როდესაც Netflix-მა თავისი მეოთხე კვარტლის შემოსავლების ანგარიში გამოაქვეყნა, ინვესტორები გამომწერების რაოდენობის ზრდის შენელებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ. შედეგების შემდეგ აქციები გაიყიდა, მაგრამ ფასი/გაყიდვები (P/S) კოეფიციენტი ისტორიულ დაბალ დონეზეა. შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე Netflix მაინც კარგი ინვესტიცია იყოს?
ნეტფლიქსის მეოთხე კვარტლის შემოსავალმა $7.7 მილიარდი შეადგინა. წლიდან წლამდე ეს არის 16%-იანი, მყარი ზრდა. წინა კვარტალში ნეტფლიქსს 8.28 მილიონი გამომწერი შემოემატა. ეს არის წლიდან წლამდე 8.9%-იანი ზრდა, წინა პერიოდების მაჩვენებლებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ნელი ზრდა. ბოლო შემოსავლების ანგარიშში გამოჩნდა, რომ მათ გამომწერთა საერთო რაოდენობა 221 მილიონია. მაგრამ ამ კვარტალში კომპანია ნავარაუდევს დაახლოებით 8.5 მილიონით ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ გასული კვარტალი „კალმარის თამაშების“ დიდი პოპულარობის პერიოდი იყო და შესაბამისად, ინვესტორებიც ძლიერ შედეგებს ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსი ჯერ კიდევ შესანიშნავ კონტენტსა და შოუებს აწამოებს, რომლებიც სუპერ პოპულარული ხდება, კომპანია შესაძლოა გარკვეულ ბაზრებზე ჩიხში აღმოჩნდეს და სწორედ ამიტომ მის ძლიერ ზრდას ვერ ვხედავთ.
პირველი კვარტლისთვის, ნეტფლიქსი ელის, რომ შემოსავალი წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით მეტი იქნება და $7.9 მილიარდს შეადგენს. მაგრამ ეს არის ყველაზე დაბალი ზრდა, რომელზეც ეს კომპანია ოდესმე ორინეტირებული ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსს შეიძლება არ ჰქონდეს ისეთი ზრდის ტემპები, როგორიც ადრე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია ცუდი ინვესტიციაა. იქნებ ამ ყველაფერს უბრალოდ სხვა თვალით უნდა შევხედოთ. კომპანიის თქმით, მომავალი კვარტლის დაბალი მოლოდინები იმით არის გამოწვეული, რომ ამ პერიოდში ბევრი ახალი კონტენტი არ გამოდის. ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ მაშინ იხდის გამოწერის საფასურს, როდესაც კონკრეტული შოუ გამოდის, ამიტომ, რადგან ამ პერიოდში ბევრი შოუს გამოსვლა არ არის დაგეგმილი, კომპანიაც არ ელის გამოწერების რაოდენობის დიდად ზრდას. ბოლო 5 წლის განმავლობაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ 2020-2021 წლების მსგავსი იყო 2018-2019 წლებიც, მაგრამ უეცრად კოვიდ-19 გამოჩნდა, ყველა სახლში ჩაიკეტა და გამომწერების რაოდენობაც ძალიან გაიზარდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ 2021 წელი „რეზინის რგოლის“ ეფექტის (მდგომარეობა ბაზარზე, როდესაც მასზე გარკვეული ძალის ზემოქმედებას შეუძლია შექმნას როგორც უზარმაზარი შესაძლებლობები, ასევე მაღალი არასტაბილურობა) მსგავსი იყო. 2020 წელს გამომწერთა რაოდენობა ზედმეტად მაღალი იყო, ამიტომ კომპანიას 2021 წელს უფრო ნაკლები გამომწერი შეემატა. თუ 2020 და 2021 წლების საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, დაახლოებით ისეთ სიდიდეს მივიღებთ, რომელიც ადრე არსებულ ნორმალურ დონესთან ახლოსაა.
ბევრი ინვესტორი ფიქრობდა, რომ ნეტფლიქსისთვის 2022 წელი სხვაგვარად დაიწყებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანია ისევ ტემპის შენელებას იწყებს. კიდევ ერთხელ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კომპანია ცუდია ან მას ჩრდილი ადგება. კომპანია ახლა ორიენტირებულია გეიმინგ ასპექტზეც. ეს გამოწერების კუთხით დიდი უპირატესობაა. ახალი გეიმინგ ასპექტი უფასოა და არანაირ დამატებით საფასურს არ საჭიროებს. ნეტფლიქსს ასევე სჯერა, რომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივართა ბაზის ფორმირება. ისეთი შოუები, როგორებიც არის Bridgerton, Cobra Kai და Stranger Things მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიამ ასევე შექმნა ვებსაიტი, სადაც მომხმარებლებს უზიარებს ისეთ კონტენტს, როგორიც არის მაგალითად კადრები სცენებს მიღმა. საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს.
აღსანიშნავია, რომ Netflix-ის მომხმარებელთა უმეტესობა საერთაშორისო რეგიონებიდან მოდის. ძირითადად, ეს რეგიონებია: აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა. ასევე მოსალოდნელია, რომ ინდოეთსა და ლათინო ამერიკაში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება. მაგრამ ამ ორ რეგიონში Netflix გარკვეულ წინაღობებს აწყდება. ინდოეთის სტრიმინგ პლატფორმების ბაზარზე საკმაოდ დიდი საფასო კონკურენციაა. კომპანიას ინდოეთსა და ლათინო ამერიკაში ფასების დაწევა მოუწია, რადგან საერთო ვალუტის გაცვლა მათ სასარგებლოდ არ ხდება. კარგი ამბავი ის არის, რომ სავარაუდოდ Netflix-ს ამ წლის ბოლოსთვის და მომავალ პერიოდშიც თავისუფალი ფულადი სახსრების კუთხით პოზიტიური მაჩვენებლები ექნება, რაც საკმაოდ კარგია კომპანიისთვის, რომელიც მხოლოდ ახალი კონტენტის შექმნაზეა ორიენტირებული. ახალი კონტენტის შექმნა ძალიან ძვირი ჯდება. თავისუფალი ფულადი ნაკადების პოზიტიური მაჩვენებელი კომპანიას უფრო მეტი შოუს გაკეთების საშუალებას მისცემს. ასევე არსებული შოუების წარმადობაც წარმატებით გაგრძელდება. 2021 წლისთვის, Google Search-ის მიხედვით, ტოპ 10 შოუს შორის 6 Netflix-ის იყო. აქედან Squid Game, Bridgerton და Cobra Kai ტოპ 5-ში მოხვდნენ.
ნეტფლიქსმა შეიძლება თითოეულ შოუში რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ამდენი კონტენტის შექმნაზეა ფოკუსირებული, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ჰიტი გახდება, ამას შეუძლია მთლიან პლატფორმაზე გამომწერთა რაოდენობის ზრდის სტიმულირება. ბოლო შემოსავლების ანგარიშის შემდეგ ფასის მოძრაობა ოდნავ არასისტემატიური იყო და ის საკმაოდ შემცირდა. ცხადია, კომპანიის ზრდის დაბალი ტემპების გამო. თუ ფასი/გაყიდვები (P/S) კოეფიციენტს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც ნეტფლიქსს ოდესმე ჰქონია. ეს ყველაფერი შეიძლება ინვესტორების უკმაყოფილებით იყოს გამოწვეული, რამეთუ ისინი ნეტფლიქსის დიდი ზრდების ისტორიის საფუძველზე მსჯელობენ და უკეთეს შედგებს მოელიან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პლატფორმა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერად გამოიყურება. ტოპ 10 შოუდან 10 ნეტფლიქსის იყო! კომპანია შეიძლება ბევრი ახალი კონტენტის შექმნაზე იყოს ორიენტირებული, მათ ახალი სტუდიებიც კი შეიძინეს, რათა ამ ბაზარზე ფოკუსირდნენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ხსენებული თავისუფალი ფულადი ნაკადების პოზიტიური მაჩვენებელი, რაც აჩვენებს, რომ კომპანიას რაიმე სახის გარე ფინანსური სახსრების მოპოვება არ სჭირდება.