S&P 500-ის ინდექსმა (SPX) 2022 წლის 24 იანვარს თავისი მინიმუმი დააფიქსირა – 4,222.62 – რაც მის წლიურ მაჩვენებელზე (4,383) დაბალია. 11 თებერვლის მონაცემები უფრო მაღალი იყო – 4,418.64, ხოლო მისი ნახევარწლიური მაჩვენებელი კი 4,125-ს შეადგენს. SPX თავის 50 და 200 დღიან მარტივ მოძრავ საშუალო მაჩვენებლებზე (SMA) დაბალი პოზიციით დაიხურა – 4,608.75-სა და 4,452.06-ს ნიშნულებზე. SPX ასევე კვარტალურ ღერძზე დაბლა იმყოფება 4,528-ზე.
S&P 500 წლის დასაწყისიდან 7.3%-ით დაეცა და 8.3%-ით დაბალია 4 იანვრის მაქსიმუმზე (4,818.82). 2020 წლის 23 მარტს S&P 2,191.86 ნიშნულამდე დაეცა და მას შემდეგ 101.6%-იანი ზრდის ეტაპზე იმყოფება.
The Daily Chart For SPX
S&P 500-ის დღიური დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ინდექსი 21 იანვრამდე 200 დღიან SMA-ზე (მწვანე მრუდი) მაღლა გამუდმებით იზრდება. ინდექსი მიჰყვებოდა 50 დღიან SMA-ს (ლურჯი მრუდი), სანამ 13 იანვარს მასზე დაბალ მაჩვენებელზე დაიხურებოდა.
ზედა ორი ჰოზირონტალური ხაზი, 4,794 და 4,528 მაჩვენებლებით, რისკის თვიურ დონეებს ასახავს. მესამე ჰორიზონტალური ხაზი, 4,383 ნიშნულით, არის წლიური ღერძი. მის ქვემოთ არსებული სივრცე მიუთითებს რისკზე ყველაზე დაბლა გავლებულ ჰორიზონტალურ ხაზამდე – 4,125 ნიშნულზე, რომელიც ნახევარწლიური ღირებულების მაჩვენებელია.
გახსოვდეთ, რომ 50 დღიანი SMA-ს 200 დღიან SMA-ზე დაბლა ჩამოსვლა მსხვილი გაყიდვების პოტენციალზე მიუთითებს.
The Weekly Chart For SPX S&P 500-ის კვირეული გრაფიკი 14 იანვრის კვირის შემდეგ უარყოფითია. ინდექსი, 4,531.04 მაჩვენებლით არის ხუთკვირიან მოდიფიცირებულ მოძრავ საშუალოზე (MMA) დაბლა. მწვერვალზე ასვლა დაიწყო 200 დღიანი მარტივი მოძრავი საშუალო მაჩვენებლიდან, 2020 წლის 10 აპრილის მიმდინარე კვირაში, როდესაც ის 2,648.91-ს შეადგენდა.12,3,3 კვირეული ნელი სტოქასტიკი, გრაფიკის ყველაზე დაბალ ნაწილში შეადგენს 42.34-ს, 14 იანვრის მიმდინარე კვირაში 80.00-იანი ნიშნულიდან დაცემის შემდეგ. კვირეული ნელი სტოქასტიკი 00.00 დან 100.00-მდე მაჩვენებლების შუალედში მერყეობს, სადაც 80.00-ზე მაღალი მაჩვენებლები გადაჭარბებულ შესყიდვას, ხოლო 20.00-ზე დაბალი მაჩვენებლები გადაჭარბებულ გაყიდვაზე მიგვითითებს.
The Monthly Chart For SPX
თვიური გრაფიკი 1987 წლის კრახს უბრუნდება. ის რთულად იკითხება და შკალაზე 80.00-ზე მაღლაა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაჭარბებულ შესყიდვაზე მიუთითებს. 12,3,3 თვიურმა ნელმა სტოქასტიკმა, 2020 წლის ივლისში პიკს – 96.60-ს მიაღწია.მწვანე მრუდი 120 თვიანი მარტივი მოძრავი საშუალო მაჩვენებელია. ის მიუყვება აღმავალ ტრენდს 2009 და 2020 წლის მარტის კვირების მინიმუმ მაჩვენებლებს შორის, რომლებიც შესაბამისად 666.79 და 2,191.86-ია.
“Bear Market” მოსალოდნელია, თუ ღირებულების ნახევარწლიანი მაჩვენებელი 4,125 მაჩვენებელზე ვერ შენარჩუნდება. სტაბილურობის გასაღები კი წლიურ მაჩვენებელზე (4,383) მაღლა დარჩენაა.