• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქცია, რომელიც თებერვალში უნდა შეიძინოთ

თებერვალი 18, 2022
in სიახლეები
3 ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქცია, რომელიც თებერვალში უნდა შეიძინოთ
გაზიარება

ნუ იფიქრებთ, რომ წინა წელს დაწყებული ბიოტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასების კლება მუდმივად გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველა ასეთ აქციას არ განუცდია კრიზისი. თუმცა კომპანიები, რომლებსაც გარკვეული კრიზისი შეეხო, ახლა კარგ პოზიციაშია მდგომარეობის გამსოასწორებლად.

ექსპერტები გვთავაზობენ სამ ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციას, რომლის ყიდვაც თებერვალში ღირს. ეს კომპანიებია: Gilead Sciences (NASDAQ:GILD), Novavax (NASDAQ:NVAX) და Vertex Pharmaceuticals (NASDAQ:VRTX).

Bioscience

ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ დიდი ბიოტექნოლოგიური კომპანიის გრძელვადიან პერსექტივებს

ეს თვე კარგი დროა იმისათვის, რომ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences-ის აქციები შეიძინოთ. აქციების ფასი 52-კვირიან მინიმუმთან ახლოსაა მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისიდან დაახლოებით 14%-ით შემცირდა. უნდა ვაღიაროთ, რომ 2021 წლის ბოლო 3 თვეში კომპანია კარგი წარმადობით არ ხასიათდებოდა. მეოთხე კვარტალში მისმა წმინდა გაყიდვება $7.2 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლები იყო.

მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის წინ ბიზნესისთვის საინტერესო კატალიზატორებია. Gilead-ის lenacapavir (ექსპერიმენტული მედიკამენტის დასახელება) HIV-ით (ადამიანის ორგანიზმში იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი) დაავადებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, ყოველდღიური აბების მიღების ნაცვლად, წელიწადში ორჯერ ინიექცია გაიკეთონ. კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) მედიკამენტს განიხილავს და შეიძლება გადაწყვეტილება ამ წლის პირველ ნახევარში იქნას მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ FDA-ს მიერ Gilead-ისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება ბევრი HIV პაციენტის მდგომარეობას შეცვლის, აქციების ფასიც, სავარაუდოდ, მყისიერად გაიზრდება.

Gilead ასევე მიისწრაფვის, რომ იყოს მეტი, ვიდრე მხოლოდ HIV-ის სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია. დღესდღეობით ბიზნესის ძირითადი ნაწილი თავმოყრილია HIV-ის მედიკამენტების ირგვლივ, რამაც 2021 წელს გაყიდვების ¾ შეადგინა (კომპანიის კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის – Veklury-ის გაყიდვებისგან მიღებული შემოსავლის ჩაუთვლელად).

გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია ონკოლოგიაზე და ამ მიმართულებით ამჟამად 20-ზე მეტი ცდა მიმდინარეობს, რომელთაგან რამოდენიმე ტესტირების მესამე ფაზაშია. მის ყველაზე პერსპექტიულ მედიკამენტებს შორის არის Trodelvy, რომელიც მრავალი სახის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. 2021 წელს (ეს Trodelvy-სთვის პირველი სრული წელი იყო ბაზარზე) მედიკამენტმა კომპანიას $380 მილიონის გაყიდვები მოუტანა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 8-ჯერ მეტია. მოსალოდნელია, რომ პიკში მედიკამენტი $5 მილიარდის  ოდენობით შემოსავალს მოიტანს.

Gilead-ს მომავალში ზდის დიდი პოტენციალი აქვს, რაც მასში ინვესტირიებას მიმზიდველს ხდის. ასევე, კომპანია ინვესტორებს 4.6%-იან დივიდენდებს უხდის.

 შესაძლოა, ბიოტექნოლოგიური კომპანიებისთვის შესანიშნავი წელი იყოს

Novavax კორონავირუსის ვაქცინების ბაზარზე ლიდერებს ჩამორჩა. ეს გამოწვეული იყო წარმოების პრობლემებით, რამაც შეაყოვნა კომპანიის მიერ წამყვანი კანდიდატის რეგულაციური დოკუმენტების წარდგენა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ მაინც მოახერხა და აშშ-ში კრიტიკულ მდგომარეობაში გამოყენების ავტორიზაცია (EUA) მიიღო. Novavax-მა EUA სხვა იურისდიქციის ფარგლებშიც მოიპოვა, მათ შორის აღსანიშნავია ევროპული გაერთიანება.

კვლავინდებურად ძალაშია კოვიდ-19-სთვის ეფექტური ვაქცინის შექმნის საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის ვარიანტით გამოწვეული ტალღა უფერულდება, ნუ გაგვიკვირდებათ, თუ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოჩნდება. ანალიტიკოსები ელიან, რომ 2022 წელს Novavax-ის შემოსავალი $4.94 მილიარდს შეადგენს, თითო აქციაზე $29.31-იანი შემოსავლით. ეს კი აშკარა წინსვლა იქნება წინა წელთან შედარებით.

ამასთან, კომპანიამ შექმნა გრიპის ვაქცინა ზრდასრულებისთვის (65+ ასაკისთვის), რომელმაც კლინიკური ტესტირების ბოლო სტადიაზე ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. ამით კი Novavax-ს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერთან კონკურენციის საშუალება მიეცა.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ მხოლოდ ბოლო 6 თვეში ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა, ახლა შესანიშნავი დროა პოზიციებისა გასახსნელად და Novavax-ში ინვესტიციის ჩასადებად. კომპანიამ შეიძლება მომდევნო რამოდენიმე თვეში ვერ შეძლოს მდგომარეობის მკვეთრად შეცვლა, მაგრამ ის ვინც გრძელვადიან პერსპექტივაში მომავალ ხედავს, შესაძლოა საბოლოოდ დაჯილდოვდეს.

მზადყოფნა უფრო მაღალ სიჩქარეში გადასართავად

ზოგიერთი ბიოტექნოლოგიური კომპანია ერთ ადგილზე იყინება, რადგან ისინი კომერციული წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ. სხვები ახალ საფეხურზე გადადიან და ერთ არეალში წარმატებას აღწევენ, მაგრამ საქმიანობას არ აფართოებენ.

თუმცა ზოგიერთი გამორჩეული ბიოტექნოლოგიური კომპანია ახერხებს დომინირებას ერთ სფეროში, შემდეგ კი საქმიანობას აფართოებს და სხვა დარგშიც გიგნატი ხდება. როგორც ჩანს, Vertex Pharmaceuticals მზად არის საქმიანობის ახალ საფეხურზე ასაყვანად.

Vertex უკვე მონოპოლისტია იშვიათი გენეტიკური დაავადების – კისტოზური ფიბროზის (CF) გამომწვევი მთავარი მიზეზის მკურნალობაში. მაგრამ ამ მიმართულებით კომპანიას ჯერ კიდევ აქვს გაფართოების საშუალება, მაგალითად, მას შეუძლია მიიღოს ნებართვა  CF-თი დაავადებული ახალგაზრდა ასაკის ჯგუფების მკურნალობისთვის. მაგრამ Vertex-ს არ სურს საკუთარი თავის მხოლოდ CF-თი ლიმიტირება.

კომპანია და მისი პარტნიორი – CRISP Therapeutics ამ წელს, მოგვიანებით გეგმავენ მიიღონ რეგულაციური ნებართვა CTX001-ით ბეტა თალასემიისა და ნამგლისებრი-უჯრედოვანი ანემიის მკურნალობისთვის.

Vertex ასევე ავითარებს ექპერიმენტულ მედიკამენტს – VX-147-ს, რომელიც APOL1 შუამავლობით გამოწვეული ღვიძლის დაავადების საკმურნალო კვლევის ბოლო სტადიაზეა. Vertex-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა – სტიუარტ არბაკლმა კომპანიის მეოთხე კვარტალის თათბირზე განაცხადა, რომ VX-147 Vertex-სთვის მულტიმილიარდიანი შესაძლებლობაა. კომპანია ასევე ელის, რომ VX-548-ის (მწვავე ტკივილის სამკურნალო მედიკამენტის) მეორე ფაზის კვლევის შედეგები მალე გახდება ცნობილი. ამასთან, Vertex დიდ იმედებს ამყარებს პირველი ხარისხის დიაბეტის სამკურნალო პროგრამაზე.

Vertex-ის აქციები ამჟამად იყიდება მოსალოდნელზე 16.5-ჯერ მეტად. მისი CF-ში და სხვა მიმართულებებით უზარმაზარი ზრდიდან გამომდინარე, ამ კომპანიის აქციების შეძენა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მომგებიან აღმოჩნდეს.

წინა

Nvidia-ს შემოსავალმა მე-4 კვარტლის შეფასებებს აჯობა

შემდეგი

3 ხერხი პორტფელის გასამყარებლად, რათა ბაზრის კრახისას მშვიდად იძინოთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ხერხი პორტფელის გასამყარებლად, რათა ბაზრის კრახისას მშვიდად იძინოთ

3 ხერხი პორტფელის გასამყარებლად, რათა ბაზრის კრახისას მშვიდად იძინოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved