რა აქცევს აქციას „საკულტოდ“? და რით განსხვავდება ზრდადი აქციები, რომლებიც ბაზარზე მიმოიქცევა, „მიმი“ აქციებისგან. ამ თემასთან დაკავშირებით რეიჩელ უორენისა და ჯეისონ ჰილის საუბარს შემოგთავაზებთ, რომელიც 28 იანვარს გაიმართა.
რეიჩელ უორენი: მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ მხოლოდ აქციის ფასებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ როგორ წარიმართება ბიზნესი.
თქვენ შეიძლება, ერთის მხრივ, მაგალითად გქონდეთ ისეთი კომპანია, როგორიც არის Peleton, რომელშიც ძირითადი საინვესტიციო თეზისი წლების განმავლობაში შეიცვალა, ისეთი კომპანიისგან განსხვავებით როგორიც არის Zoom, რომლის აქციონერიც მე გახლავართ.
არც ჩემი საინვესტიციო თეზისი ამ კომპანიასთან მიმართებაში და არც ის, თუ როგორ იზრდება ბიზნესი არ მაძლევს ღელვის მიზეზს.
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ზრდადი აქციების ფასი ძალიან შემცირდა. ბაზარზე საერთო განწყობას რაც შეეხება, ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ როგორ შეაფასოს ეს კომპანიები.ვფიქრობ, ასეთივე შემთხვევას ვაწყდებით Teladoc-თან. ბიზნესი კვლავინდებურად კარგად გამოიყურება. ასევე კომპანიას დიდი ვალი აქვს ბალანსზე 2020 წელს 2 საკვანძო შესყიდვის წყალობით, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი მომდევნო წლებში გააგრძელებენ დივიდენდების გაცემას. მაგრამ რაც შეეხება აქციებს, შევიტყვე, რომ დღეს აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა, ამასთანავე ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ჯერ კიდევ 70%-ით დაბალია.
ჯეისონ ჰოლი: ეს იმას ნიშნავს, რომ შეტყობინებები აქციების შესახებ კვლავ ჩართული გაქვთ?
რეიჩელ უორენი: მე მათ არ ვამოწმებ. უბრალოდ, ეს შეტყობინებები მომდის და მე მათ ვშლი. (იცინის) მაგრამ ხანდახან ვამოწმებ, მიზანმიმართულად არ ვამოწმებ ჩემს პორტფოლიოს, მაგრამ იქნებ ღირს ამის გაკეთება.
რაც შეეხება „საკულტო“ აქციებს, როდესაც ხედავ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის GameStop და AMC, რომლებიც „საკულტოდ“ იქცნენ, ხვდები, რომ საქმე გაქვს ფასის ძლიერ ზრდასთან, რაც მხოლოდ საცალო ინვესტორების მიერ ბაზარზე აჟიოტაჟის შექმნამ გამოიწვია და სხვა არაფერმა. ამას არანაირი კავშირი აქვს ბიზნესის ხარისხთან.
მეორეს მხრივ კი გვაქვს მაგალითად Zoom, ბიზნესი მშვენივრად მიდის, აქციების ფასები ეცემა, მაგრამ კომპანია დიდებულად ასრულებს საქმეს და აქციის ფასები თავისთავად ვერ იძლევა ინფორმაციას იმაზე, რეალურად ღირებულია თუ არა ბიზნესი
ჯეისონ ჰოლი: მადლობა რეიჩელ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.