• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რუსებს შვეიცარიულ ბანკებში $213 მილიარდის აქტივები აქვთ შენახული

მარტი 18, 2022
in სიახლეები
რუსებს შვეიცარიულ ბანკებში $213 მილიარდის აქტივები აქვთ შენახული
გაზიარება

შვეიცარიის ფინანსური ინდუსტრიის ასოციაციის თანახმად, ამ ქვეყნის საიდუმლო ბანკები $213 მილიარდამდე რუსულ კაპიტალს ფლობენ. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას, შვეიცარიის საცავებში შევიხედოთ.

შვეიცარიის ბანკირების ასოციაციამ (SBA) შეაფასა, რომ ბანკები ოფშორულ ანგარიშებზე 150 მილიარდიდან 200 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე ($213 მილიარდი) რუსი კლიენტების ფულს ინახავენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მდიდარი რუსების ბიზნესი შვეიცარიულ ბანკებთან, ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს ბალანსზე აისახება.

SBA-ის ეს ნაბიჯი იშვიათია შვეიცარიისთვის, რომელმაც გამჭირვალობის შესახებ ბევრი წინა მოთხოვნა უარყო, მაგრამ, როგორც ჩანს, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ეს მიდგომაც შეცვალა.

მატეა მაიერი, შვეიცარიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანაპრეზიდენტი, შვეიცარიას მოუწოდებს, შეზღუდოს ნებისმიერი ფული, რომელიც ვლადიმირ პუტინთან და მის მთავრობასთან დაახლოებულ რუსებს ეკუთვნით. მან თქვა, რომ ფულის ნაწილი კრემლის ლოიალურ ოლიგარქებს ეკუთვნის. ეს ფინანსები და მათი საქმიანობა კი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას ეხმარება, შვეიცარიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ფულის წყარო გადაკეტოს.

შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ გაყინული რუსული აქტივების შესახებ, რაიმე მნიშვნელოვანი შეფასებები არ აქვთ, რადგან ისინი აფასებენ ბანკის ანგარიშებს, რომლებიც შვეიცარიის სანქციების მზარდი სიის პირისპირ დგას.

მიუხედავად რუსული ანგარიშების ასეთი დიდი მოცულობისა, SBA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მცირე, შვეიცარიაში არსებულ საერთო აქტივებთან შედარებით, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მდიდარი ადამიანები თაობების განმავლობაში აგროვებდნენ და თვლიდნენ შვეიცარიას, როგორც ფულის უსაფრთხო თავშესაფარს.

SBA-ის Reuters-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი კლიენტების დაცული აქტივების წილი, სავარაუდოდ, შვეიცარიის ბანკებში დეპონირებული მთლიანი საზღვარგარეთული აქტივების დაბალ ერთნიშნა პროცენტის დიაპაზონშია.

იმის გამო, რომ დასავლეთის მთავრობები, რუსეთის ურკაინაში შეჭრის საპასუხოდ, სანქციების მზარდ სიას ავრცელებენ, ბანკები ხედავენ, რომ რუს კლიენტებთან მათი ბიზნესი, მათ მიერ გაცემული სესხების ან რუსული შვილობილი კომპანიებისგან შესრულებული ბიზნესის მიღმა განიხილება, რამაც შეიძლება ბალანსის ზარალი გამოიწვიოს.

გასულ კვირას, შვეიცარიის ორმა უმსხვილესმა ბანკმა დეტალურად განსაზღვრა რუსეთის მიმართ „შეზღუდული“ ექსპოზიცია, ხოლო UBS-მა განაცხადა, რომ წლის ბოლოდან $634 მილიონიანი ექსპოზიცია შემცირდა.

Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – თომას გოტშტაინმა სამშაბათს, 15 მარტს, განაცხადა, რომ აქტივების დაახლოებით 4% (ათობით მილიარდი დოლარი), რომელსაც შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი მართავს, რუს კლიენტებს ეკუთვნის. ეს ბევრად აღემატება Credit Suisse-ის წლიურ ანგარიშში 848 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მოცულობის წმინდა საკრედიტო ექსპოზიციას.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განახლებული ანგარიშები არ აქვს, ცნობილია, რომ 2021 წლის ბოლოს მასში დაგროვილი სიმდიდრე 827 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ტოლი იყო, ასე რომ, ის 4%, რომელსაც რუსი კლიენტები ფლობენ, დაახლოებით 33 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.

UBS-მა და შვეიცარიის სიდიდით მესამე კრედიტორმა – Julius Baer Group-მა უარი განაცხადეს რუსი მომხმარებლების აქტივების დეტალების გამჟღავნებაზე, მაგრამ UBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – რალფ ჰამერსმა აღნიშნა, რომ ბანკი, სანქციების ფონზე, დიდ სამუშაოს ასრულებს. მისი თქმით, ყოველ საღამოს ახალი სიები გამოდის და UBS ცდილობს შეინარჩუნოს არა მხოლოდ მიმდინარე მოქნილობა, არამედ მომავალი ჯარიმების რისკიც აიცილოს თავიდან.

წინა

რა არის NASDAQ?

შემდეგი

როგორ დავზოგოთ ფული ინვესტირებისთვის?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ დავზოგოთ ფული ინვესტირებისთვის?

როგორ დავზოგოთ ფული ინვესტირებისთვის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved