ხუთშაბათს Alibaba-ს აქციების ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ შემოსავლების ანგარიში წარადგინა, მაგრამ მხოლოდ ამ ანგარიშში ნაჩვენები შედეგები არ არის აქციების ფასის კლებაში დამნაშავე.
ელექტრონული კომერციისა და ქლაუდ გამოთვლების გიგანტის შემოსავლებმა 2021 წლის ბოლო 3 თვისთვის $38.1 მილიარდი შეადგინა, რაც Alibaba-ს მონაცემებით 2022 წლის ფისკალური წლის მესამე კვარტალს მიეკუთვნება. შემოსავლები საპროცენტო განაკვეთების, გადასახადებისა და ამორტიზაციის (EBITA) დაქვითვამდე – პრიორიტეტული დაზუსტებული მოგების საზომი – $7 მილიარდი იყო. თითო აქციაზე შემოსავალი – $2.65.
შედეგები მოსალოდნელს დიდწილად ემთხვეოდა, ამასთან, შემოსავალი ოდნავ ნაკლები აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალმა თითო აქციაზე მოლოდინს გადააჭარბა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების თანახმად, მოლოდინები ასეთი იყო: $39 მილიარდი შემოსავალი, აქედან $7 მილიარგი მოგება და EPS (შემოსავალი თითო აქციაზე) – $2.52.
Alibaba-ს აქციების ფასი 4.3%-ით დაბალი იყო წინასაბაზრო ვაჭრობაში. კომპანიის ჰონგ-კონგში დარეგისტრირებული აქციებიის ფასი 6.7%-ით დაეცა ხუთშაბათს, სანამ ჯგუფი შემოსავლების ანგარიშს გამოაქვეყნებდა.
აქციების ფასის დაცემა მთლიანად შემოსავლების ანგარიშთან არ არის დაკავშირებული. აქციები მთელი მსოფლიოს მაშტაბით ხუთშაბათს ეცემა, რადგან ინვესტორები უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგირებენ.