რა მოხდა?
Tesla-მ სამშაბათს, 22 მარტს, ოფიციალურად გახსნა $5.5 მილიარდის ღირებულების გიგაქარხანა (ძალიან დიდი საწარმოო ობიექტი) გერმანიაში, ბერლინის მახლობლად მდებარე ქალაქ გრუნჰეიდში. გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორი – ილონ მასკი, ქარხნის გახსნის ცერემონიაზე ცეკვავდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ინვესტორებიც საკმაოდ კმაყოფილნი არიან, რადგან გუშინ, აღმოსავლეთის დროით 11:05 საათისთვის Tesla-ს აქციების ფასი 3.3%-ით გაიზარდა.
და რა?
რატომ არის ეს ტესლასთვის ასეთი მნიშვნელოვანი? როგორც The Wall Street Journal-მა 22 მარტს განმარტა, ტესლა ბერლინის ქარხნის იმ დონემდე გაზრდას გეგმავს, რომ წელიწადში 500,000 მანქანის წარმოება შეძლოს – მაგრამ ეს კარგი ამბების მხოლოდ ნაწილია.
ევროპაში ავტომობილების წარმოებით, ტესლა შეძლებს თავიდან აირიდოს როგორც აშშ-ისა და ჩინეთის ქარხნებიდან ევროპაში მანქანების გადაზიდვის ხარჯები, ასევე იმპორტის ტარიფები – ორი ფაქტორი, რამაც უნდა შეამციროს კომპანიის ავტომობილების ფასი და ევროპის ტერიტორიაზე გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყოს. ამით ტესლა შეძლებს, ადგილობრივ კონკურენტებს, როგორებიც არის BMW და Volkswagen უკეთესი კონკურენცია გაუწიოს. როგორც მასკმა განაცხადა, წარმოების კონტინენტზე ლოკალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაპიტალის ეფექტურობისთვის.
გარდა ამისა, The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ გერმანიაში ქარხნის არსებობა, Tesla-ს ადგილობრივ გემოვნებაზე ავტომობილების მორგებას გაუადვილებს, რაც ასევე გაყიდვებს ხელს შეუწყობს.
ახლა რა?
როგორც ჟურნალი აღნიშნავს, ელექტრომობილების (EV) და plug-in ჰიბრიდების (plug-in ჰიბრიდული ელექტრომობილები ელექტროძრავის გასაძლიერებლად ბატარეებს იყენებენ, ხოლო სხვა საწვავს, როგორიც არის ბენზინი, შიდა წვის ძრავის (ICE) გასაძლიერებლად) გაყიდვები ევროპაში თითქმის გაორმაგდა და მთლიანი გაყიდვების 18% შეადგინა. Tesla-ს ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე იქნება წარმოების გაზრდა ევროპაში იმისთვის, რომ კომპანიამ ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა 22 მარტს აღნიშნა, წარმოების დაწყება კარგია, მაგრამ სწორედ საჭირო მოცულობების წარმოებაა რთული ნაწილი. მაგრამ რადგან Tesla მიზნად ისახავს ამ წლის ბოლომდე კვირაში 5000-დან 10000-მდე ავტომობილის წარმოება შეძლოს, როგორც ჩანს, ახალი გერმანული მანქანა 50%-ით მაინც ამოქმედდება და პოტენციურად, სრულად ფუნქციონირებას დამატებით სულ რაღაც 8 თვეში შეძლებს, როდესაც წლიურად წარმოებული მანქანების რაოდენობა 500,000-ს მიაღწევს.
მარტივად რომ ვთქვათ: ტესლამ გერმანიაში ქარხნის გახსნით ზრდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორები ამ ამბით აღფრთოვანებულები არიან.