• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Epoint

თებერვალი 15, 2023
in სიახლეები
500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Epoint
გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Epoint — მრავალფუნქციური ელექტრონული კომერციის პლატფორმა და გადახდის აგრეგატორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამასთანავე, Epoint B2B მომხმარებლებს ონლაინ გადახდის გადაწყვეტას სთავაზობს (მარკეტები, ონლაინ მაღაზიები, ტაქსის და მიტანის სერვისები, ბილეთების პლატფორმები და მედია მარკეტინგი).

ჩვენ გავესაუბრეთ ჰასან ჰასანოვს, რომელიც Epoint-ში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.

ჰასან, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პირველმა ორმა კვირამ მოგვცა მნიშვნელოვანი ცოდნა მომხმარებელთა მომსახურების, გაყიდვების, მარკეტინგის მიმართულებით. ახლა უკეთ ვიცით, თუ როგორ ვიმუშაოთ ჩვენი ბიზნესის მეტრიკებთან. ზრდის კვირების განმავლობაში, პროგრამის პირველ ფაზაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განვახორციელეთ და დავნერგეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც ჩვენს სტრატეგიაში, ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ფონდების მოზიდვისა და დემო დღისთვის მზადების ეტაპი ყველაზე რთული იყო. დემო დღის ღონისძიებაზე ჩვენი სტარტაპის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა გვინდოდა, დრო კი შეზღუდული იყო, თუმცა ყველაფერი გამოგვივიდა, ახლა კი სახსრების მოზიდვაზე ვმუშაობთ.

500 Georgia

გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?

ჩვენი კომპანიის ღირებულების შეთავაზება (value preposition) შევცვალეთ. ამასთან, ცვლილებები შევიტანეთ მომხმარებლებთან ურთიერთობის პოლიტიკაში, მცირე კორექციები ჩვენს გადაწყვეტებთან დაკავშირებითაც განვახორციელეთ. ახლა წვდომა გვაქვს უფრო მეტ ბიზნეს კატეგორიებზე და მომხმარებლების უფრო დიდ ბაზაზე. Epoint-ის შემოსავალიც გაიზარდა.

როგორია Epoint-ის მომავლის გეგმები?

როგორც დემო დღის ღონისძიებაზე ჩვენი სტარტაპის წარდგენისას აღვნიშნეთ, Epoint ფართოვდება საქართველოში, უზბეკეთსა და თურქეთში. ასევე, აპრილის დასაწყისში, საინვესტიციო რაუნდის გახსნას ვგეგმავთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?

ამ ინდუსტრიაში მომხმარებლების ძირითადი პრობლემები საკმაოდ სიღრმისეულად შევისწავლეთ. მათ უმეტესობას სჭირდება სწრაფი კავშირი, უსაფრთხო ტექნიკური მხარდაჭერა და მოქნილი გადახდის სისტემა, მოსახერხებელი ინტერფეისით. ჩვენი პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე, რადგან კლიენტებთან პარტნიორობით ვცდილობთ, მათ ელექტრონული კომერციის სფეროში თავიანთი ბიზნესის მაქსიმალურად განვითარებაში დავეხმაროთ. ჩვენი გადაწყვეტა ძალიან მოქნილი და საჭიროა, ის დიდი პრობლემის გადაჭრას ემსახურება, მინიმუმ ჩვენს რეგიონში (აზერბაიჯანი). ვფიქრობ, ეს აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, Epoint უკვე მუშაობს, ფართოვდება და შემოსავალს გამოიმუშავებს.

წინა

28 წლის თვითშემდგარი მილიონერის პრინციპები სიმდიდრის დასაგროვებლად

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ CrowdStrike-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ CrowdStrike-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ CrowdStrike-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved