Monster Beverage-სსა (MNST) და Constellation Brands-ის (STZ) შეერთების პროცესები პროგრესირებს. იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ეს საკითხი ნაცნობია, ამაზე Bloomberg-თან განაცხადეს. მათი თქმით, ამ ორ კომპანიას შორის შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნას, თუ მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის. წინასაბაზრო სესიაზე (premarket) STZ-ის აქციების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო MNST-ის – 3.1%-ით.
Arista Networks-ის (ANET) მიერ წარდგენილი მოხსენების მიხედვით, თითოეულ აქციაზე კვარტალური შემოსავალი 82 ცენტია, რაც მოსალოდნელზე 9 ცენტით მეტია. ANET-ის შემოსავალმა ვოლ სტრიტის პროგნოზებსაც გადააჭარბა. Premarket-ზე Arista-ს აქციების ფასი 10.1%-ით გაიზარდა.
Restaurant Brands-მა (QSR) თითო აქციისთვის 74-ცენტიანი გამომუშავებით, მოლოდინს 4 ცენტით გადააჭარბა. შემოსავალიც მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.
BorgWarner-ის (BWA) კვარტალურმა მოგებამ თითო აქციაზე $1.06 შეადგინა, ეს კი ნავარაუდევზე 75 ცენტით მაღალია. BWA აუტომობილების კომპონენტების წარმოებითაა დაკავებული. მისმა შემოსავალმაც გადააჭარბა პროგნოზს. BorgWarner-ის აქციების ფასი, წინასაბაზრო სესიაზე ვაჭრობისას, 1%-ით გაიზარდა.
Marriot-ის (MAR) აქციების ფასმა premarket-ზე 3%-იანი ნახტომი განიცადა, მას შემდეგ, რაც მან უკანასკნელ კვარტალში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Marriot თითო აქციისთვის $1.30-ს გამოიმუშავებს, რაც მოლოდინს 31 ცენტით აჭარბებს – ვაქცინაციის ფონზე მომატებული დატვირთულობის მაჩვენებლის წყალობით.
Zoetis-ის (ZTS) აქციების ფასი premarket-ზე ვაჭრობისას 2%-ით გაიზარდა. ეს კვარტალური პროგნოზით მოსალოდნელზე უკეთესია. თითო აქციაზე $1-ის გამომუშავებით, Zoetis-მა მოლოდინს 4 ცენტით გადააჭარბა.
Intel-მა (INTC) დაანონსა გარიგება ისრაელი ჩიპების მწარმოებელის – Tower Semiconductor (TSEM) შეძენის შესახებ – თითო აქციის $53-ად ან მთლიანობაში $5.4 მილიარდად, რაც ორშაბათს დახურულ ფასზე 60%-ით მეტია. Tower ამზადებს ჩიპებს ფართო ასორტიმენტის ინდუსტრიებისთვის: სამედიცინო, საავტომობილო და სამომხმარებლო პროდუქტებისთვის. წინასაბაზრო სესიაზე Tower-ის აქციების ფასი 44.6%-ით გაიზარდა, ხოლო Intel-ის – 1.6%-ით.
Advance Auto Parts-მა (AAP) – მოლოდინს თითო აქციაზე 10 ცენტით გადააჭარბა და კვარტალური მოგება აქციაზე $2.07 დააფიქსირა. კომპანიის შემოსავალმაც გადაამეტა ანალიტიკოსების პროგნოზებს. AAP-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით უფრო მეტი იყო, მაგრამ შემოსავალი ინფლაციის გამო შემცირდა. Premarket-ზე აქციების ფასები 1%-ით დაეცა
Avis Budget-მა (CAR) ბოლო კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი მოგება და შემოსავალი დააფიქსირა. გაქირავებების და დღიური შემოსავლის ზრდამ მაღალი ხარჯები დააბალანსა.
Intuit-მა (INTU) პროგნოზები შეამცირა, რადგან გადასახადების სეზონი ნელა იღებს სტარტს. Turbotax-ის პლატფორმის შემქმნელმა შეინარჩუნა მთელი წლის პროგნოზი და აცხადებს, რომ შემოსავლების ზრდამ უბრალოდ წლის ბოლო კვარტლისკენ გადაიწია. Intuit-ის აქციების ფასი წინასაბაზრო სესიაზე 1%-ით შემცირდა.