ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) COVID-19-ის პანდემიის დაწყება გამოაცხადა. ახლა, 450 მილიონზე მეტი დაფიქსირებული შემთხვევისა და 6 მილიონი გარდაცვალების შემდეგ, ბევრ ადგილას ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გაერთიანებულმა სამეფომ 18 მარტის მდგომარეობით, ყველა დარჩენილი სამგზავრო შეზღუდვა მოხსნა. შვეიცარიამ ვიზიტორებისთვის COVID ტესტირების მოთხოვნები გააუქმა და დანიის მთავრობამ გასულ თვეში განაცხადა, რომ კორონავირუსი „სოციალურად კრიტიკული დაავადება“ აღარ არის.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის ადგილები (მაგალითად, ჩინეთი და ჰონგ-კონგი), სადაც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ტენდენცია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმედისმომცემია. ტურისტულმა და დასვენების კომპანიებმა ამით უნდა ისარგებლონ, რადგან მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. Airbnb ამ კუთხით სხვა კომპანიებზე უკეთეს მდგომარეობაშია.
როგორ შეცვალა Airnbn-მა მოგზაურობის ინდუსტრია ტექნოლოგიით
Airbnb 2007 წელს სან ფრანცისკოში დაარსდა. ის ოპერირებს პლატფორმას, რომელიც მოგზაურებს (კომპანიაში მათ „სტუმრებს“ უწოდებენ) საკუთრების მფლობელებთან („მასპინძლები“) აწყვილებს. სხვა კომპანიების მსგავსად, რომლებიც peer-to-peer (P2P) ეკონომიკაში (დეცენტრალიზებული მოდელი, რომლის დროსაც ორი ინდივიდი ურთიერთქმედებს, საქონლის ან მომსახურების პირდაპირ ერთმანეთისგან შესაძენად, ან მათი ერთად წარმოებისთვის, შუამავალი მესამე მხარის, გაერთიანებული ერთეულის ან ბიზნეს ფირმის გამოყენების გარეშე) მოქმედებენ, როგორებიც არის Lyft ან Uber Technologies, Airbnb მყიდველებს გამყიდველებთან აკავშირებს და შემდეგ ორივე მხარისგან საკომისიო ანაზღაურებას იღებს. სტუმრები დაახლოებით 14%-ს იხდიან, ხოლო მასპინძლები უფრო მოკრძალებულ საკომისიოს – 3%-ზე ნაკლებს.
მსგავსი მოდელისთვის უმთავრესი არის მასშტაბები და Airbnb-ის ეს აქვს. პლატფორმაზე განთავსებულია 6 მილიონზე მეტი აქტიური განცხადება, დარეგისტრირებულია 4 მილიონზე მეტი მასპინძელი და ეს ყველაფერი მსოფლიოს 100,000 ქალაქის მასშტაბით. ლოკაციების ეს მრავალფეროვანი ნაკრები ნიშნავს, რომ Aibnb-ის შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს პანდემიის დროს დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნილებისგან. ერთი სეგმენტი, რომელთანაც Airbnb-ის განსაკუთრებით ძლიერი კავშირი აქვს, ახალგაზრდები არიან.
დღევანდელ ახალგაზრდობას უყვარს Airbnb
რეკლამის, გართობისა და მოდის სფეროები ახალგაზრდებს ემსახურება. ვერ უარვყოფთ, რომ მსოფლიო ტენდენციებს ახალგაზრდები ადგენენ. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უფრო ნაკლებად ეკონომიურები არიან, ვიდრე უფროსები. უფრო მეტიც, ახალგაზრდა მომხარებლების მიზიდვას ნებისმიერი ბიზნესისთვის გრძელვადიანი სარგებელი აქვს: ბრენდის ლოიალობა. ნებისმიერი მომხმარებელი გეტყვით, რომ უფრო ადვილია პროდუქტის ან მომსახურების არსებულ მომხმარებელზე გაყიდვა, ვიდრე ახალი მომხმარებლის მოზიდვა.
ამ ფრონტზე Airbnb ლიდერად დამკვიდრდა. კომპანიის ჯავშნების ნახევარზე მეტი (51%) 18-34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. Airbnb-ის დიდი არჩევანი აქვს და ეს მომხმარებლებისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან ზოგიერთს კლდოვანი მთების შორეულ ნაწილში მდებარე უცნაური ხის სახლი ურჩევნია ზღვის კურორტზე მდებარე სასტუმროს ოთახს.
ტრადიციული სტუმარმასპინძლობის კომპანიები უაღრესად მორგებული კეთილგანწყობის უზრუნველსაყოფად იბრძვიან, Airnbn-სთვის კი ეს ძალიან მარტივია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ფერმებს, ციხესიმაგრეებს, კერძო კუნძულებს, შუქურებს, თუნდაც იგლუებს.
Airbnb მხოლოდ დასვენებისთვის არ არის; ეს არის პლატფორმა „ციფრული მომთაბარეებისთვის“
Airnb-ის ბევრი სტუმარი განიხილავს პლატფორმას, როგორც არა მხოლოდ მოკლევადიანი დასვენების ვარიანტს.
მოგების ბოლო კვარტალურ ანგარიშში კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჯავშნების თითქმის ნახევარი იყო 7 ან მეტი ღამის ხანგრძლივობის. გრძელვადიანი სტუმრობა (28 ღამეზე მეტი) იყო ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია და მთლიანი დაჯავშნილი ღამეების 22%-ს. როგორც ჩანს, კომპანია სარგებლობს ე. წ. „ციფრული მომთაბარეების“ რაოდენობის ზრდით. ეს ადამიანები დისტანციურად მუშაობენ და თავს არიდებენ გრძელვადიან საცხოვრებელ შეთანხმებას და ამის ნაცვლად, საცხოვრებლის დაქირავებისას, მრავალკვირიან ან ყოველთვიურ გადახდებს ირჩევენ.
Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – ბრაიან ჩესკიმ განაცხადა, რომ აპირებს, Airbnb-ის პლატფორმის გამოყენებით, ყოველ რამდენიმე კვირაში სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში იცხოვროს.
რატომ უნდა ვიყიდოთ Airbnb-ის აქციები გრძელვადიანი მიზნით?
Airbnb-ის რამდენიმე ხელისშემწყობი ფაქტორი აქვს, რაც აძლიერებს მის პოზიციას, როგორც გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კარგ შენაძენს:
- შეკავებულმა მოთხოვნამ მოგზაურობისა და დასვენების ხარჯები უნდა მიიყვანოს პანდემიამდე არნახულ მაქსიმუმამდე
- კომპანიის ბიზნეს მოდელი უნიკალურია და ემსახურება მოგზაურებს, რომლებიც ერთგვარ გამოცდილებას ეძებენ. ეს ბიზნეს მოდელი განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის, რომლებიც მორგებული გამოცდილებისკენ ისწრაფვიან
- „ციფრული მომთაბარეები“ სულ უფრო ხშირად მიმართავენ Airbnb-ს. ბოლო კვარტალში Airbnb-ის ჯავშნების თითქმის მეოთხედი იყო ერთი თვის ან მეტი ხნის ვადით
როგორც ჩანს, ფინანსური მაჩვენებლებიც მიგვითითებს ბიზნესის წარმატებაზე. 2021 ფისკალური წლის შემოსავალმა $6 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 77%-იანი ზრდაა. მეოთხე კვარტალში წმინდა მოგებამ $55 მილიონი შეადგინა, რაც კომპანიის ამ კვარტლის რეკორდია. ჯავშნის მთლიანი ღირებულება (სტუმრების მიერ დახარჯული საერთო თანხა) 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს თითქმის 100%-ით გაიზარდა და 2019 წელს დაფიქსირებულ პანდემიამდელ დონეს თითქმის ოთხჯერ აღემატება.
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს კომპანიის შემოსავალი $8.7 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო 2024 წელს – $11.3 მილიარდამდე. ამ ვარაუდებით, 2023 წლისთვის მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.33 იქნება, ხოლო 2024 წელს – $2.04.
ეს ხელშემწყობი ფაქტორები და კომპანიის მიერ დამკვიდრებული ბრენდის აღიარება, ნიშნავს, რომ Airbnb, სავარაუდოდ, არის კომპანია, რომლის აქციების ფლობაც სასურველია, რადგან მსოფლიო პოსტ-პანდემიური დასვენებისთვის ემზადება.