თუ გსურთ გაიგოთ, რა არის საჭირო წარმატებისთვის, ისწავლეთ იმ მოტივაციის გაკვეთილებიდან, რომლებიც ბილ გეითსმა თავისუფლად გაუზიარა მსოფლიოს.
ბილ გეითსი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი. მიუხედავად იმისა, რომ მისი წმინდა ქონება მილიარდებს აღწევს, ის ცნობილია იმით, რომ თავისი ფულის დიდ ნაწილს ხარჯავს პლანეტისა და მთელი კაცობრიობის პრობლემათა მოსაგვარებლად. ის ასევე არის Microsoft-ის თანადამფუძნებელი, თუმცა წელიწადზე მერია რაც დატოვა ტექნიკური გიგანტის საბჭოს წევრის პოზიცია.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, როგორც მეწარმე და ბიზნესმენი, ბილ გეითსი უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარა. ის იყო Microsoft-ის აღმავლობის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი და არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ კომპანია დღეს ასეთი წარმატებულია.
ბილ გეითსის რჩევის გათვალისწინება არ ნიშნავს, რომ გახდებით მილიარდერი, მაგრამ შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევაში. თუ გსურთ გადადგათ ნაბიჯები ნაადრევი დასვენებისათვის ან ცვლილებების პერიოდში სარგებელი ნახოთ, დაგჭირდებათ სწორი რჩევა. ბილ გეითსის ამ ციტატების კითხვისას, აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი გაკვეთილები თქვენს ცხოვრებაში და თქვენს მიზნებში.
ბილ გეითსის 7 მარტივი რჩევა, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია გამოიყენოს
1. ”ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებას, რომელიც მოხდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და არ ვაფასებთ ცვლილებას, რომელიც მოხდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში.”
ფულის ინვესტირება და თქვენი მიზნების მისაღწევად მუშაობა მოითხოვს თვალი ადევნოთ მომავალი წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი და ნაკლებად პროგნოზირებადი გადაწყვეტილებები ინვესტიციის დროს, აღნიშნული შეგვიძლია პირველ გაკვეთილად ჩავთვალოთ.
შეიძლება ფიქრობთ, რომ მზად არ ხართ ინვესტიციებისთვის ან უმჯობესად მიგაჩნიათ რომ პენსიაზე გასვლისთვის დაზოგოთ, რადგან ვერ ხედავთ ყველა რისკსა და მიმართულებას. მაგრამ რაც უფრო დიდხანს დაელოდებით თქვენი ფინანსური კეთლდღეობის მშენებლობისათვის სწორ დროს, მით ნაკლები დრო გექნებათ მისი შედეგის სანახავად. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ ინვესტირების დასაწყებად არ გჭირდებათ დიდი ფული. შეგიძლიათ მარტივად დაიწყოთ ინვესტიცია $1 დოლარად.
2. “კარგია წარმატების აღნიშვნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია წარუმატებლობით მიღებული გაკვეთილების გათვალისწინება.”
ყველამ უნდა იზეიმოს თავისი წარმატებებით, რადგან მნიშვნელოვანია იამაყო იმ დროითა და ძალისხმევით, რომელიც შენ დახარჯე მიზნების მისაღწევად. ამავდროულად, ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ წარუმატებლობებს, რომელთა გადატანაც წარმატებულ გზაზე სვლის ერთ–ერთი შესაძლო ფაქტორია.
წარუმატებლობაზე ფიქრს აზრი არ აქვს, გარდა გამოცდილების პროცესში გაკვეთილად მიღებისა. როდესაც ინვესტირებას დაიწყებთ, გაიგებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არ იქნება მომგებიანი ან წარმატებული. ყურადღება მიაქციეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ გამართლდა და ყველაფერი გააკეთეთ იმის გასარკვევად, თუ რატომ არ გამოიღო მან შედეგი.
მას შემდეგ რაც შეძლებთ სწრაფად გააანალიზოთ გადაწყვეტილებები რომელმაც წარუმატებლობა მოიტანა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივე შეცდომები კვლავ დაუშვათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს წარმატებისა და ფინანსური პროგრესის საერთო მაჩვენებლის უკეთესობისაკენ შეცვლა.
3. „მოთმინება წარმატების მთავარი ელემენტია“.
უმეტესწილად, წარმატება არ არის ერთდღიანი მოვლენა. წარმატების მიღწევას დრო და ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ ნუ ელით რომ ინვესტიციის დაწყებიდან დაუყოვნებლივ მიაღწევთ თქვენს ყველა მიზანს. გამოიჩინეთ მოთმინება და მიმართეთ თქვენი გრძელვადიანი წარმატებისაკენ.
ამ გზაზე შესაძლოა დაგეხმაროთ მრჩეველი, როგორიცაა Betterment, შეიძლება დაგეხმაროთ დროთა განმავლობაში მდგრადი სიმდიდრის ჩამოყალიბებაში, იმის ნაცვლად, რომ მოახდინოთ გასროლა დაუყოვნებლივ დიდი მატერიალური სიკეთის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არის ზარალის რისკი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ინვესტირებას ახორციელებთ, Betterment დაგეხმარებათ შექმნათ პორტფელი, რომელიც შეესაბამება თქვენს რისკის ტოლერანტობას, დროით მოლოდინს და ფინანსურ მიზნებს.
4. „ჩვენ ყველას გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მოახდენენ უკუკავშირს, რადგან ასე ვუმჯობესდებით.”
სწავლის ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი გზა არის ის, რომ ვინმე უფრო გამოცდილმა გასწავლოს ის, რაც მათ იციან აღნიშნული საკითხის შესახებ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად ისწავლოთ თქვენ გადაწყვეტილებებზე.
ასე რომ, ინვესტირებაში უკეთესი შედეგის მქონენი რომ გახდეთ, შეიტყვეთ ინვესტიციის შესახებ სხვებისგან, რომლებსაც აქვთ თქვენზე მეტი გამოცდილება ან შეუძლიათ რჩევების გაზიარება კონკრეტულ თემებზე. საჯარო საინვესტიციო აპლიკაციებით, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გქონდეთ ნებისმიერი აქციის ნაწილი, თუნდაც 5 დოლარით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ ასევე გაქვთ წვდომა ინვესტორთა მთელ საზოგადოებაზე. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სხვა ინვესტორებს, ისწავლოთ მათი ჩვევები და ისაუბროთ ინვესტიციის შესახებ თანამოაზრე პირებთან. თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინვესტიციის შესახებ ეს შეგიძლიათ საჯარო განხილვებითაც.
5. “ცხოვრება არ არის სამართლიანი, შეეგუე.”
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნებისმიერ ინვესტიციას ყოველთვის აქვს რისკი, რასაც ყველა ინვესტორი უნდა ელოდეს და გაუმკლავდეს. თქვენ შესაძლოა ყველაფერს სწორად აკეთებდეთ თქვენი საინვესტიციო სტრატეგიით, მაგრამ მაინც შეიძლება მიიღოთ ზარალი, ეს კი შესაძლოა ბაზრის ზოგადი ტენდენციით იყოს გამოწვეული.
ფულის დაკარგვა შეიძლება უსამართლოდ ჩანდეს, მით უფრო მაშინ როდესაც მიჰყვებით საინვესტიციო რჩევებს, მაგრამ ეს ყველაფერი ინვესტირების პროცესის ნაწილია. მიიღეთ თქვენი რისკი, ისწავლეთ მათგან და განაგრძეთ წინსვლა, რათა შეძლოთ წინსვლა თქვენი მიზნებისკენ.
6. „ნუ ტირიხარ შენს შეცდომებზე. არამედ ისწავლეთ მათგან“.
თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე რეაგირება არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ რამდენად წარმატებული იქნებით თქვენი საინვესტიციო მიზნების მიღწევაში. თუ თქვენ აკეთებთ ცუდ ინვესტიციას, აზრი არ აქვს ამაზე წუწუნსა და დროის დაკარგვას. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის აკონტროლოთ საკუთარი თავი და გადახვიდეთ უფრო ღირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
თუ გსურთ დრო დაუთმოთ თქვენს შეცდომებზე ფიქრს, დარწმუნდით, რომ ეს არის ანალიზი იმისა, თუ როგორ დავუშვით აღნიშნული შეცდომა. შესაძლოა, ეს არის ის, საიდანაც შეგიძლიათ ისწავლოთ და შემდეგ შეცვალოთ მომავალი. ან იქნებ ბაზარი რეაგირებს ისე, რომ თქვენ ვერ იწინასწარმეტყველეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იყავით მარტივი საკუთარი თავის მიმართ და შეინახეთ მიღებული ცოდნა მსგავსი სიტუაციისთვის.
7. ”წარმატება ცუდი მასწავლებელია. ის აცდუნებს ჭკვიან ადამიანებს რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ვერ წააგებენ. ”
ადვილია იმის განცდა, თითქოს ვერასოდეს წააგებ, როცა შენს ინვესტიციებს ასრულებ, მაგრამ ეს უბრალოდ ასე არ არის. აბსოლუტური წარმატება ინვესტიციით არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასევე არ შეგიძლიათ წარუმატებლობა. რაც შეეხება ინვესტიციას, ყოველთვის არის რისკი, ამიტომ არ არის საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას ზედმეტი თავდაჯერებულობა.
თუ ფინანსური წარმატების მისაღწევად გონივრულ საინვესტიციო სტრატეგიებს ეყრდნობოდით, არ იფიქროთ, რომ შეგიძლიათ მოულოდნელად შეცვალოთ რაღაც და მაინც იგივე წარმატება გქონდეთ. ამავდროულად, თქვენ უნდა მოერგოთ ბაზარს საჭიროების შემთხვევაში თქვენი აღმავალი ტენდენციის შესანარჩუნებლად.
შეჯამება
ბილ გეითსს ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, უნდა ესწავლა, როგორ მიეღწია წარმატებისათვის და როგორ მოეხდინა სწორი ინვესტიციების განხორციელება. გზაში მას ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა, მაგრამ არ აძლევდა მათ უფლებას შეეჩერებინათ მისი წინსვლა. თუ თქვენ შეძლებთ მისი იგივე დამოკიდებულების ადაპტირებას მუდმივი სწავლისა და მუდმივი გაუმჯობესების შესახებ, თქვენ კარგ გზაზე იქნებით და რეალური გახდება შესაძლებლობა რომ გახდეთ საზრიანი ინვესტორი.