• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

განახლებადი ენერგიის Top მწარმოებლები და მათი აქციები, როგორც 2022 წელს ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება

მარტი 23, 2022
in სიახლეები
განახლებადი ენერგიის Top მწარმოებლები და მათი აქციები, როგორც 2022 წელს ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება
გაზიარება

გლობალური ეკონომიკა ენერგიის წყაროების შესაცვლელად სწრაფი ტემპით მუშაობს. კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიო, ნავთობთან შედარებით, უფრო სუფთა ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადადის. ამ პროცესში მომავალი 3 დეკადის მანძილზე, $100 ტრილიონის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება.

ენერგიის წყაროს ცვლილების პროცესში განახლებადი ენერგია გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ამ სტატიაში კი გაეცნობით, თუ როგორ განახორციელოთ ინვესტიცია განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში.

Solar Panels

რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია სუფთა ენერგიის აქციებში?

განახლებადი ენერგიის წყაროების წარმადობა, როგორებიც არის ქარი, მზე და ჰიდროენერგეტიკა, ამ დროისთვის, ინდუსტრიის მიერ გამომუშავებული ენერგიის მეოთხედს შეადგენს. ინდუსტრია აქტიურად იზრდებოდა და ბოლო დეკადის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ს შეადგენდა. თუმცა, კლიმატური ცვლილებების ფონზე, ეს პროცესებიც აჩქარდა და ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო.

კლიმატური ცვლილებები კომპანიებსა და სხვა ინსტიტუტებს აიძულებს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლის შესრულებაზე ორიენტირდნენ. ბევრი კომპანია ხელს აწერს ელექტროენერგიის შეძენის ხელშეკრულებებს (PPA) ელექტროენერგეტიკული კომპანიებისგან განახლებადი რესურსების საშუალებით წარმოებული ელექტროენერგიის შესაძენად. ამავდროულად, სხვა კომპანიები ინვესტიციებს დებენ პირდაპირ განახლებადი ენერგიის განვითარების პროექტებში. გარდა იმისა, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენება კომპანიის  სოციალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, ენერგიის ასეთი წყაროები ძალიან ეკონომიური ხდება მზის პანელების, ქარის ტურბინებისა და ენერგიის შემნახველი ბატარეების ფასების კლების გამო. ეს კი ამ სექტორს ინვესტირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

ამ საკითხზე მთავრობებიც მუშაობენ. 2021 წლის აგვისტოში, აშშ-ს სენატმა მიიღო $1.2 ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის პაკეტი, რაც სუფთა ენერგიაში ჩადებული ინვესტიციების დაჩქარების ფონდსაც მოიცავს.

 

ტოპ 5 განახლებადი ენერგიის აქცია

ბევრი კომპანია ორიენტირებულია განახლებად ენერგიაზე, რაც მათ შესანიშნავ პოზიციაზე აყენებს ამ ინვესტირების მეგატრენდიდან საგრებლის მისაღებად. მწვანე ენერგეტიკის წამყვანი კომპანიებია:

განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანიების აქციები აბრევიატურა საბაზრო კაპიტალი
Brookfield Renewable (NYSE:BEP) (NYSE:BEPC) $10.7 მილიარდი
Clearway Energy (NYSE:CWEN) (NYSE:CWEN.A) $3.6 მილიარდი
First Solar (NASDAQ:FSLR) $10.1 მილიარდი
NextEra Energy (NYSE:NEE) $169.3 მილიარდი
SolarEdge Technologies (NASDAQ:SEDG) $14.1მილიარდი

Brookfield Renewable

Brookfield Renewable განახლებად ენერგიაში გლობალური ლიდერია. ეს კომპანია მსოფლიოში ჰიდროელექტრული ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელია, რამაც 2021 წელს მისი პორტფელის 62% შეადგინა. Brookfield, ასევე, ქარისა (საზღვაო და სახმელეთო) და მზის ენერგიების წარმოების მზარდი გამოცდილება აქვს.

Brookfield-ს მიღწევების შესანიშნავი ისტორია აქვს. დაარსებიდან კომპანიამ წლიური 20%-იანი ამონაგები მიიღო. მისი ასეთი ზრდა პორტფელის გაფართოებითა და ახალი პროექტებით იყო განპირობებული. Brookfield მომავალში კიდევ უფრო დიდ ზრდას აპირებს, წლიურად 20%-ით 2025 წლამდე, განახლებადი ენერგიის განვითარების პროექტებით პორტფელის გაფართოებისა და დამატებითი შენაძენების საშუალებით. ამან კი კომპანიას შესაძლებლობა უნდა მისცეს მისი წლიური დივიდენდები 5%-დან 9%-მდე გაზარდოს, რაც ამ კომპანიაში ინვესტირებას ძალიან მიმზიდველს ხდის.

Clearway Energy

Clearway Energy აშშ-ში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელია. ის თავის ქარისა და მზის ენერგიების პორტფელს, მაღალეფექტური, ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებითა და ცენტრალური ენერგეტიკული აქტივებით ავსებს. Clearway ასევე ელექტროენერგიას PPA-ს მეშვეობით ყიდის, რაც მისი ფულადი რესურსების მყარ ბრუნვას უზრუნველყოფს.

Clearway-მ წლების განმავლობაში აქციონერებისთვის საკმაოდ დიდი ღირებულება შექმნა, მისი დაარსებიდან მთლიანი წლიური ამონაგების 10%-მდე გაზრდით. აღსანიშნავია, რომ მისი წლიური ამონაგები დაახლოებით ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2018 წლიდან კომპანიაზე კონტროლი Global Infrastructure Partners-მა აიღო.

ასე გაზრდილმა შემოსავლებმა კომპანიას საშუალება მისცა გაეფართოვებინა პორტფოლიო, გაეზარდა ბრუნვა და დივიდენდები. კომპანია ელის, რომ მომავალში ეს სამივე მაჩვენებლი ზრდას განაგრძნობს. Clearway მომდევნო წლებისთვის წლიური დივიდენდების 5%-დან 8%-მდე ზრდას და ამავდროულად მყარი ფინანსური პროფილის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

Wind Turbines

First Solar

First Solar აწარმოებს თხელფირიან მზის პანელებს. ამ ტიპის პანელი, რომელიც სხვებზე დიდია, სხვა კონკურენტ ტექნოლოგიებზე უფრო მეტ გამოყენებად ენერგიას აწარმოებს.

აქციების პირველადი განთავსების შემდეგ, კომპანიამ აქციონერებს წლიურად დაახლოებით 9.5%-იანი შემოსავალი მოუტანა. First Solar, აქციონერებისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შესაქმნელად, შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება, მზის პანელებზე გაზრდილი მოთოვნიდან გამომდინარე. 2021 წელს კომპანიამ $1.5 მილიარდის ოდენობით წმინდა მოგება მიიღო და ეს მომავალი განვითარებისთვის საკმარის ფინანსურ მოქნილობას აძლევს.

NextEra Energy

NextEra Energy ქარისა და მზის ენერგიის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია. კომპანიას აქციონერებისთვის ღირებულების შექმნის შესანიშნავი ისტორია აქვს. ბოლო დეკადის განმავლობაში მან 700%-იანი ამონაგები მოიტანა. კომპანიის ზრდის ტემპები საშუალოზე მაღალია. NextEra-მ, 2005 წლის შემდეგ, თითო აქციაზე კომპლექსური წლიური განაკვეთი 8.7%-მდე, ხოლო დივიდენდების წლიური განაკვეთი 9.6%-მდე გაზარდა.

კომპანია 2023 წლისთვის წლიური შემოსავლების  6%-დან 8%-მდე ზრდას იმედოვნებს, რაც განახლებად ენერგიაში ინვეტსირების გაგრძელებით იქნება გამოწვეული. ამან კი 2022 წლისთვის დივიდენდები 10%-მდე უნდა გაზარდოს.

SolarEdge Technologies

SolarEdge Technologies აწარმოებს და ავითარებს გაუმჯობესებულ უკუგარდამქმნელ სისტემას. ეს კომპონენტი მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ენერგიის დონეს მაქსიმუმამდე ზრდის და სისტემის მიერ წარმოქმნილი ენერგიის დანახარჯებს ამცირებს.

SolarEdge-მა თავისი ისტორიის მანძილზე ფენომენალური ღირებულება შექმნა. აქციების პირველადი განთავსების შემდეგ კომპანიამ დაახლოებით 50% წლიური შემოსავალი მოიტანა.

First Solar-ის მსგავსად, SolarEdge-სთვისაც მომგებიანი იქნება მზის პანელებზე მოთხოვნის გაზრდა. 2019 წელს მზის ენერგიის წილი 11% იყო და ნავარაუდევია, რომ ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 38%-ს მიაღწევს. ამგვარი ზრდა კომპანიას უფრო მეტი განვითარებისა და ბაზარზე გაფართოების საშუალებას მისცემს. 2021 წლისთვის საბალანსო ფურცელზე კომპანიის წმინდა ნაღდი ფული $500 მილიონს შეადგენდა.

განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ფულის დაბანდებამ ინვესტორებს მყარი მოგება უნდა მოუტანოს

 კლიმატის ცვლილება და სოციალური პასუხისმგებლობის მომატება არის ორი უდიდესი კატალიზატორი სუფთა ენერგიის რევოლუციისა. ეს ფაქტორები მომავალ დეკადებში ტრილიონობით ინვესტიციების ჩადებას გამოიწვევს.

ამ ინდუსტრიაში ჩართვა ინვესტორებისთვის შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. ამ „მწვანე“ კომპანიებმა უკვე დაადასტურეს, რომ ღირებულებები არიან და მომავალი განვითარებისთვის საკმარისი ფინანსური სიძლიერე აქვთ.

წინა

რამდენად მომგებიანია ახლა Twitter-ის აქციების შეძენა?

შემდეგი

უორენ ბაფეტის აქციები: რა იყიდა და გაყიდა Berkshire Hathaway-მ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტის აქციები: რა იყიდა და გაყიდა Berkshire Hathaway-მ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved