• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი GOTCHA

მარტი 10, 2023
in სიახლეები
500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი GOTCHA
გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Gotcha — კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელსაც, სახის ქცევის ანალიზის საშუალებით, მიკრო ემოციების ამოცნობა შეუძლია. როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, ტექნოლოგია მეცნიერულ კვლევას ემყარება და მისი ერთგვარი ქულების მოდელი HR-ს ეხმარება, მომსახურების თანამშრომლების საქმიანობა მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვების საფუძველზე შეაფასოს.

ჩვენ Gotcha-ს აღმასრულებელ დირექტორს — ანნა გევორგიანს გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.

ანნა, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?

ზრდის საფუძვლების ეტაპზე ჩვენ ვისწავლეთ, როგორ წარვუდგინოთ მომხმარებლებს სწორად ის ღირებულება, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ, როგორ შევიქმნათ ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება და ა. შ. ზრდის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარმადობის საკვანძო ინდიკატორები განსაზღვრა და მათ შესაბამისად მუშაობა. ფონდების მოძიების ეტაპზე ვისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ფონდების მოზიდვის პროფესიონალური სტრატეგია. რაც შეეხება დასკვნით ფაზას, დემო დღეს, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი სტარტაპი აუდიტორიისთვის პროფესიონალურად და სწორად წარგვედგინა.

გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?

500 Georgia-ს პროგრამის პარალელურად მოვაწყვეთ ჩვენი პირველი საპილოტე ტესტირება სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან, შევქმენით პოტენციური მომხმარებლების სერიოზული ბაზა, დავიქირავეთ B2B გაყიდვების პროფესიონალი აუთსორსინგ კომპანია (მოიცავს აშშ-ს, ევროპას, სინგაპურს), შევიმუშავეთ პროდუქტის ახალი ვერსია.

როგორია GOTCHA-ს სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია, გავხდეთ უნიქორნი (სტარტაპი, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს შეადგენს).

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?

1. გამოვყოფდი ძლიერ გუნდსა და ტექნოლოგიას. აგიხსნით, თუ რაში მდგომარეობს GOTCHA-ს უნიკალურობა:

  • წყარო — გამოვიყენეთ ქცევითი მეცნიერების კვლევა, რომელზე დაფუძნებითაც ჩვენი ტექნოლოგია აღმოაჩენს მიკრო ემოციებს და ეს წამის 1/25-ში ხდება.
  • ალგორითმი — ტექნოლოგია ჩვენი უნიკალური ალგორითმის საფუძველზე შევიმუშავეთ.
  • სიზუსტე — სიზუსტის სავარაუდო დონე 90%-95%-ია. ეს მონაცემები ეფუძნება საინფორმაციო დოკუმენტებს, პროფილერებს (ადამიანი, რომელიც აღრიცხავს და აანალიზებს ვინმეს ფსიქოლოგიურ და ქცევით მახასიათებლებს) და გამოკვლეული კომპანიების ტესტირების შედეგებს.
  • SAP-თან ინტეგრაცია — გავიმარჯვეთ საერთაშორისო კონკურსში — SAP Startup Factory-ში და ამჟამად ვმუშაობთ SuccessFactors მოდულთან ინტეგრაციაზე. (SuccessFactors მოდული ნიჭისა და ადამიანური კაპიტალის მართვის ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი კომპლექტია. ორგანიზაციები SAP SuccessFactors-ს ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციების სხვადასხვა ასპექტების სამართავად იყენებენ).
  • შეგვამჩნია და მოგვიწონა ზოგიერთმა საერთაშორისო, კარგად ცნობილმა კომპანიამ — სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებზე მივიქციეთ ისეთი ცნობილი კომპანიების ყურადღება, როგორიცაა Nvidia (შემოგვთავაზეს, რომ განაცხადი შეგვეტანა Inception პროგრამაზე — წინადადება მიღებულია 2022 წლის ივნისში), Microsoft (შემოგვთავაზეს განაცხადის Startup Founders Hub-ის პროგრამაზე შეტანა — მიღებულია 2022 წლის ივლისში) და ა.შ.

2. გამოყენების დაუსრულებელი შემთხვევები — გარდა მომხმარებელთა გამოცდილების, გაყიდვების, HR (ადამიანური რესურსების მართვა), იურიდიული, რისკისა და შესაბამისობის მიმართულებებისა, ახლახან ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ძალიან პერსპექტიული გამოყენების შემთხვევა, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, დამოკიდებულების გამომწვევი დარღვევები, ფარმაცევტიკა, ბიოტექნოლოგია (მაგალითად, სახის ქცევის საშუალებით შეგიძლიათ გამორიცხოთ პლაცებო-ეფექტი ტკივილის გამოვლენასთან დაკავშირებით).

3. უზარმაზარი ბაზარი — 2027 წლისთვის ის, სავარაუდოდ, $43 მილიარდს მიღწევს.

4. ჯანსაღი ამბიციები — დარწმუნებულები ვართ, რომ უნიქორნი გავხდებით.

წინა

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

შემდეგი

აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი — Silicon Valley Bank გაკოტრდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი — Silicon Valley Bank გაკოტრდა

აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი — Silicon Valley Bank გაკოტრდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved