რეი დალიოს ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოში უდიდესი ჰეჯ-ფონდის დამფუძნებლად. მისი ფონდი, Bridgewater Associates, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 105 კლიენტისთვის $223 მილიარდის აქტივებს მართავს. დალიო, მილიარდერი $20 მილიარდამდე საკუთარი ქონებით, ასევე $17 მილიარდის ღირებულების სააქციო პორტფელს მართავს. 2021 წლის მეოთხე კვარტალის განმავლობაში ფონდმა ახალი 137 აქცია შეიძინა. ასევე, დამატებით 229 აქციის შესყიდვა და 89 აქციის გაყიდვა განახორციელა. ამას გარდა, 292 აქციაში წილები შეამცირა. ფონდის 10 ყველაზე მსხვილი ჰოლდინგი, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სეტქორებშია კონცენტრირებული, მთლიანი ფორტფელის 35%-ზე მეტს შეადგენს.
აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების ღონისძიებაზე, დალიომ ხაზი გაუსვა საკუთარ ეკონომიკურ შეხედულებებს, ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორებიც არის: ზრდადი ინფლაცია, კლიმატური ცვლილების კრიზისი და მისი გავლენა ბიზნესზე და აშშ-ის პოლიტიკური ფრაგმენტაცია. ამასთან, დალიომ საზოგადოება გააფრთხილა იმის შესახებ, რომ წიაღისეულ საწვავზე სწრაფად უარის თქმა არ ღირს და არსებულ ეკონომიკურ გარემოში ნავთობის ინდუსტრიაში შემოსავლების დაკარგვა ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას. მან, აგრეთვე, შეაქო ნავთობის მწარმოებლები იმისთვის, რომ ენერგიაზე მომატებულ მოთხოვნას ადეკვატურად პასუხობენ.
თუმცა, დალიომ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ნავთობის ფასის ზრდა აუცილებლად უნდა შეწყდეს, რათა ხალხის მასებმა სარგებელი მიიღოს. იგი იმედოვნებს, რომ მომდევნო თვეებში, ნავთობმწარმოებელი კომპანიები მიწოდების საკმარისად მაღალ დონეს შეინარჩუნებს იმისათვის, რომ ფასები შეამციროს.
ზოგიერთი ამ შეხედულებათაგანი ასახეულია Bridgewater Associates-ის საფონდო ბირჟის აქტივობაზე. დალიო დაკავებული იყოს ისეთი პორტფელის შექმნით, რომელიც საპროცენტო განაკვეთის ზრდით გამოწვეულ ეკონომიკურ ცვლილებებს გაუძლებს.
მეთოდოლოგია
აქციები შერჩეულია Bridgewater Associates-ის მეოთხე კვარტლის ნორმატიული დოკუმენტებიდან. ჰეჯ-ფონდების დამოკიდებულება თითოეული აქციის მიმართ გამოთვლილია 2021 წლის მესამე კვარტისთვის Insider Monkey-ს ბაზაში არსებული 867 ჰეჯ-ფონდის მონაცემების გამოყენებით.
- Starbucks Corporation (NASDAQ:SBUX)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 58
Starbucks Corporation (NASDAQ:SBUX) ვაშინგტონშია დაფუძნებული სპეციალიზებული ყავის (ნებისმიერი ყავა, რომელიც 100 ქულიანი შკალიდან 80-ზე მაღალ შეფასებას იღებს) გამყიდველი კომპანიაა. ელიტარული ჰეჯ-ფონდები ამ კომპანიის აქციების მსხვილ პაკეტებს ფლობს. Starbucks-ის ყველაზე მსხვილი აქციონერია ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო ფირმა Fundsmith LLP, რომელიც ყავის კომპანიის $1.1 მილიარდზე მეტი საერთო ღირებულების 10.7 მილიონ აქციას ფლობს.
2021 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, Bridgewater Associates, Starbucks-ის $229 მილიონის ღირებულების 2.5 მილიონ აქციას ფლობდა, რაც მთლიანი პორტფელის 1.74%-ია. მესამე კვარტალთან შედარებით Bridgewater-ის წილის Starbucks-ში 13%-ით გაიზარდა.
ისევე, როგორც Procter & Gamble Company (NYSE:PG), Costco Wholesale Corporation (NASDAQ:COST) და Johnson & Johnson (NYSE:JNJ), Starbucks Corporation-იც ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომლის აქციებსაც ჰეჯ-ფონდები ყიდულობს.
Wedgewood Partners-მა – აქტივების მართვის ფირმამ, თავის 2021 წლის მეორე კვარტლის წერილში, რომელიც ინვესტორებს მისწერა, წინა პლანზე წამოსწია რამოდენიმე აქცია და მათ შორის Starbucks Corporation-ის აქციებიც იყო.
- Abbott Laboratories (NYSE:ABT)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 63
Abbott Laboratories აწარმოებს და ყიდის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროდუქტებს. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს Bridgewater Associates ამ კომპანიის $307 მილიონის საერთო ღირებულების 2.1 მილიონ აქციას ფლობდა, რაც Bridgewater-ის პორტფელის 1.78%-ს შეადგენდა. 2021 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში ფონდმა თავისი წილი Abbott-ში 17%-ით გაზარდა.
ტოპ ჰეჯ-ფონდები Abbott Laboratories-ის აქციებს ყიდულობს. მათ შორის არის ოჰაიოში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია – Diamond Hill Capital, რომელიც Abbott-ის წამყვანი აქციონერია $732 მილიონზე მეტის ღირებულების 6.2 მილიონი აქციით.
Polen Capital-მა – აქტივების მართვის ფირმამ, 2021 წლის მეორე კვარტალში ინვესტორებისადმი მიწერილ წერილში, გამოჰყო რამოდენიმე აქცია და მათ შორის Abbott Laboratories-ის აქციებიც იყო.
- Walmart Inc. (NYSE:WMT)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 71
Walmart Inc. ფლობს და მართავს საცალო ვაჭრობის მაღაზიების ქსელს. Wall Street-ზე მისი აქციების საცალო ვაჭრობის კომპანიების აქციებიდან ერთ-ერთი ფავორიტია. საინვესტიციო კომპანია – Fisher Asset Management, რომელიც ვაშინგტონშია დაფუძნებული, $1.8 მილიარდის ღირებულების 13 მილიონი აქციით, Walmart-ის წამყვანი აქციონერია.
ბოლო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში Bridgewater Associates, Walmart-ის $409 მილიონის ღირებულების 2.8 მილიონ აქციაზე მეტს ფლობდა, რაც ფონდის პორტფელის 2.38%-ია. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, Bridgewater-მა თავისი პოზიციები Wallmart-ში 44%-ით შეამცირა.
- McDonald’s Corporation (NYSE:MCD)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 58
McDonald’s Corporation მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობს და მართავს სწრაფი კვების რესტორნებს. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს Bridgewater Associates, McDonald’s-ის $449 მილიონის ღირებულების 1.6 მილიონ აქციას ფლობდა, რაც ფონდის პორტფელის 2.61%-ს შეადგენდა. მეოთხე კვარტლის განმავლობაში საინვესტიციო ფირმამ წილი McDonald’s-ში 16%-ით გაზარდა.
McDonald’s-ის დიდ წილებს მრავალი ჰეჯ-ფონდი ფლობს. 2021 წლის მესამე კვარტლის დასასრულს McDonalds’s-ის მფლობელი ჰეჯ-ფონდების რაოდენობა 58 იყო, რაც მთლიანობაში $3.3 მილიარდი გამოდის. მის წინა კვარტალში კი 66 ჰეჯ-ფონდი ფლობდა $2.7 მილიარდიან წილს.
- Alibaba Group Holding Limited (NYSE:BABA)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 115
Alibaba Group Holding Limited არის ჩინეთში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია. Fisher Asset Management – ვაშინგტონში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია, Alibaba Group Holding Limited-ის წამყვანი აქციონერია და $2 მილიარდის ღირებულების 14 მილიონ აქციას ფლობს.
ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში Bridgewater Associates ამ კომპანიის 4.2 მილიონ აქციას ფლობდა – $507 მილიონი საერთო ღირებულებით. ეს Bridgewater Associates-ის პორტფელის 2.94%-ია. ფონდმა კვარტლიდან კვარტლამდე, ოქტომბერი-დეკემბრის შუალედში, Alibaba-ში წილი 30%-ით გაზარდა.
Procter & Gamble Company, Costco Wholesale Corporation-სა და Johnson & Johnson-სთან ერთად, Alibaba Group Holding Limited ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლის აქციებითაც ინსტიტუციონალური ინვესტორები ინტერესდებიან.
Polen Capital Management-მა – აქტივების მართვის ფირმამ, თავის 2021 წლის პირველი კვარტლის წერილში, რომელიც ინვესტორებს მისწერა, წინა პლანზე წამოსწია რამოდენიმე აქცია და მათ შორის Alibaba Group Holding Limited-ის აქციებიც იყო.
- The Coca-Cola Company (NYSE:KO)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 61
The Coca-Cola Company ოპერირებს, როგორც სასმელების ფირმა. Wall-Steet-ზე, სასმელის მწარმოებელი კომპანიის აქციებს შორის, Coca-Cola-ს აქციები ყველაზე პოპულარულია. ნებრასკაში დაფუძნებული ფირმა – Berkshire Hathaway, Coca-Cola-ს წამყვანი აქციონერია, ფლობს რა $20 მილიონზე მეტი ღირებულების 400 მილიონ აქციას.
უკანასკნელი მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს Bridgewater Associates-ის აქციების რაოდენობა Coca-Cola-ში 8.6 მილიონზე მეტს შეადგენდა (მთლიანი ღირებულება $514 მილიონზე მეტი), რაც Bridgewater-ის პორტფელის 2.99% იყო. წინა წელს, ოქტომბერი-დეკემბრის შუალედში, ფონდმა Coca-Cola-ში წილი 4%-ით გაზარდა.
- Costco Wholesale Corporation (NASDAQ:COST)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 55
Costco Wholesale Corporation ფლობს და მართავს საწევრო დიდ საბითუმო მაღაზია-საწყობებს. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს Bridgewater Associates ამ კომპანიაში, $519 მილიონის ღირებულების 915 635 აქციას ფლობდა, რაც მისი პორტფელის 3.02% იყო. 2021 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში, წინა კვარტლის შემდეგ, ფონდმა Costco Wholesale Corporation-ში თავის წილი 8%-ით გაზარდა.
Ensemble Capital-მა – აქტივების მართვის ფირმამ, 2021 წლის პირველ კვარტალში ინვესტორებისადმი მიწერილ წერილში, გამოჰყო რამდენიმე აქცია და მათ შორის Costco Wholesale Corporation აქციებიც იყო.
- Johnson & Johnson (NYSE:JNJ)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 88
Johnson & Johnson აწარმოებს და ყიდის ჯანმრთველობაზე ზრუნვის პროდუქტებს. ამ კომპანიის აქციები ერთ-ერთი ყველაზე კარგი ღირებულებითი აქციებია ბაზრის უფრო მეტად არაპროგნოზირებადობის ფონზე. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს მონაცემებით, Johnson & Johnson-ის $6.8 მილიარდის ღირებულების აქციებს Insider Monkey-ს მონაცემთა ბაზაში არსებული 88 ჰეჯ-ფონდი ფლობდა, წინა კვარტალთან შედარებით ეს რაოდენობა არ შეცვლილა, მაგრამ მაშინ აქციების საერთო ფასი $7 მილიარდი იყო.
ბოლო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ბოლო კვარტალში, Bridgewate Associates ამ კომპანიის $529 მილიონის ღირებულების 3 მილიონ აქციას ფლობდა, რაც მისი პორტფელის 3.08% იყო. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფონდის წილი Johnson & Johnson-ში 13%-ით გაიზარდა.
- PepsiCo, Inc. (NASDAQ:PEP)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 61
PepsiCo, Inc. ნიუ-იორკში დაფუძნებული კვების და სასმელი პროდუქტების კომპანიაა. 2021 წლის დეკემბრის ბოლოსთვის Bridgewater Associates ამ კომპანიის $530 მილიონის ღირებულების 3 მილიონზე მეტ აქციას ფლობდა, რაც მისი ფორტფელის 3.08%-ს შეადგენდა. მეოთხე კვარტლის განმავლობაში საინვესტიციო ფირმის წილი PepsiCo-ში 14%-ით გაიზარდა.
PepsiCo-ს აქციები, Wall Street-ზე, საკვები პროდუქტების კომპანიების აქციებიდან ერთ-ერთი ფავორიტია. 2021 წლის მესამე კვარტლის დასასრულის მონაცემებით, PepsiCo-ს $4 მილიარდის ღირებულების აქციებს Insider Monkey-ს მონაცემთა ბაზაში არსებული 61 ჰეჯ-ფონდი ფლობდა, წინა კვარტალში ჰეჯ-ფონდების რაოდენობა 66 იყო, ხოლო მათ მიერ განკარგული აქციების საერთო ღირებულება – $5 მილიარდი.
1.The Procter & Gamble Company (NYSE:PG)
ჰეჯ-ფონდების მფლობელთა რაოდენობა: 69
The Procter & Gamble Company ყიდის შეფუთულ სამომხმარებლო საქონელს. კომპანიის ლიდერი აქციონერია საინვესტიციო ფირმა – Cedar Rock Capital, ის $1 მილიარდზე მეტი ღირებულის 7.4 მილიონ აქციას ფლობს.
ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს, Bridgewater Associates, The Proctor & Gamble Company-ს $848 მილიონის მთლიანი ღირებულების 5 მილიონ აქციას ფლობდა. ეს ფონდის ფორტფელის 4.93%-ს წარამოდგენდა. ოქტომბრიდან დეკემბრამდე ფონდმა თავისი წილი ამ კომპანიაში 11%-ით გაზარდა.