• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მზარდი პოტენციალის აქცია, რომლის ყიდვაც მარტში შეგიძლიათ

მარტი 9, 2022
in სიახლეები
3 მზარდი პოტენციალის აქცია, რომლის ყიდვაც მარტში შეგიძლიათ
გაზიარება

სრულიად გასაგებია, თუ ამ მომენტისთვის რაიმე აქციის შეძენისგან თავს იკავებთ. იგრძნობა, რომ უკრაინაში განვითარებული სამხედრო კონფლიქტის საზღვრები შეიძლება გაფართოვდეს და ქვეყნის საზღვრებს გასცდეს. მაშინაც კი, თუ ეს ასე არ მოხდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და სხვა სადამსჯელო ქმედებები გლობალურ ეკონომიკაში არეულობას იწვევს.

როგორც ძველი ანდაზა ამბობს, ბედი გაბედულებს წყალობს. თუ თქვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, ახლა ნამდვილად კარგი დროა მზარდი პოტენციალის აქციებზე ფოკუსირებისთვის.

Uptrend
  1. Amazon

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ პროგნოზირებადი, თითქმის კლიშედ ქცეული სარეზერვო ვარიანტია, Amazon მაინც დამაჯერებელ არჩევნად რჩება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 2021 წლის ბოლოდან მისი აქციების ფასი 15%-ით არის შემცირებული, არამედ იმიტომ, რომ მისი ამჟამინდელი ფასი ზუსტად იმ ნიშნულზეა, რომელზეც 2020 წლის შუა პერიოდში იყო.

კომპანია მომავალი წარმატებებისთვის მზად არის, რადგან უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი მიმართავს მას, როგორც ტრადიციული მაღაზიების ალტერნატივას.

დაფიქრდით: ამაზონის ვებ სერვისებიდან (AWS) მიღებული შემოსავალი გასულ წელს 37%-ით – $62.2 მილიარდამდე გაზარდა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 13%-ს შეადგენს. AWS იმდენად მომგებიანია, რომ ამ ერთეულმა კომპანიის საოპერაციო შემოსავლის 75% უზრუნველჰყო.

გარდა ამისა, ტექნოლოგიური ბაზრის კვლევის ერთ-ერთი ჯგუფი მოელის, რომ ქლაუდ გამოთვლების ბაზარი 2025 წლამდე წლიური 17%-იანი ტემპით გაიზრდება. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ამაზონი ახლა იწყებს სარეკლამო სივრცეების მიყიდვას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ინტერნეტს პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იყენებენ. ამავდროულად ის უარს ამბობს დამაბნეველ ტრადიციულ საწარმოებზე და მისგან მხოლოდ უაღრესად ფოკუსირებული ზრდის მანქანა რჩება.

  1. Upstart Holdings

Upstart Holdings არის ალტერნატიული საკრედიტო რეიტინგის ბიურო. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, Upstart, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი ალგორითმის გამოყენებით, ინდივიდის კრედიტუნარიანობას განსაზღვრავს. გარდა შემოსავლებისა და მიმდინარე ვალის დატვირთვისა, Upstart ასევე იყენებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის განათლების ისტორია და სხვა, ნაკლებად ტრადიციული მონაცემები.

კომპანია იტყობინება, რომ მისი დამტკიცების პროცესი იწვევს 75%-ით ნაკლებ სესხის დეფოლტს, ვიდრე შედარებითი სესხების გაცემაში ქვეყნის უმსხვილესი ბანკების გამოცდილება. გარდა ამისა, ის სესხის მიღებაში ეხმარება 26%-ით მეტ მსესხებელს, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვა კრედიტორების მიერ უარყოფულნი იქნებოდნენ.

Upstart Holdings იტყობინება, რომ 2021 წლის ბოლო მონაცემებით, 42 ბანკი და 150-ზე მეტი ინსტიტუციონალური კრედიტორი ეყრდნობა Upstart-ის საკრედიტო ქულების პლატფორმას. ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ კომპანიის მთლიანი შემოსავალი ამ წელს 65%-ით, ხოლო შემდეგ წელს თითქმის 35%-ით გაიზრდება. თქვენ შეგიძლიათ Upstart-ის აქცია ახლა ოქტომბრის პიკურ ფასზე 70%-ით ნაკლებად შეიძინოთ.

  1. Datadog

და ბოლოს, Datadog-ის აქციების ფასი ნოემბრის მაქსიმალური დონიდან 30%-ზე მეტით არის შემცირებული, რაც კომპანიის ისტორიის გათვალისწინებით, ძალიან კარგი ფასია.

ეს $40 მილიარდის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს და მას შემდეგ, შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს. 2020 წლის გაყიდვების 66%-იანი ზრდის შემდეგ, წინა წლის გაყიდვებმა ეს მაჩვენებელი 70%-ით გაზარდა.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურად შექმნილ, ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ქლაუდ და კომპიუტერული ქსელების კონტროლის საშუალებას იძლევა. Datadog-ის პლატფორმები კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს მონაცემების დამუშავებისას დატვირთვას დააკვირდეს, დაარეგისტრირონ ქსელის შეცდომები და ეს ინფორმაცია მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები ინტერფეისით წარმოაჩინონ. რამდენადაც სამყარო სულ უფრო ციფრული ხდება, მსგავსი პლატფორმები ნებისმიერი მსხვილი კომპანიისთვის სასურველი და საჭიროა.

წინა

5 საუკეთესო აქცია, რომლის ყიდვაც ახლა შეგიძლიათ

შემდეგი

ახალი სანქციების ფონზე, რუსული რუბლი მოსკოვში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ახალი სანქციების ფონზე, რუსული რუბლი მოსკოვში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ახალი სანქციების ფონზე, რუსული რუბლი მოსკოვში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved