მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საფონდო ბირჟა საფრთხის შემცველი ჩანს, მასში ინვესტირება ერთი-ერთი საუკეთესო გზაა თანხის დასაგროვებლად. სინამდვილეში, თუ თქვენ შეგიძლიათ საფონდო ბირჟაზე თვიურად $200-ის ინვესტირების უფლება მისცეთ საკუთარ თავს, შესაძლოა, ასობით ათასი დოლარი ან მეტი გამოიმუშაოთ.
საფონდო ბირჟაზე მილიონის გამომუშავება, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ეს არც ისეთი რთულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სწორი სტრატეგიით შეგიძლიათ $1 მილიონი დააგროვოთ თვეში $200-ის ინვესტირებით. აი როგორ:
Investing
სწორი ინვესტიციების შერჩევა
როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, არ არსებობს რაიმე უნივერსალური მიდგომა, რადგან თითოეულ ადამიანს გააჩნია პრიორიტეტებისა და რისკისადმი ტოლერანტობის უნიკალური ხარისხი. თუმცა არსებობს ინვესტირების ერთი ტიპი, რომელიც შეიძლება ბევრი ინვესტორისთვის შესაბამისი იყო. ეს არის S&P 500 გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF).
S&P 500 ETF არის ფონდი, რომელიც მიჰყვება S&P 500-ის ინდექსს. ამიტომ, ის შეიცავს იმავე აქციებს, რომელსაც ეს ინდექსი. ამ ფონდში გაერთიანებული ყველა 500 კომპანია აშშ-ში ყველაზე დიდი და ძლიერი კორპორაციაა, ისეთი კომპანიების ჩათვლით, როგორიც არის: Apple, Amazon და Microsoft.
რადგანაც ფონდში მხოლოდ გიგანტი კორპორაციებია გაერთიანებული, მეტად სავარაუდოა, რომ ის საფონდო ბირჟის რყევებს გაუძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება მცირედი ვარდნები განიცადოს, S&P 500 ETF-ის ყველაზე საშინელი დაცემებისგან აღდგენის ისტორია დეკადებს ითვლის. მაშინ, როცა ინვესტირებაში არაფერია გარანტირებული, დიდია შესაძლებლობა, რომ S&P 500 ETF მომავალ ვარდნებსაც გაუძლებს.
მილიონ დოლარიანი პორტფელის შექმნა
ისტორიულად S&P 500-ს ყოველწლიურად საშუალოდ 10% ამონაგები მოჰქონდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ყოველწლიურად 10%-იან შემოსავალს ვერ მიიღებთ, დეკადების განმავლობაში თქვენ მიერ მიღებული შემოსავლების საშუალო მაჩვენებელი 10% იქნება.
ინვესტირებით $1 მილიონის დააგროვებაში დრო თქვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია. რაც უფრო მეტი ხნით შეგიძლიათ თქვენი შემოსავლების მისაღებად მოცდა, მით ნაკლების ინვესტირება მოგიწევთ ყოველთვიურად.
დავუშვათ, ყოველთვიურად $200-ს აბანდებთ და საშუალო წლიური შემოსავალი 10%-ია. ასეთ შემთხვევაში $1 მილიონს დაახლოებით 40 წელში დააგროვებთ.
არ გაქვთ 40 წელი ინვესტირებისთვის? არაუშავს. ყოველთვიურად ცოტათი მეტის ინვესტირებით, უფრო ნაკლებ დროში შეძლებთ $1 მილიონის დაგროვებას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, თუ 10%-იანი საშუალო წლიური შემოსავლის პირობებში რამდენის ინვესტირება დაგჭირდებათ ყოველთვიურად იმისათვის, რომ საფონდო ბირჟაზე მილიონერად იქცეთ.
წლების რაოდენობა | ყოველთვიური ინვესტიცია | მთლიანი დანაზოგი |
35 | $325 | $1.057 მილიონი |
30 | $525 | $1.036 მილიონი |
25 | $875 | $1.033 მილიონი |
10 | $1500 | $1.031 მილიონი |
რაც მეტი დრო გაქვთ, მით უფრო მარტივია მილიონდოლარიანი პორტფელის შექმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვიან დაწყების შემთხვევაში ეს მიზანი მიუღწეველია.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენის ინვესტირების საშუალება გაქვთ ამჟამად, სჯობს ეს ახლა დაიწყოთ, ვიდრე სამომავლოდ გადადოთ. ახლა ცოტაოდენი ინვესტირების შემთხვევაშიც კი, გარკვეული დროის შემდეგ საბოლოო ჯამში შეიძლება დიდი დანაზოგი მიიღოთ. ამ სწორი სტრატეგიით, შეიძლება საფონდო ბირჟაზე მილიონერად ქცევის გზაზე იდგეთ.