• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

4 ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდრებთ

მარტი 29, 2022
in სიახლეები
4 ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდრებთ
გაზიარება

საინვესტიციო პორტფელის შექმნა, შეიძლება, რთული ამოცანა იყოს, განსაკუთრებით თუ დამწყები ინვესტორი ხართ. მხოლოდ აშშ-ის საფონდო ბირჟა ათასობით საჯარო ვაჭრობის კომპანიას მოიცავს და ყველა ამ ბიზნესის შესახებ არსებული ინფორმაციის ათვისებას რამდენიმე სიცოცხლე დასჭირდება. საბედნიეროდ, თქვენ ამის გაკეთება არ გჭირდებათ, მაგრამ თუ ინდივიდუალური აქციების შეძენა გსურთ, გარკვეული კვლევის ჩატარება ნამდვილად საჭირო იქნება.

როგორც წესი, ისეთი ბიზნესები, რომლებსაც ახასიათებს გაყიდვების ძლიერი ზრდა, გამძლე კონკურენტული უპირატესობა და ბაზრის დიდი შესაძლებლობები, ახერხებს აქციონერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში სიმდიდრის შექმნას.

ამის გათვალისწინებით, ამ სტატიაში გაეცნობით 4 ინვესტიციას, რომელიც მაშინ გამოგადგებათ, როდესაც პორტფელს ნულიდან ქმნით.

Happy Investor

Airbnb

Airbnb მოგზაურობის სინონიმად იქცა. მის პლატფორმაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს ათასობით ქალაქში ადამიანებს საცხოვრებლის მოძებნაში ეხმარება, განთავსებულია 4 მილიონზე მეტი მასპინძლის საკუთრება. ეს მსუბუქი ბიზნეს მოდელი Airbnb-ს, ტრადიციულ სასტუმროებთან შედარებით, ბევრად უფრო მოქნილს ხდის, რადგან პლატფორმაზე ახალი საცხოვრებლის დამატება რამდენიმე წუთში და დიდი თანხის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი. იმავდროულად, ახალი სასტუმროს აშენებას მილიონობით დოლარი და რამდენიმე წელი სჭირდება.

Airbnb-ის ბიზნეს მოდელის დადებითი მხარე ისიც არის, რომ სტუმრებს საცხოვრებლის უფრო ფართო სპექტრზე აქვთ წვდომა, როგორც მდებარეობის, ასევე ქონების ტიპის მიხედვით. მაგალითად, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილი სანაპირო კოტეჯში, გარეუბანში მდებარე სახლში ან ქალაქურ ბინაში. ასევე შეგიძლიათ წახვიდეთ უფრო ეგზოტიკურ ადგილას, მაგალითად, ხის სახლში ჰავიას ჯუნგლებში ან ესპანეთის ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში. ასეთი დიაპაზონი არცერთ სასტუმროს არ აქვს.

საერთო ჯამში, ამ კონკურენტულმა უპირატესობამ Airbnb ფინანსურ ცენტრად აქცია. გასულ წელს შემოსავალი 77%-ით გაიზარდა და $6 მილიარდს მიაღწია. კომპანიამ გამოიმუშავა $2.2 მილიარდის მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადები, წინა წელს კი ამ კუთხით ზარალი $667 მილიონი იყო.

მომავალში კომპანიის მენეჯმენტი მთლიან პოტენციურ ბაზარს (TAM) $3.4 ტრილიონად აფასებს, მაგრამ 2021 წელს Airbnb-ის მთლიანი ჯავშნების ღირებულება მხოლოდ $47 მილიარდი იყო, რაც ნიშნავს, რომ TAM-ის მხოლოდ 1.4% დაიკავა. ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, Airbnb მუშაობს სტუმრების პერსონალიზაციის საშუალებით მოზიდვასა და მოქნილი ძიების ვარიანტების შემუშავებაზე. კომპანია ასევე ცდილობს გაზარდოს თავისი მასპინძელი საზოგადოება საბორტო პროცესის გამარტივებისა და ქონების ბოლომდე დაზღვევის გზით. მარტივად რომ ვთქვათ, Airbnb მრავალ ტრილიონ დოლარიან ინდუსტრიაში დიდი წარმატებით მოღვაწეობს.

 

CrowdStrike

CrowdStrike Holdings საბოლოო წერტილის უსაფრთხოებაში (ეს არის საბოლოო მომხმარებლების მოწყობილობების, როგორებიც არის პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და მობილური მოწყობილობები, მავნე მოქმედი პირებისა და კამპანიების მიერ ექსპლუატაციისგან დაცვის პრაქტიკა) ოქროს სტანდარტად იქცა. მისი ქლაუდ პლატფორმა ეხმარება კლიენტებს დაიცვან თავიანთი IT ეკოსისტემები ყოველკვირეულად მილიონობით დაცული მოწყობილობიდან, ქრაუდსორსინგის (სამუშაო პროცესში მოხალისეების ჩართვა) საშუალებით ტრილიონობით უსაფრთხოების სიგნალის მოპოვებით. შემდეგ ის ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და ქცევის ანალიტიკას, რათა აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს საფრთხეები. CrowdStrike მძლავრი ქსელის ეფექტით სარგებლობს, რადგან მონაცემთა თითოეული წერტილი მის AI ძრავას ოდნავ უფრო ჭკვიანს ხდის და ეს CrowdStrike-ს საფრთხის დაზვერვის წინა პლანზე ყოფნას განაპირობებს.

2021 წელს Gartner-მა და Forrester Research-მა CrowdStrike ბოლო წერტილის უსაფრთხოებაში ლიდერად აღიარეს და კომპანიამ ინდუსტრიის 14.4% დაიპყრო, რაც 2020 წელთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით ზრდაა. გასულ წელს შემოსავალი 66%-ით $1.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც კლიენტურის 65%-იანმა ზრდამ განაპირობა. ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადები კი 51%-ით გაიზარდა და $441 მილიონს მიაღწია.

მომავლის გათვალისწინებით, ციფრული ტრანსფორმაცია CrowdStrike-სთვის დიდი ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება. ქლაუდ გამოთვლების ზრდა და დაკავშირებული მოწყობილობების გამრავლება ეფექტური კიბერუსაფრთხოების საჭიროებას გააძლიერებს. მენეჯმენტი თვლის, რომ TAM 2025 წლისთვის $116 მილიარდს მიაღწევს და ინდუსტრიაში CrowdStrike-ის ლიდერული პოზიციის გათვალისწინებით, ამ კომპანიის აქციები, შეიძლება, ჭკვიანური გრძელვადიანი ინვესტიცია იყოს.

Shopify

Shopify

Shopify მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა. მისი ტექნოლოგია ბიზნესს საშუალებას აძლევს მართოს გაყიდვები ფიზიკურ და ციფრულ მაღაზიებში, მათ შორის არის ვებგვერდები, ონლაინ ბაზრები და სოციალური მედიის პლატფორმები. Shopify თავის ძირითად შეთავაზებას ავსებს ისეთი დამატებითი ღირებულების სერვისებით, როგორებიც არის გადახდის დამუშავება, გადაზიდვა და დაფინანსება, რაც მას თანამედროვე მეწარმეებისთვის შესანიშნავ ვარიანტად აქცევს.

ამ ღირებულების შეთავაზებით, Shopify ახლა მთელ მსოფლიოში ორ მილიონ ბიზნესს აძლიერებს, ეს 2019 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. შედეგად, 2021 წელს შემოსავალი 57%-ით – $4.6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადები – 18%-ით და $454 მილიონს მიაღწია.

Shopify-ის მენეჯმენტი TAM-ს $160 მილიარდად აფასებს, მაგრამ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება. კომპანია, ფულის მართვის ანგარიშების, შესრულების სერვისებისა და ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის გადაწყვეტილებების მიმართულებით ზრდის ამბიციურ სტრატეგიას ახორციელებს.

 

Vanguard S&P 500 ETF

საბოლოო ჯამში, თქვენი მიზანი უნდა იყოს მინიმუმ 25 აქციისგან შემდგარი დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროა ინვესტიცია თერთმეტივე ბაზრის სექტორში უნდა ჩადოთ. ინვესტირება უნდა განახორციელოთ მხოლოდ იმ სექტორებში, რომლებიც გაინტერესებთ და ისეთ ბიზნესში, რომელიც გესმით.

დივერსიფიკაციის მიზანია რისკის შერბილება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ფინანსური კეთილდღეობა ზედმეტად არ იყოს რომელიმე კონკრეტულ ბიზნესზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება 25 სხვადასხვა აქციის კვლევასა და შეძენას, მაგრამ არა უშავს. ერთ-ერთი საინტერესო არჩევანია Vanguard S&P 500 ETF – საინდექსო ფონდი, რომელიც S&P 500-ის წარმადობას იმეორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მყისიერი დივერსიფიკაციით ისარგებლებთ და მხოლოდ 0.03%-ის ტოლი ხარჯების კოეფიციენტით, $10,000-ის ღირებულების პორტფელისთვის წლიურად მხოლოდ $3-ს გადაიხდით.

S&P 500-მა ბოლო 20 წლის განმავლობაში წლიური 7.2%-ის ტოლი შემოსავლის გამომუშავება შეძლო. თუ დავუშვებთ, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება, მომდევნო 20 წლის განმავლობაში თქვენი ფული თითქმის 4-ჯერ გაიზრდება.

წინა

რა არის საინდექსო ფონდი?

შემდეგი

საუკეთესო მეტავერსული აქციები 2022 წლისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საუკეთესო მეტავერსული აქციები 2022 წლისთვის

საუკეთესო მეტავერსული აქციები 2022 წლისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved