3D Systems თავისი 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს ორშაბათს – 8 აგვისტოს, ბაზრის დახურვის შემდეგ წარადგენს. ანალიტიკოსთა საკონფერენციო თათბირი მეორე დღეს, აღმოსავლეთის დროით 8:30 არის დაგეგმილი.
3D ბეჭდვის კომპანიის ანგარიში მოჰყვება კონკურენტ Stratasys-ს, რომელიც გეგმავს, რომ კვარტალური ანგარიში ოთხშაბათს – 3 აგვისტოს, ბაზრის გახსნამდე წარადგინოს.
ინვესტორები, სავარაუდოდ, 3D Systems-ის ანგარიშს უფრო სიფრთხილით მიუდგებიან, ვიდრე ოპტიმიზმით. გასულ კვარტალში კომპანიამ ვერ გაამართლა უოლ სტრიტის პროგნოზები როგორც შემოსავალთან, ასევე მოგებასთან დაკავშირებით. ამ მოხსენებამ დაარღვია ზედიზედ სულ მცირე ოთხი კვარტლის შესანიშნავი შედეგები, როდესაც კომპანია როგორც შემოსავლის, ასევე მოგების პროგნოზებს აჭარბებდა.
უფრო მეტიც, ინვესტორები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ, რომელიც მაღალი ინფლაციის შემცირებისკენ არის მიმართული, შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჩააგდოს.
გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა უნდა გააგრძელონ ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ მუშაობს 3D Systems თავისი კონტროლის ქვეშ არსებული ფაქტორების გათვალისწინებით. საბოლოოდ, მაკროეკონომიკური გარემო გაუმჯობესდება და საფონდო ბირჟა აღდგება.
აი, რას უნდა დააკვირდეთ 3D Systems-ის კვარტალურ ანგარიშში.
3D Systems-ის საკვანძო მაჩვენებლები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ კომპანიის ერთი წლის წინანდელი კვარტლის შედეგები და უოლ სტრიტის პროგნოზები.
მეტრიკა | 2021 წლის I კვარტლის შედეგები | უოლ სტრიტის 2022 წლის II კვარტლის პროგნოზი | უოლ სტრიტის პროგნოზირებული ცვლილება (წლიდან წლამდე) |
შემოსავალი | $162.6 მილიონი | $146.8 | (9.7%) |
კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე (EPS) | $0.12 | $0.00 | წინა წლის დადებით შედეგთან შედარებით, მოსალოდნელია ნულოვანი მოგება |
მოსალოდნელია, რომ შემოსავალი შემცირდება, რადგან 3D Systems-მა ზოგიერთი არაძირითადი აქტივი გასული წლის განმავლობაში გაყიდა. შემოსავლის ასეთი წლიური ვარდნა, ასევე, ზიანს აყენებს შემოსავლის შედარებას.
მიუხედავად იმისა, რომ არაძირითადი აქტივების დივესტირებას (კომპანიის მიერ აქტივების ნაწილის გაყიდვა კომპანიის ღირებულების გასაუმჯობესებლად და უფრო მაღალი ეფექტურობის მისაღწევად) გარკვეული მოკლევადიანი უარყოფითი მხარეები ჰქონდა, ეს გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, კარგი ნაბიჯი იყო.
პირველ კვარტალში 3D Systems-ის შემოსავალი წელიწადში 9%-ით – $133 მილიონამდე შემცირდა. კაპიტალდაბანდებების ამოღების გავლენის გამოკლებით, შემოსავალი 10%-ით გაიზარდა. დივესტირების გათვალისწინებით, გაყიდვები სამრეწველო და ჯანდაცვის სეგმენტებში, შესაბამისად, 16%-ით და 4.6%-ით გაიზარდა.
გასული კვარტლის კორექტირებულმა წმინდა ზარალმა $7.2 მილიონი შეადგინა, ანუ $0.06 თითო აქციაზე, ხოლო ერთი წლის წინანდელ პერიოდში კორექტირებული წმინდა მოგება თითო აქციაზე $0.17 იყო.
წლიური მითითებები
2022 წლის მითითებებში ნებისმიერი შესამჩნევი ცვლილება, სავარაუდოდ, აქციების ფასების გადაადგილებას გამოიწვევს.
3D Systems-ის ამჟამინდელი პერსპექტივა არის შემოსავალი $580-დან $625 მილიონამდე, რაც წელიწადში დაახლოებით 6%-იანი შემცირებისა და 2%-იანი ზრდის დიაპაზონში მერყეობს. ეს რიცხვები კომპანიის მიერ ძირითადი აქტივების დივესტიციას ასახავს.
მენეჯმენტს მოგებასთან დაკავშირებით მითითებები არ წარუდგენია, თუმცა განაცხადეს, რომ 40%-დან 43%-მდე კორექტირებულ მთლიან მარჟას და $235-$250 მილიონის დიაპაზონში კორექტირებულ საოპერაციო ხარჯებს მოელიან. 2021 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 43% და $214.7 მილიონი იყო.