• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი QuickShipper

თებერვალი 23, 2023
in სიახლეები
500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი QuickShipper
გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Quickshipper — Fleet management software, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ერთი პლატფორმიდან მართოს შემოსული შეკვეთები. არ აქვს მნიშვნელობა, შეკვეთა რომელი არხიდან არის მიღებული, QuickShipper-ის წყალობით, მისი დაბინავება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი ბევრად მარტივი იქნება.

ჩვენ გავესაუბრეთ QuickShipper-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს — მარიამ ახვლედიანს, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.

მარიამ, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?

500 Georgia-ს თითოეული ეტაპი სხვადასხვა ასპექტზე იყო ფოკუსირებული. ვისწავლეთ როგორც მომხმარებლებთან, ასევე ინვესტორებთან ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპს შეეძლოს სხვადასხვა აუდიტორიასთან სწორი მესიჯებით კომუნიკაცია, რადგან თითოეულ მათგანს განსხვავებული საჭიროება და ინტერესი გააჩნია.

საკმაოდ საინტერესო იყო ფონდების მოზიდვის ფაზის ფარგლებში გავლილი საკითხებიც, რომლებზეც ყურადღება ყველა სტარტაპმა უნდა გაამახვილოს. გავიგეთ ბევრი ახალი რამ, რასაც ადრეული ეტაპიდანვე უნდა დაეთმოს ყურადღება იმისათვის, რომ სტარტაპი პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო გახდეს.

რაც შეეხება დემო დღეს, ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ ჩვენი სტარტაპის წარდგენისთვის მომზადების ნაწილი. თითოეულ დამფუძნებელს თავისი სათქმელი სულ რაღაც 2 წუთში უნდა ჩაეტია. საკუთარ პროდუქტზე საუბრისას კი ეს საკმაოდ რთულად გეჩვენება, რადგან ფიქრობ, რომ მსმენელს ყველა ნიუანსი უნდა გააცნო. სინამდვილეში, საჭიროა ინფორმაცია იმ დონემდე დაიყვანო, რომ აუდიტორიისთვის ყველაფერი გასაგები იყოს და, ამავდროულად, დამატებითი კითხვა-პასუხის სურვილი გაჩნდეს.

გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?

500 Georgia არის პროგრამა, სადაც გეხმარებიან იფიქრო უფრო მასშტაბურად. აქ გეძლევა შესაძლებლობა, პირველ რიგში, აზრებით გასცდე საქართველოს ფარგლებს და სწორად შეაფასო საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი. მოლოდინიც სწორედ ის არის, რომ პროგრამის გავლის შემდეგ ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით.

მთავარი, რაც ამ პერიოდში ვისწავლეთ, არის ის, თუ როგორ ვიფიქროთ ჩვენი მომხმარებლის გადმოსახედიდან, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური ბაზარი. სწორი ანალიზი, პროგნოზირება და დაგეგმვა დაგვეხმარება იმაში, რომ QuickShipper საერთაშორისო ბაზარზე სწორ დროს გავიტანოთ და სწორ აუდიტორიას მივწვდეთ.

QuickShipper Platform

როგორია QuickShipper-ის მომავლის გეგმები?

ჩვენი მიზანია, პირველი კვარტლის ბოლოსთვის დავასრულოთ პროდუქტზე მუშაობა, რაც მოიცავს ჩვენი მომხმარებლებისგან ნებისმიერი სახის უკუკავშირის მონაცემების შეგროვებასა და გათვალისწინებას.

2023 წლიდან კი უკვე გეგმაში გვაქვს პროდუქტის როგორც საქართველოში დანერგვა, ასევე მის საზღვრებს გარეთ გატანა. ეს ჩვენს შემთხვევაში შედარებით მარტივია, რადგან QuickShipper სრულად ციფრული პროდუქტია.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?

სტარტაპი ინვესტორებისთვის პირველ რიგში ისევ და ისევ მასშტაბირების კუთხით არის საინტერესო ­— გამომდინარე იქიდან, რომ QuickShipper სრულიად ციფრული პლატფორმაა, ბიზნესი ლოკაციის თვალსაზრისით შეზღუდული არ არის. ამასთან, ქვიქშიფერი სხვა უცხოურ ანალოგებს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ შესაძლოა, მათზე უკეთესიც იყოს, რადგან ის საკმაოდ ბევრ უპირატესობას აერთიანებს. ინვესტორებისთვის QuickShipper ზრდიდან გამომდინარეც იქნება საინტერესო — ბეტა ვერსია 2022 წლის ნოემბერში ჩავუშვით, მას შემდეგ კი პლატფორმა კარგი ტემპით ვითარდება და იზრდება.

ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც Quickshipper-ის სერვისებით სარგებლობა სურს, შეუძლია განაცხადი შემდეგ ბმულზე დატოვოს: Quickshipper | კურიერების სამართავი პლატფორმა (qshpr.com)

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Palo Alto Networks-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved