის – PassMark-ის მონაცემების მიხედვით, CPU-ს ბაზარზე Intel-ის წილი, რომელიც 2020 წლის მესამე კვარტალში 60%-ს შეადგენდა, 2022 წლის პირველ კვარტალში თითქმის 66%-მდე გაიზარდა. Alder Lake-ის პროცესორი, რომელიც დაფუძნებულია 10 ნანომეტრიანი წარმოების პროცესზე, დაეხმარა Intel-ს AMD-სთან მიმართებაში წარმადობის უფსკრული გადაელახა.
Intel-ის პროდუქტის გეგმა მიუთითებს, რომ კომპანიას, უფრო მოწინავე პროცესორების გამოშვებით, შეუძლია გააგრძელოს ADM-სგან წილის წართმევა. გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია ახალ და მომგებიან ბაზრებზე, როგორიც არის დისკრეტული გრაფიკული ბარათები. ცოტა ხნის წინ Intel-მა დააანონსა პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპებისთვის თავისი პირველი Intel Arc GPU-ს (გრაფიკული დამუშავების ერთეული) გამოშვება.
John Peddie Research-ის თანახმად, დისკრეტულ GPU-ზე გადასვლამ, შეიძლება, 2020 წლისთვის, Intel-ისთვის დამატებით $54 მილიარდის შემოსავლის შესაძლებლობა შექმნას. ეს ყველაფერი ხსნის იმას, თუ რატომ ელის Intel ზრდის იმპულსს უახლოეს წლებში. კომპანია ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის, გასულ წელთან შედარებით, შემოსავალი მხოლოდ 1.7%-ით – $76 მილიარდამდე გაიზრდება, მაგრამ 2026 წლისთვის წლიური შემოსავლების 10%-12%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.
- Check Point Software Technologies
Check Point Software Technologies-ის აქციების ფასი, ტექნოლოგიური აქციების მასიური გაყიდვების საპირისპიროდ, წელს დაახლოებით 23%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციები მაინც შედარებით იაფია. მისი P/E კოეფიციენტი 23-ს შეადგენს, ხოლო ფორვარდული P/E – 19-ს. შედარებისთვის, NASDAQ-100-ის იგივე მაჩვენებლები შესაბამისად – 33-ს და 26-ს უტოლდება. ასე რომ, ინვესტორებს ახლა კარგი შესაძლებლობა აქვთ ამ კომპანიის აქციების შესაძენად.
Check Point Software Technologies-მა 2021 წელი $2.17 მილიარდის ტოლი შემოსავლით დაასრულა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-იანი ზრდაა. კომპანია ვარაუდობს, რომ 2022 წლისთვის შემოსავალი 6%-ით გაიზრდება.
იმავდროულად, Check Point-ის უსაფრთხოების სააბონენტო შეთავაზებებზე მოთხოვნა იზრდება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე მისი მთლიანი შემოსავალი. 2021 წლის მეოთხე კვარტალში სააბონენტო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, წილა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. უსაფრთხოების სააბონენტო ბიზნესის უფრო ძლიერმა ათვისებამ Check Point-ის გადავადებული შემოსავლის მშვენიერი ზრდა გამოიწვია, ეს მაჩვენებელი გასულ კვარტალთან შედარებით, 15%-ით – $1.7 მილიარდამდე გაიზარდა.
გადავადებული შემოსავალი არის წინასწარ შეგროვებული თანხა მომსახურებისთვის, რომელიც მოგვიანებით იქნება მიწოდებული. კომპანიის გადავადებული შემოსავლის, რეალურ შემოსავალთან შედარებით უფრო სწრაფი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ Check Point-მა შექმნა გაყიდვების მყარი სისტემა, რაც გამოწვეულია მისი სააბონენტო მოდელის მზარდი ათვისებით.
გარდა ამისა, Check Point-ის წილი კიბერუსაფრთხოების მოწყობილობების ბაზარზე კომპანიას, გრძელვადიან პერსპექტივაში დამატებითი შემოსავლის ზრდის დასაფიქსირებლად კარგ მდგომარეობაში აყენებს. Check Point, უსაფრთხოების მოწყობილობების 9%-იანი წილით, მეოთხე უმსხვილესი მიმწოდებელია. ეს არის ბაზარი, რომლის შემოსავალიც 2026 წლისთვის, სავარაუდოდ, $9 მილიარდით გაიზრდება.
ამრიგად, Check Point გამოიყურება იდეალურ შესაძლებლობად იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც კიბერუსაფრთხოების კომპანიაში ინვესტირება სურთ. Check Point-ის აქციები არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება და ჯობნის ბაზარს, არამედ, ეს კომპანია მომავალი ზრდისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.