Goldman Sachs-ის ჯგუფისთვის გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიმდინარე წელი არცთუ წარმატებულად დაიწყო. 2021 წელს კომპანიამ $21 მილიარდი გამოიმუშავა – რაც 2019 წლის მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს.
მიუხედავად აღნიშნული შედეგისა ინვესტორები მაინც ვერ გრძნობენ თავს ბედნიერად. გასულ კვირას, Goldman-ის აქციები დაეცა 10%-ით, რამაც მისი ფასი ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით დაბალ ზღვრამდე დაწია. ამის შემდეგ, მეოთხე კვარტლის მოგებამ 10,81 აშშ დოლარი შეადგინა აქციაზე, რაც პირველად ბოლო შვიდი კვარტლის განმავლობაში, ჩამოუვარდებოდა დაპროგნოზებულ შედეგს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს არსებობს შესაძლებლობა განახორციელოთ ინვესტიცია უოლ სტრიტის ყველაზე პრესტიჟულ საინვესტიციო საბანკო ნაწილში და თან ეს გააკეთოთ მიმზიდველ ფასად. Goldman იყო 2021 წლის საუკეთესო აქციებს შორის, აქციამ 47,6% ზრდა დააფიქსირა და, როგორც ჩანს, მზად არის კიდევ ერთი აღმავალი წლისათვის.
უოლ სტრიტის გიგანტების მსგავსად, გოლდმანმაც მიიღო მნიშვნელოვანი მოგება ობლიგაციების, ვალუტების, საქონლისა და აქციების ვაჭრობიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, Goldman უფრო მეტად არის დამოკიდებული საინვესტიციო საბანკო მიმართულებაზე განსხვავებით მისი კონკურენტებისაგან, რაც ზრდის რისკის ფაქტორს. ამან შეიძლება მისი მოგება უფრო არასტაბილური და ნაკლებად პროგნოზირებადი გახადოს.
კონკურენცია, Goldman Sachs და კონკურენტები:
„გოლდმენის შემოსავალი მკვეთრად უნდა გაიზარდას პანდემიამდე არსებულთან შედარებით“, ამბობს დევინ რაიანი, JMP Securities-ის ანალიტიკოსი. მას აქვს რეიტინგი და აქციის ფასად 460 აშშ დოლარს ვარაუდობს.
რაიანი ამბობს, რომ ფირმა პრაქტიკულად არ იღებს საკრედიტო ვალდებულებას ახალი ბიზნესი მიმართულებებით გაფართოებისათვის, მნიშვნელოვანია რომ ასეთთა შორისაა ციფრული სამომხმარებლო საბანკო ფრანჩაიზი Marcus, რომლის პორტფელშიც შედის 100 მილიარდ დოლარზე მეტი დეპოზიტები, 10 მილიონი კლიენტი და შედეგად 2021 წლის მიღწეული შემოსავალი 1,5 მილიარდი დოლარია. გოლდმანი არ ამხელს აღნიშნული მიმართულების მოგების მოცულობას. თუმცა ბიზნეს სტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ Goldman პლატფორმის ღირებულება $10 მილიარდსაც აჭარბებდეს.
კომპანიას ასევე აქვს სწრაფად მზარდი ბიზნესი კლიენტებისთვის ალტერნატიული აქტივების, მათ შორის კერძო კაპიტალის მართვის მიმართულებით. მისი მართვის ქვეშაა 2,5 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქტივები, რომელიც სხვადასხვა პლატფორმას მოიცავს.
ეს ბიზნესის მიერ არჩეული გზის ნაწილია, რომელიც შემოსავლების დივერსიფიკაციას მოიცავს.
მიუხედავად სამომხმარებლო მიმართულების ზრდისა ინვესტორებს ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული კითხვები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ გოლდმანი არ მიყვება საპროცენტო განაკვეთების ზრდის სტრატეგიას, განსხვავებით აღნიშნულ სექტორში მყოფი სხვა მოთამაშეებისაგან.
კიდევ ერთი საკითხია, რომ Goldman-ის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით სახელფასო ნაწილი, რომელიც გასულ წელს გაიზარდა 33%-ით და $17,7 მილიარდს მიაღწია. ინვესტორები შიშობენ, რომ ფირმას უწევს კვალიფიციური კადრებისათვის მაღალი ანაზღაურების გადახდა, შემდეგ კი შესანარჩუნებელი ხარჯი კიდევ უფრო იზრდება.
თუმცა კომპანია აღნიშნულს უარყოფს.
„ჩვენი ანაზღაურება რეალურ შედეგზეა მიბმული რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაცია ცვალებადია ორივე მიმართულებით“, განაცხადა Goldman-ის ფინანსურმა დირექტორმა დენის კოულმანმა. “თუ ეს წელი განსხვავებული იქნება 2021 წლისგან, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული ხარჯი შედეგის მიხედვით დავაკორექტიროთ.”
გოლდმანის საბალანსო ღირებულებამ 2022 წლის ბოლოსთვის შეიძლება აქციაზე 310 აშშ დოლარს გადააჭარბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციები ივაჭრება 1,1-ჯერ მეტად წინა საბალანსო ღირებულებასთან შედარებით. რა მიმდინარე შედეგთან შედარებით მცირედით კლებას გულისხმობს. როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ კომპანიას აქვს მოძველებული შეხედულება, რაც კომპანიის მისწრაფებაში გამოიხატება, კომპანიაში აცხადებენ რომ: „საბალანსო ღირებულების სტაბილურად გაფართოება მნიშვნელოვანი კორპორატიული მიზანია.“
მისი ბიზნეს მიმართულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა: საინვესტიციო ბანკინგი და აქტივების მენეჯმენტი, გოლდმანი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მისი საბალანსო ღირებულება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც რომ 2022 წლის განმავლობაში აქციაზე 40 დოლარის მოგება კარგი შედეგი უნდა იყოს, რაც თითქმის გაორმაგებულია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული აქციას დატოვებს სოლიდური შემოსავლის მომტანად. ინფორმაციისათვის უნდა ითქვას რომ გოლდმანმა 2021 წელს აქციაზე რეკორდული 59,45 აშშ დოლარის გამომუშავება მოახერხა.
აქციები ახლა 2.3% უკუგებას იძლევა, ეს კი მას შემდეგ, რაც ფირმამ დივიდენდი 60%-ით გაზარდა 2021 წელს. დივიდენდის კიდევ ერთი ზრდის კარგი შესაძლებლობა 2022 წელია.
Goldman-მა უნდა განაახლოს ინფორმაცია ინვესტორებისათვის, ეს უნდა მოხდეს თებერვალში, საკითხი მის სტრატეგიულ ინიციატივებს შეეხება, რომლის შესახებაც 2020 წლის დასაწყისში გააჟღერა.
ჯერჯერობით, კომპანიამ მიაღწია თავის სამ მთავარ მიზანს:
- არსებული ფრენჩაიზის გაფართოება და გაძლიერება.
- ბიზნესის დივერსიფიკაცია.
- საშუალო შემოსავლის გაზრდა.
ინვესტორებს აინტერესებთ, გაზრდის თუ არა გოლდმანი კაპიტალზე უკუგებას, რაც დღეს 13%-ს უდრის.
კოულმანი ამბობს: „ჩვენ ვართ ხუთეულში როგორც აქტივების მენეჯერები, როგორც Goldman Sachs-ის ნაწილი. ჩვენ გვაქვს სამომხმარებლო ციფრული ბანკი დიფერენცირებული პროდუქტებით რომელიც არის აქტიური ზრდის რეჟიმში ასევე Goldman Sachs-ის შიგნით. ჩვენ გვაქვს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs და ვართ წამყვანი გაყიდვებისა და ვაჭრობის ბიზნესის მიმართულებით.“
ამ მიმართულებების ჯამი, ალბათ, გაცილებით მეტია, ვიდრე გოლდმანის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $120 მილიარდი.
ეს კი კომპანიასა და მის აქციაზე პოიტიური შეფასებით განგვაწყობს.