ალბათ, გართობა მოდიდან არასოდეს გავა. სწორედ ამიტომ, დღეს განვიხილავთ გართობის სამ კომპანიას, რომელსაც ამ თვეში უნდა დაკვირდეთ. ვნახოთ, რატომ შეიძლება ამ კომპანიების აქციების ფასმა სექტემბერში იმოძრაოს.
- Roku
Roku-ს აქციების ფასი 87%-ით არის შემცირებული მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. მიუხედავად ბოლო 14 თვის სასტიკი ვარდნისა, Roku ასეთი პოპულარული არასოდეს ყოფილა. ივნისის ბოლოს მას რეკორდული 63.1 მილიონი აქტიური ანგარიში ჰქონდა. სტრიმინგ ვიდეო პლატფორმა ზრდას აგრძელებს. Roku-ს მომხმარებელთა ბაზა გასული წლის განმავლობაში 14%-ით გაიზარდა, მაგრამ კონტენტის საათების რაოდენობამ, რომელსაც პლატფორმა ემსახურება, ამ დროის განმავლობაში 19%-ით მოიმატა.
არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ რეცესიის დროს Roku განსაკუთრებით დაუცველი იქნება. როგორც უფასო სტრიმინგის ოპერაციული სისტემა, პლატფორმა სარეკლამო შემოსავლის აღმავლობასა და ვარდნას ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, რეკლამის სხვა მხარდაჭერილ ბიზნეს მოდელებთან შედარებით, მას უკეთესი წარმადობა უნდა ჰქონდეს.
დასაწყისისთვის, ეკონომიკური ვარდნა გვაიძულებს სახლში მეტი დრო გავატაროთ. Roku-სთვის რეკლამის განთავსების შესაძლებლობების მოცულობა გაიზრდება. მარკეტერები შეაფასებენ იმას, თუ რამდენის გადახდა სურთ მათ რეცესიულ გარემოში, მაგრამ Roku ასევე სტრიმინგ სერვისებს შორის საფასო ომის ბენეციფიციარი უნდა გახდეს.
- Disney
Disney+ სერვისი 2 თვეში მხოლოდ 3 წლის გახდება და მას მსოფლიო მასშტაბით უკვე 152.1 მილიონი გამომწერი ჰყავს. იქიდან გამომდინარე, რომ Disney+-მა ფასები გაზარდა (კონკურენტების ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით), მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ეს ნაბიჯი ხარისხიანი პროდუქტებით გაამართლოს.
შაბათ-კვირას Naheim Conventio Center-ში D23 Expo-სთვის გამართულ ღონისძიებაზე დაგეგმილი პრეზენტაცია საშუალებას მოგვცემს დისნეის შეთავაზებებს სიღრმისეულად გავეცნოთ, მაგრამ ასევე გამოვლინდება ინფორმაცია მომავალი კონტენტებისა და თემატური პარკების შესახებ.
- Carnival
Carnival მსოფლიოში უმსხვილესი საკრუიზო ოპერატორია და მის უზარმაზარ გემზე გართობა ბევრ ადამიანს იზიდავს. შოუებით, კაზინოებითა და სანაპირო ექსკურსიებით, კომპანია მომხმარებლებს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს.
Carnival სექტემბერში გააქტიურდება, რადგან კვარტალურ ანგარიშს ამ თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. კოვიდ-19-თ გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ჯავშნების გაზრდის გამო, საკრუიზო ინდუსტრია აღდგენის გზაზეა. ანალიტიკოსები აგვისტოში დასრულებული ფისკალური კვარტლისთვის $5 მილიარდის სიდიდის შემოსავალს მოელიან, რაც ერთი წლის წინანდელ შედეგზე თითქმის 7-ჯერ მეტია. გასულ წელს კომპანია გაცილებით მცირე ფლოტით მუშაობდა.
ზოგიერთი უფრო ოპტიმისტი ანალიტიკოსი Carnival-ისგან კვარტალურ მოგებასაც კი ელის, რაც თითქმის სამი წლის განმავლობაში არ გვინახავს. კომპანიის აქციის ფასი ახლა მხოლოდ $10.08-ს შეადგენს.