• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Text’nPayMe

მარტი 2, 2023
in სიახლეები
500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Text’nPayMe
გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Text’nPayMe, რომელიც ფინტექ კომპანიას წარმოადგენს და მომხმარებლებს მობილურ კლავიატურას სთავაზობს. ეს უკანასკნელი კი მათ საშუალებას აძლევს, გადახდები ნებისმიერი აპლიკაციის საშუალებით განახორციელონ. თანაც, ამის გაკეთება ძალიან მარტივ პროცესთანაა დაკავშირებული — ნებისმიერ ჩათში მხოლოდ უნდა აკრიფოთ „გაგზავნა“, შემდეგ თანხა, მიმღების ინფორმაცია, გადაამოწმოთ თქვენი ვინაობა ბიომეტრიის ან პაროლის საშუალებით.

ჩვენ Text’nPayMe-ის დამფუძნებელს — არტურ კარაპეტიანს გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.

არტურ, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?

ზრდის საფუძვლების ეტაპი ჩვენი კომპანიის საერთო სტრატეგიისთვის ტრანსფორმაციის პროცესს წარმოადგენდა. ზრდის კვირების ფარგლებში კი გამოვუშვით ჩვენი დამოუკიდებელი აპლიკაცია iOS-ის მომხმარებლებისთვის და ახალი მოლაპარაკებები წამოვიწყეთ.

დემო დღისთვის მზადება საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი იყო — უძილო ღამეები, რეპეტიციები. ხშირ შემთხვევაში გვიწევდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და პროცესზე მინდობა. ეს ყველაფერი, ჩვენი მენტორების პროფესიული მიდგომის წყალობით, წარმატებით გადავლახეთ. მზადების პროცესში ვატარებდით მენტალური ჯანმრთელობისა და მედიტაციის სესიებს, რომლებიც სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში ნამდვილად დაგვეხმარა. საბოლოოდ, დემო დღის ღონისძიებაზე კაშკაშა ვარსკვლავებად ვიქეცით — ეს ზეიმისა და სიხარულის დღე იყო.

გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?

მონეტიზაციის თვალსაზრისით, გავაუმჯობესეთ და შევცვალეთ ბიზნეს მოდელი – დავნერგეთ საფასურზე დაფუძნებული სისტემა. ამან ხელი შეუწყო ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაჩქარებას.

როგორია Text’nPayMe–ის სამომავლო გეგმები?

მომავალი თვეებისთვის ჩვენი უპირველესი მიზანია ჩვენს ზრდასა და გაყიდვებზე ფოკუსირება; ასევე, ინვესტიციების შემდეგი რაუნდის დახურვა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, გვსურს, გავხდეთ ყოველდღიური ინტელექტუალური ფინანსური თანამგზავრი ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც კიბერუსაფრთხოებისა და მოხერხებულობის თვალსაზრისით ხარვეზები გამოასწორეს.

ჩვენ გვსურს, რომ კითხვაზე: „როგორ გამოგიგზავნო ფული?“ ყველას პასუხი “Text’n Pay Me” იყოს.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?

ამ კუთხით სამი ძირითადი ფაქტორი არსებობს:

ფინტექი + ტრანზაქციის საკომისიოზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელი. ეს არის ყველაზე მიმზიდველი კომბინაცია მომგებიანობისა და მასშტაბურობის თვალსაზრისით. სავარაუდოა, რომ თვისებების ამ ნაკრების მქონე კომპანიები 17x მულტიპლიკატორით შეფასდება.

ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი კლავიატურა მომხმარებლებს სთავაზობს. კლავიატურები არის პროგრამული უზრუნველყოფის უნიკალური ნაწილი, რომელიც ამ მჭიდრო ბაზარზე მონეტიზაციის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

ამასთან, ჩვენი 17 B2B პილოტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდუქტის ბაზართან შესაბამისობა, ისევე როგორც ჩვენი ბიზნეს მოდელი, დადასტურებულია.

წინა

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

შემდეგი

რატომ შემცირდა თებერვალში Shopify-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა თებერვალში Shopify-ს აქციების ფასი?

რატომ შემცირდა თებერვალში Shopify-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved