რა მოხდა?
ილუსტრირებული სოციალური მედიის კომპანიის – Pinterest-ის აქციების ფასი, გუშინ Nasdaq-ზე ადრეულ ვაჭრობაში თითქმის 4%-ით შემცირდა და აღმოსავლეთის დროით 10:30 საათისთვის 2.3%-ით შემცირებული დარჩა.
ეს შეგიძლიათ Morgan Stanley-ის დააბრალოთ.
და რა?
გუშინ დილით, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ Pinterest-ის ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან დიდი გაურკვევლობაა იმისთვის, რომ ამ კომპანიის აქციების რეკომენდება გამართლებული იყოს.
ანალიტიკოსი იმედოვნებდა, რომ Pinterest შეძლებდა გაეგრძელებინა ინოვაციების დანერგვა, სამომხმარებლო შეთავაზებების გაუმჯობესება და სარეკლამო შეთავაზებების საშუალებით საზოგადოებრივი შოპინგის შესაძლებლობების გამომუშავება. ამის ნაცვლად კი, რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორი ერთიანდება და აფერხებს აქციების ზრდას. ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში, Pinterest-მა დააფიქსირა იმაზე დაბალი შემოსავლები, ვიდრე ანალიტიკოსი პროგნოზირებდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აშშ-ში Pinterest-ის ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 2021 წლის პირველი კვარტლიდან 12 მილიონით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამად კომპანიის პოპულარობა იკლებს.
აგრეთვე, Pinterest-ის ვებგვერდზე თითოეული მომხმარებლის მიერ გატარებული დრო ბოლო ოთხ კვარტალში 1%-19%-ით შემცირდა.
ახლა რა?
Morgan Stanley-ის განცხადებით, Pinterest-ის ამერიკელი მომხმარებლების ჯამური წუთები 2017 წლის დონემდე დაბრუნდა. ეს ხსნის იმას, თუ რატომ მიმოიქცევა ახლა Pinterest-ის აქციები ბაზარზე დაახლოებით $27-ად და რატომ შეამცირა Morgan Stanley-მა თავისი სამიზნე ფასი $30-მდე.
თუმცა, შეიძლება, Pinterest-ს გარკვეული წინაღობები შეხვდა, მაგრამ ეს ბიზნესი ნამდვილად არ არის ის, რაც 2017 წელს იყო. იმის ნაცვლად, რომ დახარჯოს და დაკარგოს ნაღდი ფული (როგორც ეს 5 წლის წინ იყო), Pinterest დღეს მომგებიანია (წმინდა მოგება – $316) და S&P 500 Global Intelligence-ის მონაცემებით, საოცრად დადებითია თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) თვალსაზრისით – $742 მილიონი.
ბევრ ანალიტიკოსს სჯერა, რომ Pinterest ამ ვარდნას გადალახავს და ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში თავის წმინდა მოგებას გაასამმაგებს. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ღირდეს ამ კომპანიის აქციების განხილვა.