• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 შეუჩერებელი აქცია თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის

აპრილი 29, 2022
in სიახლეები
3 შეუჩერებელი აქცია თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის
გაზიარება

არსებობს უამრავი აქცია, რომელსაც რისკსა და ანაზღაურებას შორის მყარი ბალანსი გააჩნია. თუმცა მხოლოდ რამდენიმე კომპანიის აქცია შეიძლება ჩაითვალოს მართლაც „შეუჩერებლად“. ეს იშვიათი კომპანიები ყიდიან საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც მოთხოვნადია ეკონომიკური გარემოს მიუხედავად. ამ სტატიაში 3 ასეთ კომპანიას განვიხილავთ.

Alphabet

ამ კომპანიას ბევრი შესავალი ნამდვილად არ სჭირდება. სინამდვილეში, თქვენ არა მხოლოდ იცნობთ Alphabet-ს, არამედ ასევე მისი მინიმუმ ერთი სერვისის მომხმარებელი იქნებით. ეს კომპანია საძიებო სისტემების გიგანტის – Google-ის მშობელია, რომელიც, გლობალური სტატისტიკის მიხედვით, ჯერ კიდევ მსოფლიო ვებ ძიებების 91%-ს ახორციელებს. Alphabet ასევე ფლობს Youtube-ს, სადაც ყოველთვიურად, ციფრული ვიდეოების საყურებლად, 2 მილიარდზე მეტი ადამიანი შედის. პოპულარული ოპერაციული სისტემა – Android ასევე მას ეკუთვნის. Global Stats-ის ცნობით, Android მსოფლიოს მობილური მოწყობილობების 71%-ზე მეტს ამუშავებს.

Alphabet

Alphabet არ არის უბრალოდ ვებ კომპანია. ეს არის ინტერნეტ ინდუსტრიის ერთ-ერთი მუდმივი ცენტრი, რომელიც მომხმარებლებს კონტენტის შემქმნელებთან აკავშირებს. თითოეული ეს ძიება, ნახვა და აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შეიძლება, მხოლოდ მცირეოდენ შემოსავალს წარმოადგენდეს, მაგრამ, როდესაც საქმე მილიარდობით მომხმარებელს ეხება, კომპანია, შემოსავლების თვალსაზრისით, ძალიან დიდ მასშტაბებზე გადის.

მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-ის გავრცელებამ 2020 წლის მეორე კვარტალში კომპანიების უმეტესობა აიძულა შეემცირებინათ რეკლამა, რამაც Alphabet-ის გაყიდვების ზრდა დააზარალა, მაგრამ ეს 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა. ასეთი თანმიმდევრული წარმადობით ბევრი კომპანია ვერ დაიკვეხნის.

Upstart

Alphabet-ის სამი მოწინავე ბიზნესი კარგად არის ჩამოყალიბებული, Upstart კი ამ შკალის მეორე ბოლოშია. შედარებით უცნობი კომპანია არა მხოლოდ ახალგაზრდაა (10 წლის), არამედ გასული წლის $849 მილიონის მოცულობის შემოსავალი ნიშნავს, რომ ეს კომპანია ინვესტორების ყურადღების მისაპყრობად ძალიან მცირეა.

თუმცა Upstart-ის მცირე ზომას ან ცნობადობის ნაკლებობას თქვენი შეცდომაში შეყვანის უფლებას ნუ მისცემთ. ეს არის მიმართულება, რომლითაც საკრედიტო ბიზნესი მოძრაობს – შემოსავლის შარშანდელი 264%-იანი ზრდა ამაზე მეტყველებს.

მარტივად რომ ვთქვათ, Upstart კრედიტორებისთვის, პოტენციურ მსესხებლებს ალტერნატიული საკრედიტო ქულებით აფასებს. კომპანია, სხვადასხვა პერსონალური მონაცემების დასადგენად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ ადამიანს სურს და შეუძლია სესხის გადახდა.

მართალია უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მეთოდი მუშაობს. კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საშუალო ბანკთან შედარებით, მისი მიდგომა 75%-ით უფრო ნაკლებ საკრედიტო დეფოლტს იწვევს.

გაითვალისწინეთ, რომ Upstart-ის მცირე ზომა და ძალიან ძველი ბიზნესის კეთების მიმართ შედარებით ახალი მიდგომა, მომავალი არასტაბილურობის საფუძველია, მაგრამ თუ ამ რყევების გაძლების გამბედაობა გყოფნით, სავარაუდოა, რომ დიდი სარგებელს მიიღებთ.

Walmart

და ბოლოს, შეუჩერებელი აქციების სიას Walmart დაამატეთ. კომპანია რაიმე ზრდის ჯილდოს მოპოვებას ნამდვილად არ აპირებს. წლევანდელი გაყიდვების მოსალოდნელი 3.1%-იანი ზრდა საკმაოდ ტიპურია.

რამდენიმე წლის წინ კომპანიის სწრაფმა ზრდამ ის მოუხერხებელი გახადა, საჭირო გახდა კაპიტალური რემონტი, რაც გადაიზარდა ცარიელ თაროებსა და გულგრილ მომუშავეებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Walmart-მა Amazon დიდი ხნის განმავლობაში კონტროლის გარეშე დატოვა და საკმაოდ გვიან მოეკიდა საკუთარ ელექტრონული კომერციის ბიზნესს სერიოზულად.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კომპანიას მხოლოდ აშშ-ში 5,300-ზე მეტი ლოკაცია გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის 95% Walmart-ის მაღაზიიდან 16 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. აშშ-ის გარეთ კი კომპანია 5,100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

აღმასრულებელ დირექტორს – დაგ მაკმილონს, მტკიცედ აქვს გათვითცნობიერებული თუ რა მიმართულებით და როგორ უნდა იმოძრაოს კომპანიამ. რეალურად, სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაყიდვების ძალიან ძლიერ და საიმედო ზრდას მანამ, სანამ პანდემია გამოჩნდებოდა.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი?

შემდეგი

მცირე კაპიტალის მქონე 3 სამედიცინო კომპანია ძლიერი იმპულსით

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მცირე კაპიტალის მქონე 3 სამედიცინო კომპანია ძლიერი იმპულსით

მცირე კაპიტალის მქონე 3 სამედიცინო კომპანია ძლიერი იმპულსით

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved