DevSecOps ან განვითარება-უსაფრთხოება-ოპერაციები არის მიდგომა, რომელიც უსაფრთხოების ინტეგრაციის ავტომატიზაციას ახდენს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადიაზე – დაწყებული საწყისი დიზაინით, ინტეგრაციით, ტესტირებითა და განლაგებით, დამთავრებული მისი საბოლოო მიწოდებით. გლობალური DevSecOps ბაზარი მიმდინარე დიგიტალიზაციისგან მძლავრ ზრდის იმპულსს იღებს. ამან კი უსაფრთხოებას, აპლიკაციის განვითარებასთან მიმართებით, ყურადღების ცენტრში ყოფნის საშუალება მისცა. DevSecOps-ს შესამჩნევი მიღწევები ექნება პოსტ კოვიდ-19 ეპოქაში იმის წყალობით, რომ ორგანიზაციებში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ უდაფრთხოების ინტეგრაციას, აპლიკაციის განვითარების ყველა ეტაპზე. კონცეფცია მზარდ ხარჯებს აწდება იმ მოწინავე ავტომატიზაციის ინსტუმენტებზე, რომლებიც განვითარების პროცესებში უსაფრთხოების ინტეგრირებას ისახავს მიზნად და შეამცირებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ ამოცანებს, როგორებიც არის კოდის აუდიტი, საფრთხის მოდელირება, აპლიკაციის ინსტრუმენტაცია და დაუცველობის ანალიზი. ბაზარი მზად არის, დიდი მხარდაჭერა მიიღოს საკვანძო გამაძლიერებელი ტექნოლოგიებისგან, როგორიც არის მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი. ეს ტექნოლოგიები DevSecOps-ის მიერ გამოყენებული სხვადასხვა ავტომატური პროცესის განუყოფელი ნაწილია.
კოვიდ-19-ის კრიზისის ფონზე, DevSecOps-ის გლობალური ბაზარი, რომელიც 2020 წელს $2.9 მილიარდად არის შეფასებული, 2026 წლისთვის, სავარაუდოდ, $17 მილიარდ შესწორებულ ზომას მიაღწევს. ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) საანალიზო პერიოდში 33.1%-ით გაიზრდება. სერვისები, ანგარიშში გაანალიზებული ერთ-ერთი სეგმენტი, სავარაუდოდ 34% CAGR-ით გაიზრდება და საანალიზო პერიოდის ბოლოს $13.3 მილიარდს მიაღწევს. პანდემიისა და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ბიზნეს შედეგების საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ გადაწყვეტების სეგმენტის ზრდა მომდევნო 7 წლის განმავლობაში კორექტირებულია შესწორებულ 31.3% CAGR-მდე. ამ სეგმენტს ამჟამად გლობალური DevSecOps ბაზრის 42.6% უკავია.
აშშ-ის ბაზარი 2021 წელს $1.4 მილიარდად არის შეფასებული, ხოლო 2026 წლისთვის ჩინეთი $2.8 მილიარდს მიაღწევს
აშშ-ში DevSecOps ბაზარი 2021 წელს $1.4 მილიარდად არის შეფასებული. ქვეყანა ამჟამად გლობალურ ბაზარზე 34%-იან წილს იკავებს. ნავარაუდევია, რომ ჩინეთი, მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკა, 2026 წელს $2.8-მილიარდიან ბაზრის წილს მიაღწევს, საანალიზო პერიოდის განმავლობაში CAGR 40.4%-ით. სხვა საყურადღებო გეოგრაფიულ ბაზრებს შორის არის იაპონია და კანადა, რომლებიც პროგნოზის მიხედვით, საანალიზო პერიოდში შესაბამისად 26.2%-ით და 28%-ით გაიზრდება. ევროპაში, სავარუდოდ, გერმანია დაახლოებით 28.6% CAGR-ით გაიზრდება, ხოლო დანარჩენი ევროპული ბაზარი (როგორც ეს კვლევაში არის განსაზღვრული) 2027 წლისთვის $3.7 მილიარდს მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი DevSecOps-ის პროვაიდერებისთვის მიმზიდველი შესაძლებლობა გახდება DevSecOps სერვისებთან და ინსტრუმენტებთან ქლაუდ ტექნოლოგიის მზარდი ადაპტაციიდან გამომდინარე. რეგიონი ქლაუდ გამოთვლებში, ინტერნეტის ტექნოლოგიასა და IT ინფრასტრუქტურის გადაწყვეტებში სწრაფ წინსვლას განიცდის, რაც კომპანიებს DevSecOps სერვისებისა და გადაწყვეტების გამოყენებისკენ უბიძგებს.