კოვიდ-19-ის პანდემიამ შვებულებასა და მოგზაურობაზე ორიენტირებული მრავალი კომპანიის აქცია გაანადგურა. ვაქცინის გამოსვლამდე ამ კომპანიების მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, შემდეგ კი კორონავირუსის დელტა და ომიკრონ ვარიანტებმა განაგრძო ასეთი კომპანიების ნგრევა. ახლა კი, მსოფლიოს მაშტაბით ვაქცინაციის ზრდასთან ერთად, მოგზაურობასა და შვებულებაზე ორიენტირებული კომპანიების მომავალი უფრო ნათელი ჩანს.
Airbnb-ის ზარალი იმდენად დიდი არ ყოფილა, როგორიც სხვა მსგავსმა კომპანიებმა განიცადა. კომპანიამ შეძლო, მრავალი ტენდენციით ესარგებლა, რათა ყველაზე ცუდ დროსაც კი თავისი ბიზნესი წაეწია წინ. კომპანიამ 2022 წლის 15 თებერვალს წარადგინა მეოთხე კვარტალის ანგარიში და მისი შემოსავლისა და მომგებიანობის დონეები უკვე წინა პანდემიურ საფეხურზეა. გამძლეობა, რომელიც Airbnb-მა გვიჩვენა, დასაფასებელია და მენეჯმენტის ინოვაციისადმი წყურვილი გვაფიქრებინებს, რომ კომპანია ზრდას მომავალშიც განაგრძობს. აქედან გამომდინარე, ახლა შეიძლება, Airbnb საუკეთესო არჩევანი იყოს ფულის დასაბანდებლად.
პრე-პანდემიური მაჩვენებლების გაუმჯობესება
ისეთი სასტუმრო ქსელები, როგორებიც არის Hilton Worldwide და Marriot Internationl ჯერ კიდევ 15%-ზე მეტით ჩამორჩებიან მათ საუკეთესო კვარტალურ მაჩვენებლებს, მაგრამ Airbnb-მა მეოთხე კვარტლისთვის $1.5-მილიარდიანი შემოსავალი დააფიქსირა. კომპანიის 2021 წლის შემოსავალი 2019 წლის იმავე მაჩვენებელზე დაახლოებით 25%-ით მაღალი იყო, რაც პანდემიის სიღრმიდან კომპანიის გასაოცარ დაბრუნებას აღნიშნავს. ამ შედეგს ხელი შეუწყო იმან, რომ 4 მილიონზე მეტმა მასპინძელმა თავისი სახლი საცხოვრებლად ხელმისაწვდომი გახადა, სადაც ბევრი სტუმარი ცხოვრობდა და არა ისვენებდა: Airbnb-მა განაცხადა, რომ სტუმრების 20% ერთი თვით ან უფრო დიდი დროით რჩებოდა დაქირავებულ საცხოვრებელში.
შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. კომპანია მიმართულია, რომ პირველ კვარტალში დაჯავშნილი ღამეების მაჩვენებლით 2019 წლის მაქსიმუმს გაუსწროს და რეკორდულ ნიშნულებს მიაღწიოს. ამას გარდა, კომპანიის მომგებიანობა სტაბილურად უმჯობესდება. 2021 წელს კომპანიის თავისუფალმა ფულის ნაკადმა $2.1 მილიარდს მიაღწია, 2019 წელს ეს მაჩვენებელი $97 მილიონი იყო. ამასთან, Airbnb-ის წმინდა დანაკარგი აღდგენის გზაზეა. 2020 წლის ბოლოსა და 2021 წლის დასაწყისში, პანდემიური ვითარებით გამოწვეული დაბალი აქტივობისა და IPO-სთან დაკავშირებული კომპენსაციის ხარჯების გამო, კომპანიის მომგებიანობას პრობლემები შეექმნა, მაგრამ 2021 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში მისმა წმინდა მოგებამ $889 მილიონი შეადგინა.
უწყვეტი ორიენტაცია გამოცდილებაზე
აღმასრულებელი დირექტორი – ბრაიან ჩესკი და Airbnb-ის სხვა წევრები მიღწეული შედეგებით არ კმაყოფილდებიან და განვითარებას განაგრძობენ. კომპანიამ 2021 წელს 150 განახლება გამოუშვა, რათა როგორც სტუმრისთვის, ასევე მასპინძლისთვის, გამოცდილება უფრო სასიამოვნო გაეხადა. ამ ინოვაციების დანერგვისას Airbnb მომხმარებლის ინტერესსა და აზრს ითვალისწინებს. ჩესკიმ საკონფერენციო ზარზე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო პროცესი AirCover-ის შექმნისთვის. AirCover – ეს არის Airbnb-ის სრული დაზღვევა, რომელიც მასპინძელს $1 მილიონის ოდენობით ზარალის ანაზღაურებას სთავაზობს.
ეს ინოვაციები ორმაგად მომგებიანია. პირველ რიგში, კომპანიის ფოკუსირება მომხმარებლებზე, სტუმრებსაც და მასპინძლებსაც უფრო მეტად აფიქრებს Airbnb-ის ბრენდზე, ეს კი მომხმარებელთა ლოიალობას ზრდის. გარდა ამისა, ეს ინოვაციები ადამიანებს არწმუნებს, რომ Airbnb უფრო ხშირად გამოიყნენონ.
ამ შთამბეჭდავი ინოვაციების შედეგად, Airbnb კიდევ უფრო პოპულარული ხდება. კომპანიას 2021 წელს 6 მილიონი ლისტინგი ჰქონდა, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც მას ოდესმე დაუფიქსირებია. მომხმარებლებმა კი, ამავე წელს, Airnbn-ზე თითქმის $47 მილიარდი დახარჯეს, რაც 2019 წელთან შედარებით 23%-იანი ზრდაა.
ზრდა ჯერ კიდევ მოსალოდნელია
Airbnb არ მიიჩნევს, რომ ის უკვე სრულად „გამოჯანმრთელდა“ პანდემიისგან. 2021 წელს ტრანსსასაზღვრო მოგზაურობამ 2019 წლის მხოლოდ 33% შეადგინა, რაც აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში შემცირებული აქტივობით არის გამოწვეული. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ როდესაც ქვეყნები გააგრძელებენ საზრვრების გახსნას, მომხმარებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ისევ კომფორტული გახდება, რაც Airbnb-ისთვის მომგებიანი იქნება.
Airbnb-ის აქციები პრემიით იყიდება. მისი P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი 20-ია, რაც სხვა „სტუმარ-მასპინძლობის“ კომპანიების (მაგალითან Marriot ან Hilton) აქციებთან შედარებით მაღალი შეფასებაა. Airbnb-ის შეთავაზებები როგორც სტუმრებისთვის, ასევე მასპინძლებისთვის, უნიკალური და შეუდარებელია. სწორედ ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ კომპანია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას და აქციონერებისთვის სარგებლის მოტანას გააგრძელებს.
სად განვახორციელოთ ახლა $1000-ის ინვესტიცია?
გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს გააცნობიერეთ:
ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა იმ 10 კომპანიის სია ინვესტორებისთვის, რომელთა აქციების ყიდვაც, მათი აზრით, მომგებიანია… და Airbnb ამ სიაში მოხვდა.