იმ დღეს, როდესაც მოსკოვმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დააანონსა, მოსკოვის ბირჟის ინდექსები უფრო დაეცა, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის ან 1998 წლის დეფოლტის დროს. RTS ინდექსი, რომელიც 43 უმსხვილესი კომპანიის დოლარის კაპიტალიზაციას ასახავს, თავის პიკში 40%-ზე მეტით დაეცა. 12:11 საათისთვის ის 41.15%-ით იყო შემცირებული. მოსკოვის ბირჟის რუბლის ინდექსმა იმ მომენტში 36.22%-იანი ვარდნა აჩვენა.
მოსკოვის დროით 11:34 საათისთვის აქციების ფასის კლებაში ლიდერები იყვნენ: Rosneft (-58.5%), En+ (-57.67%), Sberbank (-57.04%), Tinkoff Group (-55.22%) და InterRAO (-54.51%). რუსეთის ფედერაციის მოკლე სახელმწიფო ობლიგაციების წლიური შემოსავალი 15%-17%-მდე გაიზარდა. საკრედიტო დეფოლტის სვოპებმა, რომლებიც რუსეთის დეფოლტის დაზღვევის ღირებულებას ასახავს, 600 ქულას გადააჭარბა.
რუსეთის ბანკმა ბროკერებს დროებით მოკლე გაყიდვები აუკრძალა. ეს განპირობებულია ფინანსურ ბაზარზე არსებული ვითარებით, ასევე ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორების უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის, რისკების შემცირებისა და გადაჭარბებული არასტაბილურობის შეზღუდვის მიზნით.
მოსკოვის ბირჟამ დაიწყო დისკრეტული აუქციონების ჩატარება (ეს არის სპეციალური რეჟიმი, რომელიც ვაჭრობის შეჩერებას ანაცვლებს) ყველა ფასიანი ქაღალდისთვის. ასეთი აუქციონი ყველა აქციისა და სადეპოზიტო სერტიფიკატისთვის ტარდება:
- IMOEX-ის ინდექსის წინასავაჭრო დღის მთავარი სესიის დახურვისას, ამა თუ იმ მიმართულებით 15%-ზე მეტით გადახრის შემთხვევაში.
- ინდივიდუალური აქციის ან სადეპოზიტო სერტიფიკატის 20%-ზე მეტით გადახრის შემთხვევაში.
თითოეული დისკრეტული აუქციონის სერიის საერთო დრო არის 30 წუთი. თითო სერია სამი 10 წუთიანი დისკრეტული აუქციონისგან შედგება.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნისას Sberbank-ის შემოსავლები 75%-მდე დაეცა, რაც 2014 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის გამეორებაა. 11:05 საათის მონაცემებით სხვა რუსული კომპანიების აქიების ფასებიც დაეცა:
- Gazprom: -26%
- Evraz: -10%
- Rosneft: -21%
- Gazprom Neft: -32%
- LMC: -17%
- X5: -20%
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ფონზე, ალუმინი ისტორიულად ძვირდება – ტონაზე $3480-მდე. ლითონის ფასმა 2008 წლის ივლისის რეკორდი მოხსნა – $3380 ტონაზე. ნიკელიც ძვირდება, მისი ფიუჩერსები 5%-ით, ტონაზე $25 600-მდე გაიზარდა. ფასები იზრდება, რადგან დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციებისა და სხვა საპასუხო ზომების შემთხვევაში რუსეთიდან ნიკელის მიწოდება შეიძლება შეფერხდეს. რუსული Norilsk Nickel მსოფლიოში ნიკელის უმსხვილესი მწარმოებელია, მას მსოფლიო ბაზრის 7% უკავია.